 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 6 ივლისი, 2014 |
- ჰელეეენ?! - თითქოს გაკვირვებით მიმართა ახალგაზრდამ, სამოდელო ტანის მქონე ჭაბუკმა. - რა სიმაპტიური ხარ, დღეს? აი ისეთი?!... მაესტრო, თქვენ საით გაგიწევიათ ან ეს რა გაცვიათ? იქნებ მიშველოთ და დამეხმაროთ, როგორ მიმართავთ ჰელენს? - ამჯერად თვალებმცინარმა უთხრა კარის ზღურბლთან მდგომ ბინის დამქირავებელს, რომელსაც უცილობლივ ცხვირ-პირში შეენარცხებოდა, რომ არა ჰელენის ხელის ჩაჭიდება მის მარჯვენა მკლავში. - სად მიიჩქარი? - უპასუხა მომღიმარმა ჰელენმა და ოდნავ აწითლებულმა. - მე ჰელენით მივმართავ. - კარგით. ჰელენ, ულამაზესო! მოვედი რადგან დღეს მაესტროსთან გაკვეთილი მაქვს. თან შენც ძალიან, ძალიან მომენატრე! აი გამახსენდა! ისეთი, ზღაპრის ფრინველი თუ ცხოველია დღემდე რომ ვერ გაურკვევიათ - უთხრა და გაიწია საკოცნელად. დიასახლისი ფეხის წვერებზე შედგა და ისიც გაიწია საკოცნელად. უყვარდა ეს თავნება ბიჭი ჰელენს და მის მიმართ დადებითად განეწყობოდა-ხოლმე, როდესაც ასე ქარწაღებულივით, უმისამართოდ შემოიქროლებდა-ზოლმე კარებში. - როგორი თბილი და ფუმფულა ლოყები გაქვს... მიყვარს როცა გკოცნი. საწყალ ბებიაჩემს მაგონებ. აცხონოს ყველა სახელწოდების ერთმა უფალმა! - ბოობ?... - ამღვრეული თვალებით შეხედა ჭაბუკს. უთუოდ ასეთი თვალებით, ერთ-ერთი პერსონაჟი იქნებოდა მოდილიანისთვის. თან ღიმილი უთამაშებდა დიასახლისს ტუჩებზე. არც აქცევდა მის უკბილო ხუმრობებს ყურადღებას. - ბობ, დღეს გაკვეთილი არ ჩაგიტარდება. ხვალ, კვლავ ამ დროზე მობრძანდი და მეცადინეობაც შესაძლოა ნაყოფიერი გამოდგეს. - არ აფასებდა მაესტრო, ბობს განსაკუთრებული მონაცემებით. თვლიდა, რომ მშობლებისთვის ერთი გზააბნეული ბიჭი იყო. თუმცა იძულებული იყო მიეღო და წესისამებრ დრო დაეთმო მოწაფისთვის, რადგან მშობლებთან მეგობრობდა. ნიშნად პატივისცემისა უწევდა აეტანა, მისთვის მჩატე ყოფაქცევის სამოდელო ტანის მქონე ახალგაზრდა. ასე ფიქრობდა მასზე და თან სადარბაზოს კიბეებს მიუყვებოდა მკვირცხლად, რათა უფრო გაცლოდა მოგონებებსა და ფიქრებს ანასტასიაზე... ვერ ივიწყებდა ბობს, რომელიც სახლში დატოვა ჰელენთან... ეჰ, ანასტასიასთან ერთად. გაორებულ აზრებს ვერაფერს უხერხებდა, თავჩაქინდრულს, ქუჩაში მოხეტიალეს, რამდენიმე ნაცნობი შემოხვდა. მიესალმა მათ ჩუმი ხმით. მუდამ ხალისიანი პიანისტი დღეს ფილაქნებს უცქერდა მხოლოდ. ამასობაში დილის მზე ღრუბლებმა მოიპარეს. ფილაქნის ღარებში კალაპოტს იკეთებდა წვიმის წყალი. კიტელში გამოწყობილიყო მაესტრო და მარცხენა ხელში ჩიბუხი ეჭირა. მარჯვენა კი კიტელის შესაკრავ ღილებს შორის მოექცია. სანამ სახლიდან გარეთ გამოვიდოდა, სავარძლიდან ზანტად წამოსწია ტანი, შემდეგ კი ოთახში სწრაფად შევიდა. პიანსიტმა გარდერობს გადახედა და არჩევანი „სტალინზე“ შეაჩერა. ერთ კვირიანი მოგზაურობისას ის „ჩეგევარა“ გახლდათ. ერთი წლის განმავლობაში „პინოჩეტს“ თამაშობდა. ამ გართობას მან უწოდა - „დროის მანქანა გვერდითა სარკეებით“. მაგრამ მასზე მოცქირალებმა ეს არ იცოდნენ და არც გაკვირვებით აყოლებდნენ თვალს. მიეჩვივნენ. ბევრი სცნობდა მაესტროს, ბევრიც მას გიჟად ნათლავდა და იცინოდნენ დანახვისას. არაფერს თაკილობდა მაესტრო. „გინახავთ სევდიანი სტალინი“? - საკუთარ თავს უსვამდა კითხვას და თავადვე პასუხობდა: „არა, მაგრამ ეს სევდიანი სტალინი მე ვარ. როგორ მოვიქცე? მინდა თავი მოიკლას.“ მამაკაცი ხიდს გადადიოდა, სევდით დაორთქლილი თვალებით. გაფუჭებული ხმის ტემბრით ღიღნებდა მელოდიას ერთ-ერთი მოწაფის სონეტიდან, რომელიც თვეების წინ მიეცა მისთვის რათა ესწავლა. მისი ხრინწიანი ხმა აშკარად დღევანდელი ამინდის ცვალებადობას გამოეწვია. „თავად შევქმენი და თავადვე ვასწორებ“. ნამღერ-ნაკვალევზე დააყოლებდა ამ წინადადებას და დამცინავად ჩაიქნევდა ხელს. დასველებულ კიტელს დროდადრო მხრებით სწევდა. თან მდინარეს გადახედავდა ჰორიზონტს მიღმა გეშვერილი გამჭოლი მზერით. სტალინურ სიარულს ერთ დღეში აბა რას აუღებდა ალღოს, თუმცა შრომობდა და ცდილობდა სწორი ნაბიჯებით ევლო. ევლო ისე როგორც სტალინს. ჩერჩილის გამოჩენას უფრო ელოდა ინგლისის ფართო ქუჩებში მოსეირნე მოსახლეობა, ვიდრე სტალინს. აგრძელებდა მიმართულებით სვლას მაესტრო და უმართებულო ფიქრს: „რატომ დავტოვე, იქნებ დავბრუნდე და გავაგდო სახლიდან, აბა მან რა იცის თუ ვინ არის ანასტასია? მაგრამ მე ვიცი, მე ვიცნობ, მას? ბობი... ბობი მოახერხებს გაიცნოს. აი ვინ მჭირდება! აი, სად შეიძლება მივაგნო... უზნეობით ზოგჯერ მიზნის მიღწევა ალალია. ხო მართალი ვარ? ჩემი მცდელობა გაამართლებს, თუმცა მცდელობაც არ დამჭირდება. ანასტასია ვის არ აუბნევს გზა კვალს? ბობი თავად მოვა. ჯერ არ იცის თუ რა მოულოდნელ სილამაზეს შეიძლება წააწყდეს სახლში. არა, უკვე ნავახვდა... ალბათ გამოშტერებული დგას და ჰელენი აფხიზლებს. რა სასაცილოა... ჰელენი ვერაფერს გახდება. სახლს ალბათ ათი კილომეტრით დავცილდი. სანამ დავბრუნდები შეიძლება წასულიც დამხვდეს. არა, თან საქმისთვის გამოვედი. რომ არ ვნახო მწარედ ვინანებ. შესაძლოა დროსაც გადავაცილე.“ ხელი ჯიბეში ჩაიყო და მისი საყვარელი ჯიბის საათი ღილაკზე ხელის დაჭერით გახსნა. შორს მხედველია პიანისტი. უკვე ხუთის ნახევარია. შეხვედრაზე თხუთმეტი წუთით აგვიანებს. სულ რაღაც ორასი მეტრი დარჩა დანიშნულების ადგილამდე. კაფე-ბარში დანიშნულ შეხვედრას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორც, ახლა სახლში ყოფნას. „რატომ მენატრები? მენატრები უზომოდ, უკიდეგანოდ და სევრცეშემოლეწილ სამყაროს ვეურჩები შენთვის! მინდა მასხივებდე და მზე იყო ჩემი... მინდა მაციებდე და მთვარე იყო ჩემი, მინდა მასველებდე და ზღვა იყო ჩემი, მინდა ვიფრინო და ფრთები იყო ჩემი, მინდა ვლოცულობდე და ხატი იყო ჩემი, მინდა მძინავდეს და თვალები იყო ჩემი, მინდა ვგიჟობდე და მკურნალი იყო ჩემი, მინდა ვარსკვლავი ვიყო და ცა იყო ჩემი, მინდა ჯვარი ვიყო შენი და მატარებდე! და ბოლო ეს მინდა იყოს: მინდა დავიმარხო და მიწა იყო ჩემი! როგორ მინდა ახლა ბობი ვიყო და წლებს თოკზე ნაბიჯებად ვთლიდე შენთან ერთად“. მაღლა აიხედა, წარწერას დააკვირდა: „ეს არისო“ ჩაიჩურჩულა და კარის დიდ სახელურს ჩასჭიდა ხელი.
***
ლევილ-სიურ-ორჟი წარწერა დადიანების საფლავის ქვაზე:
„მითხარ შენდობა და ჩემ მხარესა ოდეს მოჰყვები ამბებს მწარესა თქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე.“
მას შენდეგ რაც პიანისტი ბარში შევიდა, თავის მაგიდასთან ახალ გაცნობილი მამაკაცი დახვდა. მიუახლოვდა მაგიდას და მისალმების გარეშე სკამზე დაჯდა. ოფიციანტი მათ მიუახლოვდა და გამოესაუბრა. ვინ სტუმარი იყო ვინ მასპინძელი ოფიციანტისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან სურვილმა სძია გაცლოდა ორი ადამიანის მოღუშულ სახეებს. როგორც კი შეკვეთა მიიღო სწრაფად მოსცილდა მაგიდას. შეკვეთაში, მასეტროსთვის ტკბილი ინგლისური ჩაი და სტუმრისთვის ერთი ჭიქა სოდიანი წყალი შედიოდა. - დიახ, მაესტრო. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი წესრიგშია და თქვენ გამგზავრებას ერთ კვირაში შეძლებთ. - ე.ი. სააღდგომოდ საფრანგეთში ვიქნები, კერძოდ პარიზში. - რა თქმა უნდა! - ძალიან გამახარეთ. - წარბები არ შეხრილა, გვერდებზე არ გადაწეულან. - რა დაგრჩენიათ იმ სოფელში? - ძალიან, ძალიან ბევრი რამ... - თქვენი საქმისა თქვენ, იცით. თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი მაქვს. დაგირეკავთ! - გმადლობ მეგობარო. - გაუხარდა იღბლიანი სახის დანახვა ავია-ხაზების თანამშრომელს. - იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. - რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ცნობილი ადამიანი ბრძანდებით! - ელაქუცებოდა სტუმარი. ის იყო სამი ფუთის წონისა და ორი ორლულიანი თოფის სიგრძისა. გარშემოწერილობით ორღობის ერთი სარისა. საკმაოდ მომაბეზრებელი სახის. გუჩის შარვალ-კოსტიუმიანი და „ელტონ-ჯონის სათვალიანი“ წვრილხმიანი მამაკაცმა დამშვიდობების გარეშე დატოვა ბარი. მაესტრომ კიტელი სკამიდან აიღო და ბარის კართან, საკიდზე ჩამოკიდა. სცენაზე ავიდა და როიალს ზურგზე ყური დაადო... შემდეგ კლავიშებს დახედა და მისთვის განკუთვნილ რბილ სკამზე დაჯდა. დარბაზში ნოტების ფრენას შენიშნავდით უთუოდ... დარბაზში სიმებს შენიშნავდით უთოდ... დარბაზში, მხოლოდ ხალხს შენიშნავდით რომელთა სახეები სიმშვიდეს განასახიერებდნენ. დარბაზში კიდევ ორ ადამიანს შენიშნავდით, რომლებიც მაესტროს ადევნებოდნენ. ბობი და ანასტასია...
ბობი და ანსტასია
ბობიმ რა წამს სახლში შეაბიჯა, თითქოს აქ არაფერიაო და მეც შინაური ვარო, ჰელენთან და მაესტროსთან საუბრის შემდეგ მისაღებ ოთახში იმ სავარძელში ჩაჯდა, რომელიც მაესტროს ეკუთვნოდა. ის იყო ერთადერთი უფლებამოსილი პირი, შენიშვნის გარეშე, ეკეთებინა ყველაფერი რაც მოესურვებოდა. ჰელენსაც თითქოს ეს ახარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში, აოცებდა ბიჭის ესოდენ თავხედობა. მაგრამ მაესტროს გარეშე ვერაფერს ეტყოდა. ჰელენიც თან შეჰყვა ბიჭს ოთახში. „ნეტავ რას შვება, ანასტასია?“ გაიფიქრა ჰელენმა და ჭოჭმანით, ნეხევრად თავშეტრიალებული სვლით აუყვა საფეხურებს გოგოს ოთახისკენ. მარტო დარჩენილმა ბობიმ ყველაფერი იცოდა მისაღები ოთახისა. მხოლოდ კაბინეტში არ შედიოდა. მკაცრად იყო გაფრთხილებული, არადა ინტერესი საშინლად აჯავრებდა, უღიტინებდა, სწვავდა თვალები უნახაობით. შიოდა, სწყუროდა... მაგრამ აბა როგორ?! კაბინეტის გასაღები, მხოლოდ ორი ადამიანის თანამფლობელობაში გახლდათ. მაესტროს და ჰელენის. კაბინეტის კარი მხოლოდ მაესტროს სახლიდან წასვლის შემთხვევაში იკეტებოდა. საწყალ ბობის მხოლოდ ერთ ოთახში უწევდა კოტრიალი. მომაბეზრებელი სილუეტებით გაჯერებული მისაღები, სამას სამოცი გრადუსის თავბრუხვევით დაეთვალიერებინა ბიჭს მას შემდეგ რაც მასეტროსთან სიარული დაეწყო. ყოველი ნივთის მილიმეტრებით ცდომილებას კი არ ატყობდა არამედ გრძნობდა. დაიღალა სავარძელში ნებივრობით და ჭერზე მიტყეპილი თვალების ბრიალით. წამოხტა. აივანზე გავიდა. აივნის წინა ბაქანს ოდნავ ასველებდა შხაპუნა წვიმა. შიგნით, აივნის სიღრმეში მდგარ, ამჯერად დაწნულ სავარძელში ჩაჯდა. დაწნული მაგიდაც თავისკენ მოსწია. ჰელენს გასძახა, რომ მისთვის ყავა მოეტანა სანამ მაესტრო დაბრუნდებოდა. მაესტროს მიერ ხვალისთვის გადადებული გაკვეთილის მიუხედავად მზე და ჭაბუკი არსად აპირებდნენ წასვლას, თუმცა მზე არსად ჩანდა - წვიმდა. მზე გამოჩნდა... ოთახში ანასტასია შემოვიდა. თან ჰელენი მოჰყვებოდა ზურგს უკან, ცხელი ყავით სავსე ფინჯნებით ხელში.
ფეხის ხმა შემოესმა ჭაბუკს და უმალ შემოატრიალა თავი ზურგისკენ, სავარძელში გაშხლართულმა. რა წამს დაინახა ანასტასია, თვალებს არ დაუჯერა. მსგავსი ქმნილება ბუნებისა თუ უფლისა აქამდე არ ენახა. სწრაფად წამოდგა, აივნის მოაჯირს მიუახლოვდა უკან სვლით. თან ხელსგულებს იფხანდა. როგორც კი წამოსდო წელი აივნის მოაჯირს, ხელები ჩასჭიდა მას და ქვევით ჩაიხედა. არ იყო მაღალი. - რა დაგემართა, ბობ? - ჰკითხა ჰელენმა. - არაფერი, უბრალოდ ჩავიხედე. - ყავა ორივესთვის მოვადუღე. შეგიძლიათ მიირთვათ. ანასტასიაც ეს-ესაა ადგა. - მაშ თქვენ ანასტასია ჰქვიათ? - ჰო, შენ ბობი. ჰელენმა მითხრა. სასიამოვნოა! - ჩემთვისაც! - მე, გავდივარ სახლიდან, თქვენ დარჩებით? - იქნებ ყავა დავლიოთ და შემდეგ?... - თამამად პასუხობდა ანასტასიამ ბობის შეკითხვებს. მაგიდას მიუახლოვდა. ჩაჯდა სავარძელში. ქვევით არ ეცვა. მხოლოდ მაესტროს პერანგი, რომელიც ბარძაყებს მალავდა მხოლოდ. მოპირდაპირედ ბობი ჩაესვენა სავარძელში. მზერა მის, ჯერ კიდევ შეუშრობელ პერანგს და მასზე ამოწვერილ კერტებს დააფინა. წამები გავიდა და... - რას უყურებთ? მოგწონთ? ბობი დაიბნა, მაგრამ მიუხვდა ანასტასიას ჩანაფიქრს და მისთვის ჩვეული სისხარტით და მოურიდებლობით, თითქოს დაახწია თავიო მის ტყვეობას, უმალ გასცა პასუხი: - ვატყობ თავად შემამჩნიეთ, რომ სწორედ ისეთი მოურიდებელი მზერა მაქვს როგორც თქვენ კერტებს პერანგიდან. სად დასველდით? - აბაზანაში. მიყვარს ცხელი აბაზანა და ნებივრობა წყალში, წყალზე და წყალქვეშ. - მე კი ტირის თოფი და გართობა „აკვა პარკში“. ბოლოჯერ გადასვა ყავა ფინჯნიდან ანასტასიამ და წამოდგა. არცრა უთქვამს ისე შემობრუნდა კარისკენ და იქვე კართან საკიდზე ჩამოკიდებულ ქურთუკს სწვდა ხელით. ჩამოხსნა და ჩაიცვა. მუხლამდე სწვდებოდა ქურთუკი. გრძელი პრიალა და ხორბლის ფერი ფეხები მეტად ამშვენებდა და ალამაზებდა ეშხიან სხეულს. დაენანა ბიჭს გოგო რომ მარტო გაეშვა სახლიდან. მაგრამ, იმდენად გამოუწრთობ-არაშემეცნებით არსებად თვლიდა თავს მის წინაშე, რომ ვერაფერს ბედავდა ეთქვა მისთვის. ანასტასიამ გასძახა: - წამოხვალთ თუ დიდხანს მომიწევს კართან ყოფნა? - წამოვალ, მაგრამ სად? - დათანხმდა ბიჭი, მაგრამ სწუხდა ინტერესით თუ სად მიდიოდა ანასტასია და შემდეგ სად მიჰყავდა მას. - ჰელენ იქნებ კარი დაკეტო. ჩვენ მივდივართ. მიუახლოვდა თუ არა კარს ბობი, იგრძნო თუ როგორ წაეთამაშა თითებს თითები და სთხოვდა ჩასჭიდებოდნენ... ვერც კი შეამჩნია თუ როგორი თბილი იყო ანასტასიას თვალები და როგორ მეტყველებდა წამიერ გაელვებას ბობის თვალებში. გონს არ მოსული მორჩილად, სიხალისით მიჰყვებოდა ანასტასიას. ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი მიაპობდნენ ხალხის ნაკადს სველი ფილაქნის ზედაპირზე და არღვევდნენ ჯებირებს ჩანთებად ქცეულს. - სად მივდივართ? - გაიხედე, ხედავ მაესტროს? - ვერ ვხედავ. - კარგად დააკვირდი. ვერ ამჩნევ კიტელით შემოსილ მამაკაცს? განა ასე რთულია გზაში მიმავალი სტალინი ვერ შეამჩნიო? - ეგ არ არის რთული, მაგრამ სტალინად ქცეული მაესტრო... - ყოყმანობდა ბობი და თან ყოყმანითვე ეძებდა თვალებით მაესტრო-სტალინს. როგორც იქნა შენიშნა ერთ ცილინდრიან მამაკაცსა და მეორე ბერიტიან ქლბატონს შორის. ამაყად მიაბიჯება. გახარებულმა, თავი შეატრიალა ანასტასიასკენ, რომელიც მას მარცხნივ მიჰყვებოდა. მომღიმარი, კმაყოფილი სახით დაუდასტურა სტალინის აღმოჩენა. - ვიპოვე სტალინი, ვიპოვეე! - ჰოდა ჩვენც სტალინს მივყვებით. - შენ რა დაზვერვიდან ხარ? - რას ამბობ? ისე უბრალოდ მაინტერესებს რას აკეთებს, სად დადის, ვის ხვდება, მეგობრები ვინ ჰყას და ა.შ... მოკლედ ყველაფერი. - და მეუბნები, რომ დაზვერვაში არ ვმუშაობო? - მე ხომ ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლის ვარ. - მერე რა?!.. - არც არაფერი. - ბობის სითამამე კვლავ დაუბრუნდა. შენობით საუბარს არ თაკილობდა ანასტასიასთან. ეს ხუჭუჭა ბიჭი ძალიან ჰგავდა პუშკინს, მაგრამ იმდენად დოსტოევსკის გამოხედვა ჰქონდა, რომ შეშურდებოდა ჰიუგოს მისი ჰაბიტუსისა. მოწადინებულს და მწყურვალს, დაფიქრებულს ანასტასიაზედ ერთი აზრი აეკვიატა მხოლოდ და თან ბოდიშებს იხდიდა: „ღმერთო მაპატიე! პადრე, თუნდაც ანათემას გადამცე, ეს გოგო მაინც ჩემი უნდა გახდეს! დაგეფინებოდი ღიღილოებად მკერდზე... რა მშვენიერი ხარ ცისკამარის ანგელოზო! როგორ მინდა გავითვალო ცასთან დახუჭობანა და ცამ დაიხუჭოს, მთვარემ კი გვეძებოს ისევ დილამდე! ოთახი ცალკე, ბილიარდი შუაში, ჩვენ ორნი სკამის ფეხებთან. მრგავლი მომცრო მაგიდა, ირგვლივ?! არ მინდაა... მაგიდაზე ის მინდა, რაც არმინდა. სევდა არ მინდა... ოთახში ორნი, შუაში მაგიდა, მრგვალი. ბილიარდი კუთხეში, კია ბილიარდის მაგიდაზე. ჩვენ ორნი სკამიდან წამოვდექით... გაფრინდა წამები, დასრულდა და გასულდა არაფერი, და დაიწყო ყველაფრი.“ წამემი წამებით დადუმდა მასში, გამოერკვა როცა გოგონამ ხელზე მოუჭირა და ყურათან ჩასჩურჩულა: - ხედავ, ბარში შედის „სტალინი“.
„სტალინი“ უკრავდა კიტელის გარეშე. უკრავდა და ძლიერ ფიქრებში დაყუჩებულ თვალებს თვლემა დაეწყო. კლავიშებთან საიდუმლოდ მოთამაშემ, მხოლოდ ერთხელ გადახედა ამაღლებული სცენიდან მისკენ გაშვერილ თვალებს, ისე უმზერდნენ და უცდიდნენ ბგერებს როგორც მერცხლები გაზაფხულის დადგომას და გადაფრენას თბილი ქვეყნებისკენ. ათბობდათ მუსიკა მათ, რომელსაც მაესტრო ასრულებდა. „რატომ არ ჰყავსო კლასიკურ მუსიკას ფანები“ სვამდა-ხოლმე კითხვას და არაერთხელ სმენია სხვებისგან პასუხი. „თაობამ ფერი, გემოვნება და მრწამსი ერთდროულად იცვალაო“. არ სჯეროდა. კაფე-ბარის მენეჯერი მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა. კუთხეში მდგარი მაგიდიდან წამოსული მზერა არ ცილდებოდა მაესტროს. ნოტების ხმიანობა, სიმების წკრიალი, დაფარულ ვნებებს აშიშვლებდა დარბაზში. ჩამოშვებულ ქუთუთოებს შიგნით ჩამალულა სურვილები და მონატრება მათი... ზოგისთვის ეს იყო ბავშვობის წლები, ზოგისთვის მშობლები, ნაწილი ბარის სტუმრებისა კიდევ დაკარგულს ან უკვე არსებულ, გვერდზე მჯდომ სიყვარულზე ოცნებობდა. მაესტროსთვის ბარის ათასფეროვნად მანათობელი ჭერი, თითქოს ცა ყოფილიყოს, მოიქუფრა. რა წამს დაასრულა ნაწარმოებები და კლავიშებიდან იმავე სიზუსტით აიღო თითები, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. სწრაფი ნაბიჯებით კარისკენ გაემართა. საკიდიდან კიტელი ჩამოხსნა. მაჯები გაისწორა, კარგად მოირგო სამოსი და ქუჩაში გავიდა. მოლაპლაპე ფილაქანზე, ათასი ფეხის ანაკვალზე რიხიანად მიაბიჯებდა. თან სახე მოღუშულს, შუბლწარბჩაბსკვნილ ჰაბიტუსს, უკან, ლამის მისდევდნენ ანასტასია და ბობი. ქუჩის გადაკვეთა განიზრახა მაესტრომ. შეათვალიერა მანქანების სიმრავლე და მოძრაობა, მხოლოდ ამის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა ასფალტზე. დილით ახურებული გზის პირისახე წვიმას დაეცხრო. დამშვიდებულ ასფალტს მხოლოდ საბურავები ეხახუნებოდნენ და აღიზიანებდნენ. ტკიოდათ ლოყები... გრძელი იარები ამშვენებდნენ სწორედ ისე, როგორც მამაკაცს ნაიარები. მეორე ფილაქანზე გადასულ მაესტროს ქალის კივილის ხმა შემოესმა. უკან არც მოუხედია ისე განაგრძო სვლა, მაგრამ ხელმეორედ, უკვე მისთვის ნაცნობი მამაკაცის სახელი შემოესმა, რომელსაც აგრეთვე მისთვის ნაცნობი ქალი გაჰკიოდა. ადგილზე გამეხებულს შემოტრიალებისა ეშინოდა. წინ კი სურათი გადაშლოდა ფორიაქისა, რომელსაც გამვლელ-გამომვლელთა სახეებზე კითხულობდა. გაოცების და სინანულის მრავალი გარდსახვა აღბეჭტოდათ მაესტროს ირგვლი მყოფ ადამიანებს. გვერდს უქცევდნენ ადგილზე გამეხებულ „სტალინს“ და გარბოდნენ შემთხვევის ადგილზე. ერთმანეთს ეკითხებოდნენ; - დაინახეთ? - მე ვერაფერი ვნახე, მხოლოდ ხმაურის ხმა მომესმა, თითქოს მეხი გავარდაო. - თქვენ, ბატონო? - რა მე?! ახლა გამოვედი დაწესებულებიდან და არაფერი ვიცი. - მშვიდად გააგრძელა სვლა შინისაკენ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა დაღლილობა სახეზე. ჩამოღვენთოდა თვალები და ხელებს ისე ამოძრავებდა როგორც საათის პატარა ისარი. - ეს რა ვნახე, როგორ ააგდო ზევით?!..~ დაინახეთ ბატონო, თქვენ გეკითხებით დაინახეთ? - მისთვის უცხო კაცს მიმართა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა შემოტრიალებულიყო თუ სვლა განეგრძო გზის სავალ ნაწილზე. - ბატონო კარგად ხართ? - არაფერს ამბობდა მაესტრო. - დაანებეთ თავი, ხედავ ვიღაც უაზროდ დგას, თან რა ფორმაშია? „სტალინია“ რაა... - და მოჰყვა ხარხარს... - გიჟია, ვერ ხედავთ? შეეშვით, თავის გასჭირვებია. - თითქოს გამოესარჩლა გამვლელი, რომელსაც არაფერი ანაღვლებდა მომხდარისა. - არა... საოცრებააა, თქვეს გადარჩაო, არადა ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ დაენარცხა ასფალტზე. ლამის გასკდა. მძღოლს მუხრუჭები არ გამოუყენებია. კვალიც კი არ არის ასფალტზე მუხრუჭების. მოსაკლავად გაიმეტა აშკარად. - მაესტროსთან ახლოს მყოფი მამაკაცი ესაუბრებოდა სავარაუდოდ მეუღლეს. მეუღლეს რადგან ამ უკანასკნელს მარცხენა ხელის არათითზე საცერი ბეჭედი წამოენცო და დიდრონი თვალებით შესციცინებდა მას. - მართლა? - ინტერესით ჰკითხა მეუღლეს. პიანისტმა იცნო ისინი. ხშირად სტუმრობდნენ ბარს. ყველას იცნობდა სახეზე, ასევე ზოგიერთს პირადად. - უკაცრავად, შესაძლებელია, რომ მივტრიალდე? - მწარედ მიმართა ცოლ-ქმარს. - შესაძლებელია?! - გაკვირვებით უპასუხა მამაკაცმა. - თქვენ ვინ იქნებით? - ... - პასუხ-გაუცემლად იბრუნა სახე მაესტრომ და შემოეფეთა ადამიანების მრავალრიცხოვნება. მათ თან ახლდათ ინტერესი მომხდარისა და პოლიციის მიერ აღმართულ მოაჯირებს გამოღმა გაფაციცებით უმზერდნენ შემთხვევის ადგილს.
