ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 ივლისი, 2014


დახურე დარაბები

არ შეიძლება დამავიწყდე, მაგრამ ასეა
ცხოვრება ჩვენი,
რომ ახლა უკვე წარსული ხარ და მე კი აწყმო

შენ მიწის დაბლა, მე შენს მიწას გულზე ვაწევარ
ვერაფერს შევცვლი
მოგონების კუბიკებს ვაწყობ.

ვერ გავიზარდე, ათი წლის ვარ, ოქტობერია
ავადმყოფივით ახველებს ტოტებს
შენც ღამით ხველა დაგჩემდა და ხურავ დარაბებს,

ისევ არ მესმის, სამყაროში რატომ კვდებიან
ან მამაჩემო ვის იმედად მიდიხარ, მტოვებ
და თუ სიკვდილი შენი სენია, მაშინ გადამდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები