(წერილი ბოთლში...)
მე მოვხვდი სადღაც და დავარქვი მას სახელი უცხო, სირცხვილის ურიცხვი ჯოგები მივლიდნენ ტანზე, ტატნობთა ტიტინს ქარიშხლებათ რომ მოაქვთ თავი, სიგიჟემდე მისული სიმშვიდით ვუგდებდი ყურს რომ მეთქვა მათთვის რაც იყო ჰაერთა გაგიჟება. მე ჩემი ციხე ავაგე ჩქამთა და ისიც იდუმალი სიტყვებით ამოვკირე. მყავდნენ მეძავნი რომლებიც უფსკრულებს გავდნენ სილამაზითა და სიშიშვლით, კუროთა ეტლში ვიწექი და ალაროდიელთა ასულებზე ვფიქრობდი უცნაურად. უეცარი ფაცერები ჩემგან დაგებული თანხმოვნებისა შეუცნობლად იჭერდნენ გაუმხელელ უხილავ ტალღებს ყოვლადობისას და უმყარობაში ცხადდებოდნენ მეიმდენე კუთხიდან. შავი სიმკრთალე, ყვითელი ბინდი, და გინდა ქვეყნიერების წყლების სიგრილე რომ იყოს შენი? მაშინ შენს ცრემლებს ნუ მოაკლებ ჩემს გზაუდაბნოს. ან გინდა მზე იღვრებოდეს შენგან და მზით ივსებოდეს ყოველი ნაპრალი კაცისა... მაშინ სინათლე უწილადე ჩემს პირქუშ ლექსებს. გინდა, ციერთა დასალიერი თვალებში გედგეს? მაშინ ცისფერი მზერა შენი მე უნდა მკლავდეს. უნდა იცოდნენ მსოფლიოს მკვლელებმა რატომ კვდებიან უკვდავები სიყვარულისთვის. ყოველი სიტყვა იყოფა და მრავლდება ერთმანეთზე - ერთი შობს მეორეს, გამოდის მისგან იზრდება, საზრდოობს, ასაზრდოებს, მერე ისევ უბრუნდება მშობლიურ წიაღს, შეიცავს და გულისხმობს, კვდება და ცოცხლდება, სიტყვების არითმეტიკა ბევრად ფილოსოფიურია ჩემო, ალბათ დაგღალე... სიცარიელე ტვინში და გრძნობა იმის რომ რაღაც იმღვრევა შიგნით... ბზობაა ჩემო და ვირები წვანან ბილიკზე, ბზის დაღლილ ჩრდილში ეხურდავა ვიღაცა ახვარს, დარჩა ანდერძი, როგორც თერძი ვერძების სახლში, აპერიონმა გამოტეხა მრუმე აისი, სიტყვა ღვთისძირი ვერ გავცვალე ჰორში, თავრიზში და ივრის ნოღზე გამოვკაფე ცისქვეშა ჭერი, ამ კალიგულა ვულკანებზე მოგისაკლისე დაგწყევლე ჩემში და ჩემს იქით გზა მოგიჭერი. ვითომ არ იცი ამ ცისა და ნურც ის ნუ გიკვირს, გვირილებმა რომ გვითხრეს ზემელზე , ნისლების ზევით ამ ისლისფერი და უღრმესი მთების თაბორში... თანაამბორში შემოღლილა ყოველი სიტყვა რომელსაც კი შენ მოეფერე... ორიდან ორში შემომროში ქარის თქარუნი აწყდება თეთრ ძვლებს. ალბათ დაწყდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არყოფილი ლოცვა ,კარგი ლოცვა. 5. არყოფილი ლოცვა ,კარგი ლოცვა. 5.
7. ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: დიოგენეს საძმო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
5. ყოველი სიტყვა იყოფა და მრავლდება ერთმანეთზე - ერთი შობს მეორეს, გამოდის მისგან იზრდება, საზრდოობს, ასაზრდოებს, მერე ისევ უბრუნდება მშობლიურ წიაღს, შეიცავს და გულისხმობს, კვდება და ცოცხლდება, სიტყვების არითმეტიკა ბევრად ფილოსოფიურია ჩემო, ალბათ დაგღალე... /მელოდიურად ჩამეკითხა ეს ნაწილი../
დაგწყევლე ჩემში და ჩემს იქით გზა მოგიჭერი თანაამბორში შემოღლილა ყოველი სიტყვა რომელსაც კი შენ მოეფერე...
როგორც მკითხველმა, ვისიამოვნე როგორც ქალს, სიამაყით ამევსო გული
:) ყოველი სიტყვა იყოფა და მრავლდება ერთმანეთზე - ერთი შობს მეორეს, გამოდის მისგან იზრდება, საზრდოობს, ასაზრდოებს, მერე ისევ უბრუნდება მშობლიურ წიაღს, შეიცავს და გულისხმობს, კვდება და ცოცხლდება, სიტყვების არითმეტიკა ბევრად ფილოსოფიურია ჩემო, ალბათ დაგღალე... /მელოდიურად ჩამეკითხა ეს ნაწილი../
დაგწყევლე ჩემში და ჩემს იქით გზა მოგიჭერი თანაამბორში შემოღლილა ყოველი სიტყვა რომელსაც კი შენ მოეფერე...
როგორც მკითხველმა, ვისიამოვნე როგორც ქალს, სიამაყით ამევსო გული
:)
4. გამოჩნდი რა დიოგენეს საძმოვ... გამოჩნდი რა დიოგენეს საძმოვ...
3. "რატომ კვდებიან უკვდავები სიყვარულისთვის."
როგორი და რა საზომით უნდა გაიზომოს ასეთი რიტმი...
საოცარია... 5 ქულა და მეტი
ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი საქართველოში, გამორჩეული. მიყვარს ნიჭის გაბრწყინების შემსწრე რომ ვხდები. მიმართლებს...
"რატომ კვდებიან უკვდავები სიყვარულისთვის."
როგორი და რა საზომით უნდა გაიზომოს ასეთი რიტმი...
საოცარია... 5 ქულა და მეტი
ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი საქართველოში, გამორჩეული. მიყვარს ნიჭის გაბრწყინების შემსწრე რომ ვხდები. მიმართლებს...
2. სიტყვების არითმეტიკაა ესეც... და არითმიაც, მოციმციმე :)
ოღონდ, ფრთხილად -ინსულტს იწვევს , ხშირად... :)
სიტყვების არითმეტიკაა ესეც... და არითმიაც, მოციმციმე :)
ოღონდ, ფრთხილად -ინსულტს იწვევს , ხშირად... :)
1. თანაამბორში შემოღლილა ყოველი სიტყვა რომელსაც კი შენ მოეფერე თანაამბორში შემოღლილა ყოველი სიტყვა რომელსაც კი შენ მოეფერე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|