გარბენი საკმაოდ სწრაფი და იმდენად საგულისხმო იყო იქვე მდგომი ადამიანებსთვის, რომ ინსტიქტის კარნახით იმოქმედეს. უმალ გაიშალნენ და გაატარეს ის. კოტსუოლდის მაღლობიდან ლონდონში შემომავალი მდინარე ტემზა, რომელსაც მხრები ორას ორმოცდაათ მეტრამდე განედო, დღეს მეტად ხმაურით და რიხინით ახსენებდა თავს ქალაქს. ამ ხმაურისთვის აეწყო ფეხი მაესტროს და სადღაც უსივრცოობაში გადხვეწილ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ლამის ბუდიდან ამოვარდნილიყო. ბარიერს გადახტა. უკან პოლიცილი გამოეკიდა, მაგრამ ამაოდ... ის მუხლებზე დაეცა. თავი წამოუწია და მთელი ხმით დაყვირა. ყვიროდა სიტყვებ გარეშე... ღრიალებდა... ხელისგულებს უსვამდა სახეზე და ზედ სისხლი ეცხობოდა. წითელ ღვარცოფში შთანთქმულ სახეს აკვირდებოდა ანასტასიაც. პიანისტს ვერ შეენიშნა ის. ჯერ კიდევ ხმა ჩაესმოდა მისი. გახედავდა მას, მაგრამ როგორც უცხოს ისე აღიქვამდა. ანასტასიას თვალებზე მომდგარ ცრემლებს გზა გაეკვალათ გულისკენ. ჩაბსკვნილ ცრემლებს შეხსნა ეწადათ... მხსნელ თითებს ასფალტზე ეძინათ. მის თითებში ჩააკერა სევდა და გულისწყრომა ანასტასიამ... გვირისტს ქსოვდა ჩუმად ხელისგულებზე. დახუჭულ თვალებს დაწაფვოდა და ჰკოცნიდა, თუმცა ვერ გაეგო თავად, საკუთარი საქციელისა. მის გვერდით ჩამუხლული მაესტრო აკვირდებოდა მას და თავის ხელებში ჩადებულ თავს... წვიმს კვლავ. ბობი... წვიმს სევდიანად და ღრიალებს ტემზა... ბიგ-ბენი ისრებს ილესავს... „დღეს მიმატოვა ყველამ, ხვალ დავტოვებ სადგურს, სადაც მარტო ვდგავარ. მე ბობი!“
დღე პირველი. შედეგი... „სტალინი“ გარბოდა! ჩეგევარა. ჰითროუს აეროპორტი. მაესტრო, ანასტასია და ბობი. ბობი ეტლში იჯდა. მას შემდეგ რაც ბობი ავტოკატასტროფაში მოჰყვა, მაესტრომ ბილეთი გააცვლევინა და ლევილში გამგზავრება გადაედო. მაესტროს ანასტასია და ბობი აცილებდნენ. ანასტასია, ერთი ხელით ეტლის სახელურს დაყრდნობოდა და ფოტოკადრისთვის მოღიმარ სახეზე ჩამოყრილ თმებს მეორე ხელით ისწორებდა. ბობის თავი დაეხარა. ავადსახსენებელი დღიდან უკვე მესამე თვეა რაც სურათი არ გადაუღია. ეს მისთვის პირველი იყო. მხატვარმა ყელზე უკნიდან შემოხვია ხელი და ნიკაპქვეშ ხელისგული ამოსდო, რათა ბობის თავი ოდნავ მაღლა წამოეწია. მაესტრო კი მათ გვერდით იდგა ჩეგევარას სამოსში. ერთერთმა მგზავრმა, ანასტასიას თხოვნით, მათ სურათი გადაუღო. მაესტრო ლევილში გაემგზავრა. ილუმინატორიდან უცქერდა აეროპორტის უზარმაზარ შენობას. სიყვარული ყოველთვის შესაძლებელია. მას დრო არ განსაზღვრავს, ის ფიქრების ნაწილია, რომელთა თავმოყრა იწევევს დიდ ემოციურ ფონს და ეს ემოცია ვლინდება ლტოლვაში, რომელიც საბოლოო ფერიცვალებით ასახვას ჰპოვებს ვნებებში. ასე იცვალა ფერი ლონდონმა აფრენისას.
***
აეროპორტის ტერიტორია დუმილის თანხლებით დატოვეს ახალგაზრდებმა. გულშეღონებულს უცქერდა ანასტატია, ერიდებოდა და ცდილობდა, რომ ნაკლებად ესაუბრა ბობისთან. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ბობი მშობლებმა წაიყვანეს. მხატვარი შეჩვეულ სფეროს აეკიდა კვლავ. დაბრუნდა მაესტროსთან. ჰელენიც უხასიათოდ მიმოდიოდა ოთახიდან ოთახში. ლორდი კი კვლავ ფორმაში იყო და ჩვეულ დროზე ითხოვდა გასეირნებას ლონდონის ქუჩებში. ბობის ჯანმრთელობის გამო მაესტროც უხასიათოდ უკრავდა და ასწავლიდა მუსიკას. სამმა თვემ ისე განვლო, რომ მაესტროს არც კი შეუხედავს ანასტასიასთვის, მაგრამ ფიქრი არ შეუწყვეტია. არც ანასტასია იჩენდა ყურადღებას მის მიმართ, მაგრამ ისიც ფიქრობდა... ფიქრობდა მაესტროზე. ფიქრობდა ბობიზე. ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა... არ ფიქრობდა წარსულზე და მომავალზე. არ ფიქრობდა წუთებსა და წამებზე არ ფიქრობდა ცაზე და დედამიწაზე. არ ფიქრობდა ღმერთზე. ჩურჩულებდა თავისთვის და ბუდბუტებდა ნოტებს, თან გულში ითვლიდა, ითვლიდა, ითვლიდა... როგორც კი დაასრულებდა მაესტროს მიერ მიცემული დავალების დაკვრას, თითქოს ნაწარმოების ბოლოში რეპრიზა ყოფილიყო, კვლავ თავიდან იწყებდა და ასე დაუსრულებლად, სანამ პიანისტი არ მიუახლოვდებოდა და ხელის მტევნებს არ ააწევინებდა კლავიშებიდან. ახედავდა ანასტასია თვალცრემლიანი, აღელვებული და თვალებზე ხელაფარებული, კვლავ თხელი სამოსით და წელს ქვემოთ თეთრ ბარძაყ-წვივ მჩინარი აირბენდა კიბეებს, შევიდოდა თავის ოთახში და კარს ხმაურით მიიხურავდა. ზამბარებიან ლოგინზე პირქვე დააფენდა სხეულს, ფეხებშიშველა ქმნილებას ოდნავ წაფარებული პერანგიც აეშლებოდა როგორც ჭადრის ფოთოლი ქარიან ამინდში და ასე, შავი საცვლისა და თეთრი ფიქრების ანაბარა რჩებოდა მარტო ოთახში, გვიან ღამემდე. როდესაც თავის დამშვიდებულ თვალებს კუნთების დაძაბვით შეხსნიდა - ლასლასით, ზარმაცად ჩამოჯდებოდა ლოგინის წვერზე, შუბლზე ჩამოყრილ თმებს დიდი თითისა და საჩვენებელი თითის დახმარებით უკან გადაიწევდა, შემდეგ გადაწევდა გვერდზე მარცხენა ხელს და ლოგინის ფეხებთან მდგარ ბოთლს ხელის გულში მოიმწყვდევდა, როგორც ახალ ნაჩუქარ ვარდების კონას. ტუჩებს მიაწებებდა ბოთლის პირს და სულმოუთქმელად გადაჰკრავდა, მწყურვალი, წყალს. თითქოს „აბსენტი“ ყოფილიყო, რომელსაც ბობისთან ერთად ხშირად სვამდა. ბობი, იმ ავადსახსენებელ დღესაც „აბსენტის“ თრობის ქვეშ ეახლა მაესტროს სამეცადინოდ.
ანასტასიამ, სახლამდე გააცილა ბობი. - იქნებ დავბრუნდეთ, მაესტროსთან, ჰელენი მარტოა. ცოდოაა. - მოულოდნელი იყო ანასტასიასთვის ბობის შეთავაზება. - ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იქნება, ჩვენ ხომ თითქმის არც გვისაუბრია. თუ არ ჩავთვლით ყოველდღიურ ვიზიტებს საავადმყოფოში როდესაც კომაში იყავი. - ღიმილით გასცა პასუხი ბობის. - ჰო, ასეა! - ჭიშკარიც გაიღო. მძღოლმა კი მანქანა ადგილიდან არ დაძრა. - საით ბატონო? - ერთი წუთით, მამა მოდის. - ბობ, სახლში რატომ არ შემოდიხართ? ეს ალბათ ანასტასიაა? - კი მამა, ანასტასიაა. ჩვენ მაესტრო გავაცილეთ ლევილში. - ჰო, ვიცი. იქ სამშობლოს ძიებაშია და ის ერთი კვირა მშვიდად იგრძნობს თავს. - არ ვიცოდი, მამა. - ჰო ეგრეა, საით მიდიხარ?! იქნებ დაპატიჟო გოგო სახლში? - უკვე დავპატიჟე, მაგრამ სახლში არა. ეტლში ვინ ჩაგსვამს? - რამეს მოვახერხებთ. ანასტასია და სტიურადი მომეხმარებიან. ხომ მართალი ვარ? - თქვა და ანასტასიას გადახედა. ანასტასიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და შემდეგ მამამის შეხედა. - კარგი, ბობი. მალე მოდი! - არა მგონია, მოვიდე, რადგან დღეს მასეტროს სახლში მინდა დავრჩე და საერთოდ მინდა იქ ვიცხოვრო. - ბობ, ერთი წუთით... ახლავე დედაშენს დავუძახებ. საყარელოოო!... უშველებელი სახლისკენ აიღო მიმართულება მამამ, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავდა, ბობი. შვილის ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს დააბნია თეთრ თმიანი, სწორცხვირა და ჰიტლერის ულვაშებიანი მამაკაცი. ფართო და გრძელ ეზოში მიმავალი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი, სამოცი წლისა იქნებოდა, ცოლს ეძახდა. ისიც გზაში შემოხვდა. მეუღლემ შეამჩნია თუ როგორ დაიძრა მანქანა, როგორ იბრუნა პირი და მოეფარა ღობეს. - ბობი იყო ძვირფასო, მაესტროს სახლში აპირებს დარჩენას. - ჰო, უკვე წავიდა? - მასთან ის გოგო იყო, ანასტასია. - მართლა? - ჰო. იცი რა ლამაზია?! - მარკ?!... - რა იყო, ის ხომ ჩვენი სარძლო არ არის? - მააარკ, შენი საშველი არ არის რააა..... შეგახსენებ, რომ მე შენი ცოლი ვარ, ცოლი! გესმის? - ჰო, ეგ ვიცი. რა დღე იყო? - როდის? - აი ის და დღევანდელიც. - ის არაჩვეულებრივი, დღევანდელზე კი ვერაფერს გეტყვი. უბრალოდ ბობი მასეტროს სახლში წავიდა. რა თქვა როდის მოვალო? - არაფერი უთქვამს. - კარგი, მე საყიდლებზე მივდივარ. შენ იმედია საწარმოს არ გააკოტრებ. იქნებ წახვიდე სამსახურში. რა ხანია დამთავრდა შესვენება. - შეგახსენებთ, ქალბატონო რომ მე დაფუძნებელი ვარ. - დიდი რამე... მე კი ამ დამფძუნებლის უძვირფასესი მეუღლე. თუმცა ნაგვის გატანა სულ მავიწყდება სახლიდან. - ხვალ მე გადავყრი. ადრე ავდგები. - ....
***
ლონდონის შუადღეს კრძალვით შეეღო კარი დედაბუნებაში. სიმშვიდისა და სინატიფის ზღვრებს გამოღმა ველზე დაპირულ მიწას დატყობოდა ნაკვალევთა ალმური. დახეთქვოდათ ხელისგულები და ნაპრალ-ნაპრალ, ვენებად გადაჭიმულ სიღრმეებში ამომშრალა ხშირი წვიმის ნაწვეთურები. მანქანის ნაკვალევს თან მისდევდა ახლად ამოჩემებული ნიავი, რომელიც ალმურაკრულ დედამიწას ამარაოებდა. ისხდნენ მანქანაში, უკანა სავარძელში და ერთიც მძღოლი, ის დროდადრო გახედავდა სარკიდან და ტკბებოდა მათი ცქერით. მინებჩამოწეული უკანა კარის ფანჯრებიდან შემონიავებულ გაუქრობელ ტკბობას მისჩერებოდნენ ანასტასია და ბობი... ორივე საპირისპირო მხარეს იყურებოდა და ღონეგამოცლილ, მისვენებულ მათ თვალებს აკვროდათ სევდა უერთმანეთო. აჰა მიუხლოვდა მანქანა ძველ, არშიებით გაწყობილ სამ სართულიან სახლს. მძღოლი გადმოვიდა და ანასტასიას კარი გაუღო. ბობის კი ანასტასიამ გაუღო კარი. მანამდე მძოლმა საბარგულიდან ეტლი ამოიღო, გაშალა და კართან დააყენა. ბობი ხელში აიყვანა და ეტლში ჩასვა. ანასტასიამ ბობის ჩამობერილ თვალებში სცადა ჩაეხედა. გაუღიმა, თუმცა ღიმილი მხოლოდ მძღოლმა შეამჩნია. ბობის თავი არ აუწევია. - წავედით. იქნებ კიბეებზე მომეხმაროთ?- მიმართა მძღოლს. - რა თქმა უნდა ქალბატონო! - მადლობთ! კარი ჰელენმა გაუღო. ლორდიც ჰელენის გვერდით იდგა. შეამჩნია რა ჰელენმა მძღოლის ხელებში ბობი, გვერდზე გადგა. დაუთმო შემოსასვლელი. ოდნავ ვიწრო იყო შემოსასვლელი. ბიჭი სავარძელში ჩასვა მძღოლმა, რომელიც მისაღებ ოთახში იდგა. გოგონას დაემშვიდობა, ჰელენს ხელზე ეამბორა, თვალი ჩაუკრა და დატოვა სახლი. - ჰელენ, მე ცოტა ხნით ჩემ ოთახში ვიქნები, იქნებ ყურადღებით იყო. შესაძლოა რამე მოითხოვოს. მე მალე დავბრუნდები. შხაპს მივიღებ. თან მაესტროს წასვლამ სევდა ამაცვა ყელზე, იქნებ შვება მომცეს შხაპმა... - ჰო, ყურადღებით ვიქნები. - თითების ტკაცუნის ხმის თანხმებით უპასუხა ჰელენმა. ლორდმაც ერთი დაჰყეფა და ბობის გვერდით დაუჯდა. - შენ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ არსებობას არსებობითვე ეპაექრები და მორჩილად აწყობ ფენებად გრძნობებს რათა შთაგონებით გაუწიო ღირსეული პარტნიორობა მნიშვნელობას რასაც თავად ხდი მნიშვნელოვანს. - ხმამაღლა თქვა ბობიმ, უნდოდა ანასტასიას გაეგო. მხატვარი შეყოვნდა დაელოდა გაგრძელებას, მაგრამ მხოლოდ დუმილი. ვერაფერი თქვა. ჰელენს გახედა მხატვარმა და კიბეებს აუყვა თავისი საძინებლისკენ. - იქნებ, ქვევით იშხაპუნო, მშვენიერო? - ჰელენმა, შეთავაზება ბობის გამო გაახმოვანა. ჩანაფიქრს მიუხვდა ანასტასია. - მოვიფიქრებ, თუმცა ჯერ ჩემი საძინებელი მჭირდება. - ჰო, ძვირფასო... თვალი ჩაუკრა ჰელენმა. - სიკეკლუცე და სითამამე მოეძალა ანასტასიას და სურვილიც ყოფილიყო, ალბათ მუზა... თუმცა არა გამაღიზიანებლად მოქმედი აბივით. - კარგი! - მხატვარმაც ჩაუკრა თვალი ჰელენს. ბიჭი იჯდა სავარძელში და ფეხებს ექაჩებოდა გასასწორებლად. თითქოს ეყო სამყაროს, მიწას, ქუჩას, ოთახს ნაფეხურები ოც წლიანი. საკმარისიაო შემოსძახა და წამსვე ერთი მოქმედებით დაასრულა ყველაფერი ბობისთვის. იჯდა და ფიქრობდა, სწევდა სიგარას, რომელიც ეს-ესაა ამოეღო გულის ჯიბიდან. ჰელენმა საფერფლე მიურბენინა, რომელიც ფაიფურისა იყო. პირველი ფერფლი ჩავარდა საფერფლეში და პირველი ცრემლიც დაეცა ბიჭის კალთას. აალდა სურვილები და ფიქრები წუთიერ-საათებად. ჩამოზნექილ ისრებს დროს ახვედრებდა დუელისთვის. თავად კი სეკუნდანტად დამდგარიყო და ორივეს დასცინოდა. როგორი უსუსურები იყვნენ სწორედ ახლა და სწორედ ამ დროს... დროს, სადაც აღმნიშვნელი ეჯიბრება ჩავლილს... ჩამოიარა მასთან და ასე ურცხვად დაუთვალა წამები. მაგრამ დღეს მთვლელი ნაბიჯებისა თავად არის - სეკუნდანტი! გადათვალეს ერთმანეთის ზურგს უკან ოცდაოთხი ნაბიჯი. „შემობრუნდით!“ იღრიალა სეკუნდანტმა. დრო და ისრები... შეაყენეს ისრებმა ექვსი. დრომ თორმეტი. დრომ გაისროლა! ისრებმაც გაისროლეს! სალვადორ დალი და დაჭრილი ბობი. სეკუნდანტი დამარცხდა! დრო ამაყად აგრძელებდა დროს ისრებ გარეშე. გსმენიათ ოდესმე, დროს მიმართულება ჰქონოდა? ჩაორთქლილ თვალებს დროდადრო იფშვნეტდა და ხელსახოცით თითებს იმშრალებდა. ანასტაისია თხუთმეტი წუთით განმარტოვდა საძინებელში. გამოიცვალა. თხლად შეიმოსა და ფარფატით დაეშვა კიბეზე. სავარძელს შემოურა და ბობის წინ სრულიად შიშველი პირანგის ამარა, პერანგი რა თქმა უნდა მაესტროსი იყო, წარსდგა. ჭაბუკი ხელისგულებით დაეყრდნო სავარძელს და ტანის წამოწევა სცადა, მაგრამ ამაოდ. გოგო დაიხარა მის წინაშე და მიეშველა. შეხსნილ პერანგში ჩასვა თვალები ბობიმ. თითქოს ანაყრებდა სურვილებს, მხოლოდ არაფერი შეეძლო. ფრთხილად დაეყრდნო ხელებით ანასტასიას მხრებს და მასთან ერთად წამოსწია ტანი. გასწორდა. მაისური შეისწორა და სახეს დაუწყო დაკვირვებით ყურება. - რა ფაქიზია და ტკბილი შენი მკერდი და მათი ყვავილობა,,, როგორი ნაზია მათი შეხება ჩემ ბაგეებთან და გრძნობა ზღვაურ-დინებისა... მათი კერტები წააგავს კვირტობისთვეს ყველა ყვავილისა და სურნელებას აფრქვევს მათი ნაზავისას... - მადლობა ბობ! - მიყვარხარ! - უთხრა მორცხვად ბიჭმა. ანასტასია დაიბნა. - უფალი რა გრძნობით იშვა, ბობ? - სიყვარულით. - რა გრძნობით ეცვა ჯვარს? - ისევ სიყვარულით. - მაშინ რას ეძებს ადამიანი კვლავ? - სიყვარულს. - სიყვარული შესაძლებელია ასე მოკლე დროში? თუმცა რა დებილი ვარ...მოკლე და გრძელი დრო რა შუაშია?!... - დაასკვნა ანასტასიამ - გუშინ საშინლად ვიყავი მეც უშენობით და გავბრაზდი საკუთარ თავზე, რადგან შენ გაგიბრაზდი, უშენოდ... არავითარი სიცარიელე არა სჯობს ფიქრებით სავსე დღეებს, დამიჯერე! თან ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე! კიდევ ის რომ, ჩვენი რომი, ჩვენს ერთი ოთახში გატარებული არდადაგებია! როგორი სივრცე ხარ ჩემთვის! მენანება შენი ბაგეები სხვისთვის - მათ მე უნდა ვკოცნიდე, მენანება შენი ყელი სხვისთვის - მას მე უნდა ვეხვეოდე... მენანება შენი მკერდი სხვისთვის - მათ მე უნდა ვაწაფოდე, მენანება შენი თითები სხვისთვის - მათ მე უნდა ვეფერებოდე, მენანება შენი თვალები სხვისთვის - მათ მე უნდა ვუცქერდე, მენანება შენი სუნთქვა სხვისთვის - შენით მე უნდა ვსუნთქავდე, მენანება შენი ტერფები სხვისთვის - მათ ნაკვალევზე უნდა ვადგამდე ნაბიჯებს, მენანება შენი ვნება სხვისთვის - მას მე უნდა ვიკრავდე, მენანება შენი წელი სხვისთვის - მას მე უნდა ვეხვეოდე, მენანება შენი სილამაზე სხვისთვის - მასზე მე უნდა ვზრუნავდე და მენანება შენი გული სხვისთვის - მასში ხომ მე ვარ! - ბობ, ეს რა იყო? - დაივიწყე! - სახე იბრუნა და ტკბილი და დანამული მზერა ჩაუშვა კალთამდე. ანასტასია წამოდგა, მუხლებზე ხელი მოისვა. დანამული შუბლი პერანგით შეიშრო, გამოუჩნდა ხორბლისფერი მინდორი. ვაჟი ლამობდა დაეკრიფა და ხელისგულებში ჩაფშვნოდა სიმხურვალე აალებული ქალის სხეულისა. გოგო აბაზანისკენ გაემართა.
კარი ღია დატოვა. წყლის წვეთებმა დაიწყეს მაღლიდან ცვენა. სხეულს მხოლოდ მაესტროს პერაგი შემორჩენოდა. შარვალი უკვე გაეხადა. ცალი ფეხი აეწია და შემოედგა ვანაზე, რომელიც ანგელოზის ფრთებს ეჭირა. პირველი წვეთი მუხლს დაეცა, შემდეგ ხელისგულები შეუშვირა და პეშვზე დაგროვილი წყალი სახეს შეანარცხა. წამწამებს ჩამოეკიდნენ შხეფები, სრიალით დაუყვნენ დაღმართისკენ და ორ ძუძუს შორის შეერთდნენ ერთ დიდ წვეთად, ბედის გორგალივით. განაგრძობდა გორგალი გორიალს სხეულზე, კვლავ გაიშალა და უკვე ძაფებად განლაგდნენ სისხლძარღთა პარალელურად. გოგოს თითები ღრუბელს სწდა, მასზე ტანის გელი ააქაფა და როგორც ნელსაცხებელი ისე გაინაწილა სხეულზე. თვალს ვერ წყვეტდა ჭაბუკი აბაზანის კვებოდან შემოსულ მზის ორ სხივს, რომლებიც გოგონას ძუძუების კერტებს ათამაშებოდნენ. თამამი მზერა დალაგდა შრეებად გოგონას სხეულზე და მცდელობა გაეძევებინა ორი თავხედი წარმატებით დასრულდა. ვაჟის თვალებმა სძლია უთუოდ თავხედ სხივებს. უმზერდა ედემის ბაღში, ნისლში მობანავე „ევას“. ლორდი კართან ატუზულა, თავი გვერდზე გადაეწია და წკმუტუნებდა. ბობსაც ძაღლისთვის მიებაძა. მხოლოდ ენა ჩავარდნოდა, ძაღლს კი გადმოვარდნოდა. ორივეს სცხელოდა. „სწორედ რომ თამაშობ და ეგ თამაში გიხდება. საოცარ ხიბლს გმატებს. სინატიფეს ერთდროულად აფრქვევს სივრცეში, მიდამოებში, სადაც გაივლი და ტოვებ ნაკავალევს. ხვდები რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი სინამდვილეა, რომ მას არ ძალუძს იყოს ირეალური და მხოლოდ რეალურთან, მზერის ჰორიზონტად გავლების შემდეგ ვერტიკალურ სამყაროში აღმოაჩენ პარალელურს. და ამ გასაოცარ შეგრძნებას მარად იჭერდე ანარეკლად თვალების მიღმა, შემდეგ დააობიექტივო, როგორც გიყვარს ხოლმე და ამოტრიალებული სამყარო დააფურცელო სამახსოვროდ. ეს ის სამყაროა რომელიც ტილოზე გადაგაქვს. არავინ გინდა ახლოს. სიახლოვის სურვილი მხოლოდ თამაშის ერთი ნაწილია სადაც გმირები შენი აზრით არ არსებობენ, სადაც ცხელია მიწა და ცივი ტერფები ხურდებიან, სადაც გონება ცარიელი და მხოლოდ სხეულია სავსე ვნებებით, სადაც შტერია ყველა და ორია მხოლოდ სათვალავში.... სადაც ვერცხნილობაა შენთვის მთავარი ვიდრე მე მოწყვეტილი წელს ქვემოთ.... სადაც თვალი თვალს დუელს შესთავაზებს და სეკუნდანტი მათ შორის მანძილი იქნება. სადაც სივრცეები ცარიელდებიან და იცლებიან ჰაერისგან როგორც ვენებიდან გამოშვებული ცისფერი სისხლი... და სადაც ყველაფერი ყველაფერზე მეტია ორისთვის! ნეტავ შემეძლოს წამოდგომა და ნიავზე მეტი ვიყო შენთვის, გესტუმრებოდი აბაზანაში. ნეტავ შემეძლოს თამამი ვიყო და ნაფიქრს შენ გონში ვასახლებდე, ხმამაღლა ვამბობდე და ისმენდე ჩუმად. ჩემს სულს ვასვენებ შენს აკვანში, ვგრძნობ როგორ მიჭერენ არტახები. არ მიშვებ.... ირწევა აკვანი“ ფიქრებიდან ანასტასიამ იხსნა: - ბობ, იქნებ სადმე გავიაროთ? ჰელენს ვუთხრათ, რომ დავიგვიანებთ და ბარში წავიდეთ. იქნებ სტრიპტიზ ბარმა გაგახალისოს? - ეგ, შენი სურრვილია. მე არ მინდა. მირჩევნია სახლში ვიყო და შენი თვალებით ვუყურო ოთახებს. როგორს ხედავ მათ? - ჩვეულებრივს. - საყვედური არ უთქვამს ანასტასიას მისი წინადადების უარყოფის გამო. - ისეთიევეა როგორც შენი თვალებით დანახული. - ცდილობდა ესიამოვნებინა ბობისთვის. - არა, სულ სხვა მისაღებია. ადრე მეტად ნათელი იყო. როდესაც პირველად გნახე ამ ოთახში, ვიქრძენი ხმაური... - ოდნავ ბზარი შეეტყო ხმაში ბობს. - ხმაური სისხლისა, სულიც გაცხელდა და გაწითლდა. ახლა, ახლა ვერაფერს ვგრძნობ. მთელი სხეული ჩუმად არის. დუმილია და მეშინია. შენი მეშინია. - ჩემი? - გაიკვირვებით დასვა კითხვა ანასტასიამ. - ჰო, შენი! მეშინია გამოგყვე სადმე. - მესმის შენი. - არ გესმის. - არა, ყველაფერი გავიგე! უნდა წავიდე. მაპატიე! - ... ჰელენის სამზარეულოში ტრიალებდა და ყავას ხარშავდა ახალგაზრდებისთვის. ლორდიც სამზარეულოშივე მიირთმევდა მისთვის განკუთვნილ სადილს და შეექცეოდა მონდომებით. ერთი გამოხედა ანასტასიას, ჩაიფრუტუნა ცხენივით და კვლავ ჯამში ჩარგო ცხვირ-პირი. - ჰელენ, მე წავედი. არ ვიცი, შესაძლოა არც მოვიდე... - კი, მაგრამ სად მიდიხარ? - შორს, აქედან შორს. - მაშინებ შვილო. ვერსად გაგიშვებ! - არც გეკითხები, ჰელენ. ხომ არ გავიწყდება ვინ ხარ ამ სახლში? - პირველად ეუხეშა ანასტასიამ ჰელენს. - ... - ძალიან კარგი! დღეს არ დავბრუნდები. ხვალამდე არ მელოდო. ჰო, მართლა ბობს მიხედე კარგი? არ მინდა ჩემ მოსვლამდე რამე დაუშავოს თავს. სწორედ ახლა სჭირდება მას მარტო ყოფნა. უნდა გავეცალო! - მოხდა რამე? - არაფერი ჰელენ. ყველაფერი შესანიშნავადაა. - მღელვარება დაეტყო ანასტასიას. ბავშვური სიფიცხე და გაბუტვა აშკარად შეატყო ჰელენმა. - ჩემო გოგონა, იქნებ დარჩე? - არა, ვთქვი. აღარ ვიმეორებ! - კატეგორიული იყო ანასტასია. - სარკე შემოსასვლელშიც გვაქვს. - რა საჭიროა? - გასვლისას ჩაიხედე. - ჰო, კარგი. - თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ჰელენს. კართან ხელ მარჯვნივ უზარმაზარი სარკე ეკიდა, რომელშიც მხოლოდ ადამიანი არ სჩანდა. იქ ყველაფერი შიშვლდებოდა. შიშვლდებოდა სულიც. შიშვლდებოდა ოთახიც და შიშვლდებოდა სამყაროც, რომელიც არეკლილ ფანჯარაში მოსჩანდა. რა წამს სარკეს დაენახა ანასტასია, სიცილი აუტყდა. პირსახოცის ამარა აპირებდა სახლიდან გასვლას. - მადლობთ, ჰელენ! - გასძახა ღიმილნარევი ხმით ჰელენს და სწრაფი ნაბიჯებით აირბინა კიბეები. სიცილზე ბობი შეცბა, თითქოს შეშინდაო, მაგრამ წამსვე გამოერკვა, შეხედა რა მოხტუნავე ანასტასიას. მასაც გაეღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა: „გიჟია! სწორედ ეს სიგიჟე მიყვარს შენში, ლამაზო!“ რამდენიმე წუთში სპორტულ სამოსში გამოწყობილი დაეშვა ისევ კიბეებზე. თვალი ბობისკენ გააპარა. შეეცადა კადრებად დაეჭირა ბობის მზერა, მაგრამ მან მხოლოდ მისი კეფა შენიშნა. სახლის კარები გაიხურა. - ჰელენ, კარები ჩარაზე. - ჰელენმა პასუხი არ გასცა. ის კვლავ სამზარეულოში ტრიალებდა. - ჰელენ, ჰელენ. - დიახ, ბობ! ინებეთ ყავა. - მადლობა, ჰელენ. - არაფრის ბობ! - უყურებდა დამეწყრილ თვალებს ჰელენი და გრძნობდა უსაშველო ტკივილს, რომელიც თვალებს აკვროდნენ. - კარები ჩაკეტე? - ახლავე, მაგრამ მე შინ ვარ. რა საჭიროა? - მწერები ცის. მე კი მწერებზე ალერგია მაქვს. მათი ხმა მაღიზიანებს. არაფერს ვამბობ კბენაზე. - გასაგებია. - გაოგნებულმა ჰელენმა კარისკენ იბრუნა პირ-სახე და გასაღები გადაატრიალა. - ჰელენ! - დიახ, ბობ? - წავიდა ანასტასია? - დიახ, უკვე წავიდა. - არაფერი უთქვამს? - არაფერი. - იცრუა ჰელენმა. - მაესტროს ხომ არ დაურეკია? - არა. ახლა ალბათ ჰაერშია. - ჰო, მართალი ხარ. - დარდით დატენილ და ხორცსაკებ მანქანას სახელური არ ჰქონდა. - იქნებ დაისვენოთ ბობ? გინდა მაესტროს საძინებელში შეგიყვან. იქ მოისვენე. ოღონდ ეს არ უთხრა მაესტროს. - ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ნამდვილად არ ფიქრობდა ბობი. არც ელოდა ჰელენისგან მსგავს შემოთავაზებას. ის ხომ ერთგული ფინიასავით ემსახურებოდა მაესტროს. თან თავისთვის ჩაიბუტბუტა: „ინვალიდის ეტლი იყო საჭირო, რომ მაესტროს ოთახში მოხვედრის სიამოვნება განმეცადა?“ შემდეგ კვლავ ჰელენს ახედა. თვალები გაუსწორა და უთხრა? - მართლა მთავაზოსბ მაესტროს ოთახს? - დიახ! მეც შენ გვერდით ვიქნები ბობ. - არ ესიამოვნა ბობის, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა თანხმობა ეთქვა და უბრალო ცქერითაც დამტკბარიყო.~ - კარგი ჰელენ. თანახმა ვარ. მოსვენება არ მაწყენდა. - ძალიან კარგი. ცხელ ჩაის მოვამზადებ ჩმთვის და დავისვენოთ. შენ მიირთმევ? - არა. ახლა ხომ ყავა დავლიე? - ნება თქვენია. კროასანებს მიირთმევ? - არ ვარ წინააღმდეგი. კარგი თანახმა ვარ. მიყვარს ტკბილეული. - ტუჩის კიდეს ოდნავ ჩამოჰკრა, წკეპლა ღიმილმა. - ახლავე მოვალ, მანამდე კი გაერთე. დაუკრავ? - არა. - ხომ არ დახატავდით? - ხატვა არ ვიცი. - სწორედ ამ დროს უნდა ხატოთ. არ იცი?! რასაც გონება მიგითითებთ ხაზებიც მსგავსად გაავლეთ ტილოზე. - გასაგებია! - პალიტრა ხელჩანთაშია, რომელიც იქვე მოლბერტთან იატაკზე ძევს. - მადლობა ჰელენ. - მე ახლავე მოვალ. ჩაი ცხელი მიყვარს, თან აუცილებლად „მენთოლით“ - მშვენიერია, იცი ადამიანი როგორ გაახალისო? - ჩემი პროფესიაც ხომ ადამიანებთან ურთიერთობაა? რომ არა ესეც, განა მაესტროსთან ვერ ვისწავლიდი? იძულებული ვიყავი ყოველთვის მზადყოფნაში ვყოფილიყავი. მაესტრო დიდი მასწავლებელია. აი ისეთივე როგორიც მაკედონელისთვის .... - არისტოტელე. - ჰო, სწორედ ეგ. უცებ დამავიწყდა. განა არ ვიცოდი?! - წაიდუდღუნა ჰელენმა. - წავალ ჩაიდანს დავდგამ, თორემ საუბარი გაგვიგრძელდება და... - ჰელენ, მაესტროს საძინებელში, რომ დამპატიჟე, განა ანასტასია არ დაბრუნდება?? რომ მოვა რა ვუთხრათ? - არც არაფერი. ისიც შემოვიპატიჟოთ. - ამით დააიმედა ბობი ჰელენმა. ბობიც მომდევნო წუთები, საათები მას ელოდა, დაძინებამდე. ოთხში ტორშერი აანთო ჰელენმა. ოთახის ქვედა ნახევარი განათდა. ქუჩის განათბას ჰგავდა. ზევით უკუნეთი ღამის განწყობა და ქვევით ლამპიონების შუქის აკიაფება... „ფილაქანზე“ ეტლი შეაყენა ვაჟმა. დაჟინებით აცეცებდა თვალებს ოთახის ყველა კუთხეში თავის წრიული მოძრაობით. ჰელენი კი აკვირდებოდა მას. ცნობისმოყვარეობა აშკარად ემჩნეოდა მას. ყველა ნივთი თავისებურ სურნელს აფრქვევდა ოთახში. ნაზავი მათი ინგლისელ არისტოკრატთა ოთახებში დატრიალებულ ძველ სურნელს მოგაგონებდათ. ბიჭი ოთახის შუაში ეტლით ტრიალებდა. გადმოწეული კედელი შეყენებული ხის ხიმინჯებით ხელს უწყობდა გაერჩია რეალობა წარსულთან. ყველაფერი ეს შესამჩნევ ატმოსფეროს ტოვებდა ოთახში, რომელიც იმედენად ახლობელი ეჩვენა მას, რომ დაღლილობა გაუქრა, ძილმაც გაუარა. შეამჩნია აშლილი ლოგინი, მიულაგებალი მაგიდა. „მე მგავს“ - გაიფიქრა და განაგრძო ინტერესით თვალიერება. - სულ ასეა? - რას გულისხმობ ბობ? - არეულობას. - მხოლოდ მისი ნივთები და ლოგინი. დანარჩენს ვალაგებ. ადგილს ვერაფერს ვუცვლი მისი ნებართვის გარეშე. როდესაც ვწმენდ საგნებს, კვლავ თავის ადგილზე ვდებს გეომეტრიული სიზუსტით. - ნერვები არ გეშლება? - არა. ეს მსიამოვნებს! ერთგვარ განცდებს მიღვიძებს... - კერძოდ?! - დამოკიდებულებითს. - მასზე? - ჰო, ასეა. - და ამ ყველაფერს ეგუები? - რა თქმა უნდა. - დედაჩემი კი ყოველთვის ნერვებ მოშლილია როცა ჩემი ოთხის დალაგება უწევს, თუმცა ახლა სწორედ ისე მექცევა, როგორც მე მსურს. - ალბათ ფიქრობ, რომ ეს შენმა მდგომარეობამ განაპირობა? შენ ხომ რეაბილიტაციის კურს გადიხარ? - კი. - მაშინ მერწმუნე, ეგ მხოლოდ დედობრივი მზრუნველობაა და იმ ინსტიქტების წყალობა, რომელთა გამოვლინება მერწმუნე ყოველი წამის მეათასედში ფხიზლობს. - სიფხიზლე რაში მარგია? ის მხოლოდ ახლა შეიცვალა ჩემ მიმართ. - მოჩვენებითია შენი დაკვირვება ბობ. დრომ განასხვავა შენი ხედვები, ძვირფასო. - შეამჩნიე, რომ უცებ გავიზარდე? - რა თქმა უნდა. ეს ანასტასიამაც შეამჩნია, რადგან თუ არ ვცდები მას შენ აწყენინე. - გამოდის, რომ წყენა ჩემმა სიბრძნებ განაპირობა. - ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ბობ. - გეტყობა, კარგად აღზრდილხარ მაესტროსთან - მცდელობა არ დავაკელი. - მასტროს იცნობთ? - რთული სათქმელია, ვიცი მხოლოდ რომ ინგლისელი არ არის. - ეს მეც ვიცი. საქართველოდანაა - მართალი ხარ. ახლაც თავისი თანამემამულეების მოსანახულებლად გაემგზავრა. - ლევილში, ისინი მრავლად არიან? - რა თქმა უნდა. მხოლოდ საფლავები. - საფლავები? - დიახ! - კი მაგრამ, მიცვალებულების სანახავად ამხელა გზის გავლა?! ცოცხლები ხომ ინგლისშიც არიან? - ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მიცველებულთა მიმართ. მათ დიდ პატივს მიაგებენ. - არ მესმის?!... შენ საიდან იცი? - მაესტრომ მიამბო. ყოველ წელს ჩადის-ხოლმე მათი საფლავების მოსავლელად. - ამით რას ამბობს ან რა რით იკმაყოფილებს სულს? - ქართველების სულიერება თითქმის ყველაფერში განსხვავებულია ევროპელთა ყოფა-ქცევებისაგან, რომ არაფერი ვთქვათ წეს-ჩვეულებებზე. - რადიკალიზმი ხომ არ აწუხებთ? - შესაძლოა, მე მხოლოდ ერტ ქართველს ვიცნობ და ის მაესტროა. თუმცა მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება ქართველი. - დანარჩენი დღეები ევროპელია? - ჰო, ასეა! - დარწმუნებით თქვა ჰელენმა. - ანასტასია სად არის? - შეწუხებულმა იკითხა. - კაფეში მივდივარო. ასე მითხრა, ბობ. - დარწმუნებული ხარ რომ იქ წავიდა? - სად იქ? - იქ სადაც მაესტრო უკრავს. - არ ვიცი. შეიძლება დისკო ბარში. სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ასეთ გარემოს იმშვენებდა მაესტრო ოთახი. ზედმეტ ხმაურს არაფრით ჰგუობდა. წუთით მოეწონათ ჰელენს და ბობს სიჩუმეში ყოფნა. ჰელენი ფეხზე იდგა, ბობი ისევ ოთახის ცენტრში, ეტლში. ორივე ჭერს მისჩერებოდა. ოდნავ ნაცრისფერი გადაჰკროდა ჭერს. ტორშერიდან გამოსტყორცნილ სხივებს მიეღწიათ ჭერამდე. ჰელენმა დავი დახარა და გასვლა დააპირა. ბოლო ყლუპი გადასვა ჩაის და... - ჰელენ მეძინება. დამეხმარე საწოლზე დავჯდე. - ახლავე. - ფინჯანი ლამბაქით მაესტროს მაგიდაზე დადვა დროებით. შემდეგ ბობსკენ მიტრიალდა და ეტლი ლოგინამდე გასწია. შემდეგ ბობი საწოსლ დაეყრდნო ხელებით. სხეული წამოსწია და მკვეთრი მოძრაობით, ჰელენის დახმარებით საწოლზე ჩამოჯდა. შემდეგ ფეხები აუწია. თასმები შეხსნა ფეხსაცმელებზე და საწულის ქვეშ დააწყო. პლედი საწოლთან მდგარი სკამიდან აიღო და წელს ქვემოთ დააფარა. - თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე. - კარგი. ჰელენი ლამბაქითა და ფინჯნით ხელში გავიდა ოთახიდან. კარი ოდნავ მოიხურა ზურგს უკან და სამზარეულოში გავიდა. შუქი მისაღებში გამორთო. მხოლოდ სამზაეულოში და მაესროს ოთახში ენთო. ბიჭი ფიქრებმა გაიტაცა. ცხრა მთას იქით ამომავალ მზეს ელოდებოდა, რომელსაც ანასტასიას მომღიმარი სახე ამშვენებდა. მასზე გამუდმებით ფიქრობდა. ფირობდა წყენაზე, რომელიც პირველად ჩაიდინა. უტაქოდ მოექცა. ვიფქრობდა მომავალზე, რომლიც თვლიდა რომ აღა ჰქონდა. მისი მომავალი საწოლი და კალამი იყო. კალამი, რომლითაც ყველაფერს ალბათ ოდესმე დაწერდა.
(მეორე თავის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან მომეწონა, ემოციურია, განცდადი, საინტერესოა თვითეული პერსონაჟი,
მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ბობისა და ანასტასიას ურთიერთობა,
ძალიან ნუ დააგვიანებ გაგრძელებას, ძალიან მომეწონა, ემოციურია, განცდადი, საინტერესოა თვითეული პერსონაჟი,
მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ბობისა და ანასტასიას ურთიერთობა,
ძალიან ნუ დააგვიანებ გაგრძელებას,
6. აქაც დაუდია ბინა რომანის თავებს... აქ უკეთ წავიკითხავ გაგრძელებას.
სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.
ბოლო დღეებში ვერ "მივეპარე" რომ გემოზე ჩავჯდომოდი.არაუშავს, ის მაინც მახსოვს რომ სიამოვნება მელოდება წიიინ.
აქაც დაუდია ბინა რომანის თავებს... აქ უკეთ წავიკითხავ გაგრძელებას.
სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.
ბოლო დღეებში ვერ "მივეპარე" რომ გემოზე ჩავჯდომოდი.არაუშავს, ის მაინც მახსოვს რომ სიამოვნება მელოდება წიიინ.
5. საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას.
4. ვნახოთ გაგრძელება. ვნახოთ გაგრძელება.
3. შევეცადე კორექტურა გამეკეთებინა!!! მაქვს მიზეზები რაის გამოც პირდაპირ როგორც კი დავასრულებ, ვდებ. მაპატიეთ დისკომფორტისთვის!!! გაიხარეთ!!! შევეცადე კორექტურა გამეკეთებინა!!! მაქვს მიზეზები რაის გამოც პირდაპირ როგორც კი დავასრულებ, ვდებ. მაპატიეთ დისკომფორტისთვის!!! გაიხარეთ!!!
2.
ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 6 ივლისი, 2014 მეც ვუცდიდი და ახლა მესამე თავს დავუცდი:)
ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 6 ივლისი, 2014 მეც ვუცდიდი და ახლა მესამე თავს დავუცდი:)
1. ვუცდიდი მე ამას :)
კორექტურას, გაუმართავ ფრაზებს და დაულაგებელ აზრებს მსუბუქად ავუარე გვერდი და მშვენიერი რამ შემრჩა ხელთ :)
კარგად იკვეთება მაესტროს ქართველობა, ნელნელა.
ანასტასიას და ბობის ურთიერთობის დეტალები არ იყო მაინცდამაინც დამაჯერებელი, თუმცა ძალიან ლამაზი სცენები კი არის.
უამრავი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფრაზაა, "სევდით დაორთქლილი თვალები" ისე მომეწონა...
ესეც - "მენანება შენი გული სხვისთვის - მასში ხომ მე ვარ!"
დაგელოდებით, ისევ :)
ვუცდიდი მე ამას :)
კორექტურას, გაუმართავ ფრაზებს და დაულაგებელ აზრებს მსუბუქად ავუარე გვერდი და მშვენიერი რამ შემრჩა ხელთ :)
კარგად იკვეთება მაესტროს ქართველობა, ნელნელა.
ანასტასიას და ბობის ურთიერთობის დეტალები არ იყო მაინცდამაინც დამაჯერებელი, თუმცა ძალიან ლამაზი სცენები კი არის.
უამრავი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფრაზაა, "სევდით დაორთქლილი თვალები" ისე მომეწონა...
ესეც - "მენანება შენი გული სხვისთვის - მასში ხომ მე ვარ!"
დაგელოდებით, ისევ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|