ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიმფადორა
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2014


საბედისწერო ქალები (1)

პროლოგი

  ცხოვრება  ეს მუდმივი ჭიდილია თავის დასამკვიდრებლად ამ ამოუხსნელ სამყაროში .  ბედნიერება ! აი რას ვეძებთ ჩვენ ადამიანები ! აი რას მივიჩნევთ გამარჯვებად !
თავისდაუნებლიედ  ცხოვრება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი ხარ . ეს ორი რამ ცხოვრება და სიცოცხლე არც გამორიცხავს და არც განაპირობებს ერთმანეთს .
ადამიანები  მუდმივად ცდილობენ საკუთარი თავი სხვა კონტექსტში დაინახონ . თავი ზღაპრის , ანდა  მისტიური სამყაროს გმირებად წარმოუდგენიათ . ხშირად უნდათ კიდევაც, რომ იყვნენ ასეთები . მარტივი კანონზომიერებაა , ადამიანი მიისწრაფვოდეს იმისკენ რაც არ ეკუთვნის ,რაც მისი არ არის . მიუხედავად ამისა არსებობენ  ისეთებიც რომლებიც ეკუთვნიან ამ  ბუნდოვანი წრით შემოსაზღვრულ სამყაროს ,მაგრამ ცდილობენ მისგან გაქცევას . სანამ შენი თვალით არ ნახავ ,სანამ არ დარწმუნდები და არ განიცდი  მანამდე ვერ დააფასებ იმას რაც გაქვს . გგონია, რომ თუ სხვანაირი იქნები თავს უფრო სრულფასოვან  ადამიანად იგრძნობ . გგონია ,რომ ყველაფერს უფრო მარტივად შეეჭიდები , მაგრამ არსებობს ერთი რამ  . ყოველგვარი სიმარტივის მიღმა  სირთულეებით დახუნძლული საფეხურები იმალება .  როცა ამ საფეხურებს ავივლით  მხოლოდ მაშინ დავინახავთ გზას  ჭეშმარიტებისკენ .  სიმარტივე მხოლოდ ნიღაბია ადამიანთა საცდუნებლად . აკრძალული ხილია ,მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი .
  ის წყვდიადში გაელვებულ თვალისმომჭრელ სხივს წააგავდა ,თვალს ვერ უსწორებ, მაგრამ გრძნობ ,გიყვარს და ებღაუჭები .  სხვანირ ცხოვრებაზე ბევრი მიფიქრია ,მაგრამ ყოველთვის ვიცოდი ,რომ ეს შეუძლებელი იყო . ეს ჩემი  რეალობაა ,ეს ის შემთხვევაა როცა  უძლური ხარ  და არჩევანი უბრალოდ არ გაქვს . მინდა თავი ჩვეულებრივად  და ადამიანურად ვიგრძნო ,მაგრამ არ შემიძლია . მე არ ვარ უბრალო ,არც ის ქალი ვარ  ვისზეც შეიძლება იოცნებო  .მიუხედავად ამისა  ყველა მამაკიცის თვალებში ჩემდაუნებლიედ ვხედავ დაუოკებელ სურვილს,ვნებას და ჟინს. ამაზე მე მხოლოდ გავიღიმებ და თავმომწონედ გავივლი . იმიტომ კი არა, რომ ეს მსიამოვნებს , უბრალოდ ვხვდები რაოდენ უგუნურია  ადამიანი . მხოლოდ იმას აფასებს, რასაც  გარედან ხედავს  და საერთოდ არ ინტერესდება იმით ამ ნატიფი  სხეულის მიღმა ვინ იმალება .
პირველად, რომ დავინახე მაშინვე ვიგრძენი რა ამბავი დავატრიალე მის თავს .  არ დავიჯერე , მაგრამ ქვეცნობიერი  მთელი ხმით ჩამძახოდა, რომ ის ჩემი მომავალი მსხვერპლი იყო . ალბათ ცუდი გაგებით ,რადგანაც ჩემი მსხვერპლი ჯერ კარგ მდომარეობაში არ მინახავს. მის დაბნეულ მზერას გონების თვალით ვუყურებდი და ვფიქრობდი '' ღმერთო ჩემო რა უცებ წამოეგო . არაფრით განსხვავდება სხვებისგან ''. არც მიფიქრია რა მოჰყვებოდა ჩვენს ცხოვრებაში მის შემოჭრას და არც ის დამიშვია ,რომ  შეცვლიდა ყველაფერს მანამდე არსებულს.
მე ელენა რიდლი ვარ ოცდაათი წლის . ცხოვრებამ უზარმაზარ ქარტეხილში მატარა . ჩემი თვალით ვნახე საკუთარი  ოჯახის განადგურება . ბევრჯერ შევეჭიდე გარესამყაროს და ბევრჯერ გავიმარჯვე. სამწუხაროდ  საკუთარ თავთან ბრძოლაში ყოველ ჯერზე  სასტიკად დავმარცხდი . მე არ ვარ ჩვეულებრივი ქალი ,არც გიჟი ვარ და არც სულელი . უბრალოდ ელენა რიდლი ვარ და როგორც ამბობენ ეს უკვე ყველაფერზე უნდა მეტყველებდეს. ვიცი ,რომ კარგი არ ვარ, მაგრამ სხვებისგან სწორედ ამით გამოვირჩევი .  არასოდეს ჩამიცვამს თეთრი სამოსი და არ მიწოდებია  საკუთარი თავისთვის ''ანგელოზი'' . პირიქით  ჩემი თავის ყველაზე დიდი  უარმყოფელი მე თვითონ ვიყავი . 
ყველაფერი შეიცვალა. ჩემს თავზე ღრუბლები მოგროვდა. ყველაფერი ახლა იწყება . თუმცა არ ვწუწუნებ . 
ეს გზა მე თვითონ ავირჩიე!
  ოჯახი . ეს მცნებაა  სისხლით თუ გრძნობებით ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფისა.სამწუხაროდ ეს ოჯახი ვერც სისხლმა და ვერც გრძნობებმა ვერ გააერთიანა . ერთი შეხედვით ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ,მაგრამ იმდენად განსხვავდებიან, რომ მსგავსება  უხილავი ხდება.
ქალი . ეს საცდურის  და სისუსტის ნათელი მაგალითია ,მაგრამ ეს მხოლოდ იმ სამყაროში ხდება , რომელიც მხოლოდ ჩვენს თვალსაწიერში  ეტევა . ამ ოჯახში ერთხელ მაინც თუ შეიხედავთ  ქალებს ნამდვილად დაინახავთ ,მართალია მაცდურები არიან ,მაგრამ სისუსტისგან მეტისმეტად შორს დგანან .


            თავი I: წარსულის  ამბავი

რიდლების საგვარეულო მიწებმა დაახლოებით ათი წელია რაც  ლოს-ანჯელესში გადმოინაცვლა. წლების წინ ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ, მათი დედა  ნური დაქორწინებული იყო მდიდარ კაცზე რომელსაც სახელად გარედი ერქვა  . მან ცოლი მოკლა მხოლოდ იმის გამო ,რომ ქალმა ვაჟი ვერ აჩუქა. რიდლებს ჰქონდათ საიდუმლო,რომლის მიხედვითაც მათ ოჯახში მხოლოდ ქალები იბადებოიდნენ . ნურს არ შეეძლო ქმრისთვის აეხდინა ოცნება, რის გამოც იგი  ქმარს უკანასკნელი კამათის დროს შემოაკვდა . 
ქალბატონი ნურ რიდლი თვალწარმტაცი ქალი იყო. მისი მომხიბლაობა ხანდახან ზედმეტადაც კი მოგეჩვენებოდათ. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა დაკვირვებული ადამიანი, რომ იგი არ იყო ჩვეულებრივი  .  ასეთ ქალებს ალბათ  უფრო საბედისწეროს ეძახიან.
ქალბატონი ნურ რიდლი ოჯახშიც განსაკუთრებული იყო . მიუხედავად იმისა ,რომ მისი ორივე და კრისტინა და ელიზაბეტი ფიზიკური მონაცემებით მას არ ჩამოუარდებოდნენ ის მაინც სულ სხვა გახლდათ . მაღალი,თხელი ტანი და ხასხასა თეთრი კანი ჰქონდა. მოლურჯო-მომწვანო თვალები მისი განუყოფელი ნაწილი იყო რომელიც მისი პირველი შეხედვისას თქვენს ყურადღებას მიიქცევდა და რომელიც მომავალში მისი უფროსი ქალიშვილის ელენას სახეზე განმეორდა. ქალის მაცდური  მზერა ყველასთვის  ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა. განცდა რომელიც მისი შეხედვისას ეუფლებოდათ არ ჰგავდა არაფერს ,თუმცა ეს სულაც არ იყო  გასაკვირი. თვით ეს ქალიც არ ჰგავდა არავის .
ოცი წელი რომ შეუსრულდა  ცოლად გაჰყვა ერთ მდიდარ ,მაგრამ მეტად სუსტ პიროვნებას. გარედი ბიზნესმენი იყო, ცხოვრების მანძილზე ბევრი ქონება დაეგროვებიდა , მაგრამ აკლდა მთავარი სიმკაცრე და სტატუსი ოჯახში ,რაც ასე სჭირდებოდა მის მეტად დაუმორჩილებელ და თავნება მეუღლეს. ცოლისგან სითბოთი და სიყვარულით განებივრებული არასდროს ყოფილა. თავიდან ფიქრობდა  ალბათ ვერ გამოხატავსო,ყველა ერთნაირიი ხომ არ არისო ,მაგრამ შეცდა. ის ზუტად ისეთი იყო როგორსაც ხედავდა.  ცივი და უკარება. მხოლოდ ლამაზ ქანდაკებას მოგაგონებდათ რომელსაც არანაირი ემოციის გამოხატვა და გაზიარება არ შეეძლო. დრო და დრო იგი ხვდებოდა როგორ შეცდა როცა მისი ფიზიკური მშვენება ყველაფერს ამჯობინა და ცოლად შეირთო . თუმცა იგი არც კარგი ცოლი გამოდგა და არც კარგი დედა. ქვეყანას ოთხი ქალიშვილი მოავლინა ,მაგრამ მათთვის ნორმალური მშობელი არასდროს ყოფილა. კაცი მალე მიხვდა , რომ მისი შვილების დედა ერთი ავხორცი გარყვნილი ქალი იყო რომელსაც ფეხებზე ეკიდა ყველაფერი გარდა საკუთარი თავისა. გამოუსწორებელი შეცდომა რომელიც დაუშვა მისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიად იქცა.
მიუხედავად ყველაფრისა ყველამ იცოდა რა ძლიერ უყვარდა გარედს თავისი ცოლი . ამის გამო დიდ პატივისცემასაც იმსახურებდა რომანტიკულ ტალღაზე მომართული ქალების თვალში . ხშირად იმ უბნის მცხოვრებლები  ქმრებს მხარზე გაჰკრავდნენ და საყვედურობდნენ ''ხედავთ ქალბატონი რიდლი როგორ იქცევა ,მაგრამ ქმარს ისე ძლიერ უყვარს პატივისცემას და  სითბოს არ აკლებს თქვენ კიდევ პატიოსან ცოლებს ვერ აფასებთო ''  . მოკლედ ,რომ ითქვას გარედის სიყვარული ქალებისთვის მისაბაძად იქცა,კაცებისთვის კი დაცინვის საუკეთესო ობიექტად. თუმცა მის  ფიზიკურ ხიბლს  უბანში ვერცერთი მამაკაცი ვერ უძლებდა. ქალები კი შურის თვალით უყურებდნენ. უკვე ამდენი შვილი გაეჩინა ,მაგრამ მისი მშვენიერება არ ჭკნებოდა. უფრო მეტიც თითქოს მისი სხეული ახალგაზრდავდებოდა.
ქალბატონი ნური ყოველ დილით უბანში მედიდურად ჩამოივლიდა და  ტკბებოდა იმ  თაყვანისცემით რომელსაც მის მიმართ იჩენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მის ქმარს ფული სად წაეღო არ იცოდა და წესით ლიმუზინით უნდა ევლო ამას არ აკეთებდა.  მიზეზი ერთი იყო. სიამოვნებით ისმენდა ყოველ დილა მის მშვენიერებაზე ენაჩავარდნილი კაცების  გადალაპარაკებებს და უფრო სიამოვნებით უყურებდა შურისგან გამსკდარ ქალებს ,რომლებიც თვალებდაფართოებული გამოეფინებოდნენ ხოლმე.
ქმრები ცოლებს გადასძახებდნენ ხოლმე. გარედისნაირი ქმარი ,რომ გინდათ ვინ იცის ეგებ ჩვენც გვსურს  ნურის მსგავსი თვალწარმტაცი ქალიო . ერთი შეხედეთ რა ფორმაშია  თითქოს ყოველ დღე მშვენდებაო . ცოლები კედელთან აიწურებოდნენ და ჩაილაპარაკებდნენ
''ფორმაში რატომ არ იქნება რა  .ცხოვრებაში არაფერი ედარდება .ფული თავზე საყრელად აქვს .  ერთბაშად ჩვენსავით დღე და ღამ არ მუშაობდესო ''
მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ იცოდა ,რომ მისი ნატიფი სხეული არც უმუშევრობის და არც ფულის დამსახურება  არ იყო .
ეს სულ სხვა  რამ იყო!
რაზეც პასუხი არავის ჰქონდა...
საიდუმლო რომელიც მხოლოდ თავად იცოდა.
რასაც ვერ იყიდი და ძალით ვერ მოიპოვებ ...
ეს ზებუნებრივად უნდა დაგყვეს  ...
ნურს უყვარდა გართობა და წვეულებები , რადგანაც ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი კაცი , რომელიც თვალებს დაუბრიალებდა მის უნაკლო სხეულს  და ისიც საკუთარი ქმრის თვალწინ ურცხვად გაუბამდა არშიყს . ეს ყოველივე კი შინ მისვლითა და ნამდვილი ‘’ომით’’ სრულდებოდა .
ერთ-ერთი ასეთი თავგადასავლის შემდეგ შინ დაბრუნებულმა ცოლ-ქმარმა თავი ვეღარ მოთოკა და  უბედური ოჯახის ბედიც იმ ღამით გადაწყდა .  ნურმა ქმარი განზრახ გამოიწვია , რასაც  გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა . გარედმა ცოლი მოკლა რადგანაც უკვე აღარ შეეძლო ასეთი ცხოვრებით ეცხოვრა. უკვე ვეღარც საკუთარ თავს აკონტროლებდა და ვეღარც ცოლს. ხალხში  და მაღალ საზოგადოებაში კი უკვე დადიოდა ჭორები იმის თაობაზე როგორ ადგამდა ქმარს რქებს ქალბატონი ნურ რიდლი . ყველა გარედს დასცინოდა .ამბობდნენ ცოლს ვერ ერევა და მის ჭკუაზე ყავს გაშვებულიო . კაცს უკვე აღარ  უნდოდა ამ ჭორების მოსმენა,ერჩივნა ეს ფარსი ერთხელ და სამუდამოდ დააესრულებინა . იმ ღამით ცოლს პირდაპირ მკერდში ესროლა მერე კი ტყვია სააფეთქელში თავადაც დაიხალა.
ოთხი გოგონა სრულიად მარტო დარჩა მთელი სამყაროს წინაშე. ოჯახში ყველაზე უფროსმა ელენა რიდლმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. გაექრო ყოველივე კვალი წარსულისა და დაეწყო ახალი ცხოვრება ლონდონიდან რაც შეიძლებოდა შორს. სახსოვრად მხოლოდ ერთი რამ დაიტოვა და ეს იყო დედის გვარი. მიუხედავად იმისა  ,რომ ნური ყოველთვის სძულდა ეს მაინც გააკეთა რადგან ყოველთვის ხსომებოდა და არასდროს დაევიწყებინა ვინ იყო სინამდვილეში და რას წარმოადგენდა რიდლების შავ-ბნელით მოცული საიდუმლო. მათ გვარი შეიცვალეს და გახდნენ რიდლები .  უფროსმა ქალიშვილმა  ელენამ ლონდონში არსებული მთელი ქონება გაყიდა  ,რომელიც გარედმა რატომღაც მხოლოდ მას უანდერძა და  დებზე პასუხისმგებლობა იკისრა .ოჯახს სათავეში ჩაუდგა  და ლოს -ანჯელესში გადმოსახლდა .დებთან ერთად სამი დეიდაშვილიც წამოიყვანა ,რომელთა მშობლები წლების წინ ავარიაში დაიღუპნენ და ახლა ნურის და გარედის ოჯახი  უვლიდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები