ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2014


ისევ მიყვარხარ

მზე ჩაგეწვეთა თვალებში და სული აგიწვა,
ღრუბელზე იწვა სათნოება, ბროლისთითება,
შენგან ნასროლი რეპლიკები გულზე მაქვს ხიწვად,
ვერ შეაერთა ჩვენი გზები ოქროს ხიდებმა.
წავედი, წავე, რომ ჩემს ჩრდილსაც ვერ მოჰკრა თვალი
და მოკვლა თავის ძალზე დიდხანს ტვინსაც ბურღავდა,
შენი ცხოვრება ჩემს გულშია გზაგანაკვალი,
მივდივარ, მაგრამ გეფიცები,ისევ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები