ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2014


წრედები

ხანდახან, ანუ იშვიათად,
როგორც გამოდის,
ან არც თუ ისე ხშირად,
როგორც საჭირო მეგონა,
ლოცვის სიტყვებს ვაყლაპებ
მდუმარე ზეცას.

პატარა სფეროებს გვანან
ისინი, -
ჩემთვისაც უცნობი სიღრმეებიდან
რომ ამომდიან და
ასევე უცნობ სიმაღლეებში
იკარგებიან.

წყალში ჩავარდნილი
რომ იმ ტალღებს ვეღარ ეწევა,
რომლებიც ჩავარდნით წარმოქმნა,
სწორედ ეგრე ვარ:

ჩემთვის უცნობი საწყისიდან
მივემართები, ასევე უცნობი
საწყისისაკენ
და იმედი მაქვს,
რომ ერთი სფერო მაინც აღმოჩნდება
ცუნამად ქცეულ ტალღებზე
სინათლესავით გამძლე
"და ბნელი იგი ..."




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები