 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 14 აგვისტო, 2014 |
შენ ვერ მიხვდები,ამ ცხოვრებამ როგორ დამღალა, როგორ მომბეზრდა ოცნებები,დარდი, სიცილიც, აღარ სრულდება-დაღმართს ისევ მოსდევს დაღმართი, უაზროდ ნასროლ სიტყვებსაც კი ვეღარ ვიცილებ.
აღარ მაღელვებს-ეს ღამე თუ არ გათენდება, და რა ხანია ფრენაზეც კი აღარ ვოცნებობ, უჰაერობამ გამაწამა-მტკივა ფერდები, და მგონია რომ ჩემთვის ღმერთიც აღარ მოცდება,
შენ ვერ მიხვდები-რატომ ვგლოვობ ლექსებს დასაწერს, როცა ვიცინი-მაშინაც კი მომდის ცრემლები, ყველა ოცნება,ტირანივით ისე დავსაჯე, რომ სიკვდილიც კი აფთარივით ირგვლივ მევლება
და ეშინია,რომ მიკბინოს- ვეღარ მიბედავს, თვითმკვლელობა კი სასაცილოდ ბანალურია, შენახულ ტკივილს,ნაწილ-ნაწილ გულის ჯიბიდან ვიღებ და ვხვდები შევიშალე,ვგავარ შურიანს,
რომელსაც სხვების სიხარულზეც გული ერევა, და ენას ღეჭავს,რომ გააქროს,მოკლას-შიმშილი, ცამ მზე დაკარგა,არ მაღელვებს,ვამბობ-მერე რა?! რაც მთავარია,შენ აქ მყავხარ,აქ და მიშველე...
უმნიშვნელოა ეს სიგიჟე გესმის თუ არა, უნმიშვნელოა ყველა ლექსი,ყველა აისი, მხოლოდ ერთს გთხოვ,რომ არასოდეს მითხრა უარი, თორემ ლულაში ტყვია ბორგავს...ხო და-გაისვრის...
მე შენ მიყვარხარ,შენ გიყვარვარ,ტყვია კვლავ ბორგავს, და ჯერ-ჯერობით,მშვიდად ბრუნავს ბედის ბორბალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ცამ მზე დაკარგა,არ მაღელვებს,ვამბობ-მერე რა?! რაც მთავარია,შენ აქ მყავხარ,აქ და მიშველე...
ცამ მზე დაკარგა,არ მაღელვებს,ვამბობ-მერე რა?! რაც მთავარია,შენ აქ მყავხარ,აქ და მიშველე...
12. მომეწონა :) მომეწონა :)
11. მაგარი იყო,ყველა სტროფი ემოციურად ძლიერი.კარგია რომ ორმხრივია გრძნობა და ამაოდ არ ჩაუვლია ყველაფერს მაგარი იყო,ყველა სტროფი ემოციურად ძლიერი.კარგია რომ ორმხრივია გრძნობა და ამაოდ არ ჩაუვლია ყველაფერს
9. ერთი ამოუსუნთქვით ნათქვამი ლექსი, კარგი სახეებით, მართალი, ტკივილიანი და ისეთი, როგორი წუხილიც დუღს პოეტის სულში... ერთი ამოუსუნთქვით ნათქვამი ლექსი, კარგი სახეებით, მართალი, ტკივილიანი და ისეთი, როგორი წუხილიც დუღს პოეტის სულში...
8. თუ უყვარს ლირიულ გმირს და ისიც უყვართ...მაშინ რატომ დაკარგა "ცამ მზე "და რატომ "გააწამა უჰაერობამ"...? - ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია...:) :-*
თუმცა ლექსში ჩანს რომ წერა შეუძლია აცტორს...:-* +2
თუ უყვარს ლირიულ გმირს და ისიც უყვართ...მაშინ რატომ დაკარგა "ცამ მზე "და რატომ "გააწამა უჰაერობამ"...? - ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია...:) :-*
თუმცა ლექსში ჩანს რომ წერა შეუძლია აცტორს...:-* +2
7. უკომენტაროდ +5 ლიპო ჩემი ფავორიტი პოეტია :) და არა მარტო პოეტი_ კარგი ქართველი უძველესი სვანური გენით. უკომენტაროდ +5 ლიპო ჩემი ფავორიტი პოეტია :) და არა მარტო პოეტი_ კარგი ქართველი უძველესი სვანური გენით.
6. ლექსი მომეწონა, განსაკუთრებით ,, ცამ მზე დაკარგა.... ლექსი მომეწონა, განსაკუთრებით ,, ცამ მზე დაკარგა....
5. როგორი ტკივილიანი ლექსია, შეუძლებელია, რომ ასეთი გულიდან ამოხეთქილი ლექსი არ მოგეწონოს 5 როგორი ტკივილიანი ლექსია, შეუძლებელია, რომ ასეთი გულიდან ამოხეთქილი ლექსი არ მოგეწონოს 5
4. ამ ადამიანზე ასე ვიტყოდი - პოეტად დაბადებული. :) ამ ადამიანზე ასე ვიტყოდი - პოეტად დაბადებული. :)
3. ძალიან ემოციურია... თუმცა, როცა იგი ნამდვილად გვერდითაა,- საშველიცაა :)
ძალიან ემოციურია... თუმცა, როცა იგი ნამდვილად გვერდითაა,- საშველიცაა :)
2. მომეწონა,მითუფრო მესიამოვნა რომ ის თუ მანდ არის,გიყვარს-უყვარხარ,მაშინ შველაც არ დაახანებს 5 მომეწონა,მითუფრო მესიამოვნა რომ ის თუ მანდ არის,გიყვარს-უყვარხარ,მაშინ შველაც არ დაახანებს 5
1. ამის დამწერი ეჭვგარეშე შეყვარებულია,თუმა ამას ხელი არ შეუშლია ასეთი კარგი ლექსის დაწერაში )) ამის დამწერი ეჭვგარეშე შეყვარებულია,თუმა ამას ხელი არ შეუშლია ასეთი კარგი ლექსის დაწერაში ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|