ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2014


უსათაურო

პალმები - ძველი დამები,
ინიავებენ რტოებს.
ფიქრი ქაღალდის ნავიდან
ნაპირზე ტოვებს პოეტს...
ქუჩა ჩამქრალი ფანრების
უსმენს გიტარას ბარდის.
ქარი კი, ძველი ამრევი,
ქუჩის ბიჭივით დარბის.
ზღვა, მოჩურჩულე ნაპირთან,
ნაპირზე კენტად წყვილი.
ამ ერთი ღამის "კაპიტანს"
წყალი წაიღებს დილით...
სააგარაკე დრამები
მოკლე მეტრაჟით სწუხან.
გრძნობების მონოგრამებიც
ზღვას დაუფარავს წუხელ...
მოსერენადო განწყობით
მი და მომსვლელი ხალხი.
სურათი, ისე ნაცნობი,
მოსაყოლადაც არ ღირს...
  17.07.14










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები