ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ივლისი, 2014


ფიქრი-შელოცვა

  ამბობ,-ძალა აქვთო სიტყვებს. ვამბობ,-ფიქრსაც ძალუძს ბევრი.
უთქმელს, გაელვებულს წამით. ძილშიც, სიზმრადმოსულს ღამით.
  მე შენ შეგილოცავ ამით...
  მე შენ შეგილოცავ ამით...
არ ვარ ქურუმი და მაგი, სიტყვებს მარცვლებივით დავთვლი
და თუ კრიალოსნის ამ მძივს, ნატვრად ამოვყვები, მაშინ,
ხელი არ გამიშვა არგზით, თუნდაც გალიაში ჩამსვი.
ვიყო პაწაწინა ჩიტი, ჯერაც არგაზრდილი ბავშვი.
ოღონდ არ გამიშვა არსად, ღიმილს გამომაბი ნასკვად.
ვერ ვგრძნობ შუალედურ განცდას, სადღაც სიღრმეებში დავალ.
ხან ცად ავიჭრები მაღლა, ხანაც დავეშვები დაბლა.
ჩემში ანგელოზს და დემონს, შენზე ოცნება აქვთ ზავად.
    მე შენ შეგილოცავ ამით.
    მე შენ შეგილოცავ ამით.
ჩემში გაჩენილი ალი, ჯადოქარია თუ ქალი,
შენი სიყვარულით დადის,შენი სიყვარულით ბოდავს
ყველა ჯერარნათქვამ სიტყვას, ყველა ჯერარნათქვამ ლოცვას.
    ჩემს გულს დაგიტოვებ მძევლად, ყველგან გამოგყვება მხევლად.
    ოღონდ ნუ დამიშლი ქცევას, უკიდურესობას ჩემსას.
მე შენ შეგილოცავ ამად.
მე შენ შეგილოცავ ამად.
სიტყვამ ფიქრს მისდიოს კვალად, იქცეს ლოცვად მოსულ ფარად. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები