სებასტიანს შავი ბალი ჩამოულპა ეზოში.მისი კარის მეზობელი კაროლინი,კი კვირაში ორჯერ ყიდულობს სუპერმარკეტში_ასევე შავ ბალს. ხუთშაბათ საღამოს,სებასტიანი სამსახურიდან ბრუნდებოდა,ცოტა დაღლილი,მხიარულიც.სუპერმარკეტში შევიდა.სტამბაში მუშაობდა,გარეკანის დიზაინზე.ეს საქმე მისთვის ავტომატზე თითის დაჭერასავით იყო.კოლეგებს ერთი თემის დასამუშავებლად ექვსი დღე რომ სჭირდებოდათ,სებასტიანი ორ საათში აწყობდა.განსაკუთრებული სირთულის მასალას კი,დილით დაწყებულს,საღამოს უკვე ფაილში ინახავდა.ოცდათექვსმეტი წლის იყო სებასტიანი.პარიზის გარეუბანში,ბიძამ დაუტოვა ეს მოკრძალებული სახლი,ლამაზი ბაღითა და პატარა აუზით.ცენტრიდან ზუსტად ნახევარი საათი სჭირდებოდა სახლამდე მისასვლელად.ველოსიპედი ჰქონდა,რომელსაც მატარებელში ასვლისას კეცავდა,მერე ისევ შლიდა და ასე ყოველდღე. კაროლინი ორმოცი წლის გახდა წინა თვის თვრამეტში.რამდენიმე მეგობარმა მიულოცა.ერთი–ორი სახლშიც ესტუმრა.ერთმა მოყავისფრო,წვრილთასმიანი ხელჩანთა აჩუქა(ვერ იტანდა ასეთებს),მეორემ მისივე გამომცხვარი ატმის ღვეზელი და ღვინო მოართვა.კაროლინის სახლში შემწვარი ქათმის სუნი იდგა.ჩვეულებრივად ისადილეს,არაფერი განსაკუთრებული.მეგობრებს რომ აცილებდა,კარს სანამ დაკეტავდა,სებასტიანმა და ალფრედმა გამოიარეს.ალფრედი სებასტიანის თეთრი ლაბრადორია.ბიძამ მოუყვანა.იმ ბიძამ სახლი რომ დაუტოვა,დაბადების დღეზე,როცა 25 წლის გახდა სებასტიანი.ალფრედი და კაროლინის მსუქანი კატა ბონი მეგობრობდნენ.სახლის კარი ღია ჰქონდა კაროლინს.ბონი გამოიფხორა,კუდი გააფუმფულა ალფრედის დანახვაზე და კაროლინის ფეხებში რვიანები მოხაზა.არ იყო დიდად ხასიათზე,მაგრამ ალფრედს მაინც წაეთამაშა.ჭრელ საჰაერო ბურთს ჰგავდა ბონი,საოცარი კატა იყო,ცისფერი თვალებით,მონარინჯისფრო გულით,თეთრი თათებითა და ნაცრისფერი ზურგით. არასოდეს იცოდნენ,პირისპირ,შემთხვევით შეხვედრილმა სებასტიანმა და კაროლინმა რაზე ელაპარაკათ. _Salut! _Salut! _ça va? _oui , ça va et toi? _très bien! _...ღიმილი _...ღიმილი _...დუმილი _...დუმილი სამაგიეროდ ალფრედი და ბონი გადადიოდნენ ხოლმე ყირაზე,თუ რომელიმე პატრონს კარი ღია დარჩებოდა,რომელიც ერთმანეთის ბაღებში გადიოდა. ბონის დანახვაზე სებასტიანს გაახსენდა,რომ ახლახან გამოსცეს დიდი წიგნი შინაურ კატებზე.პირველი ეგზემპლარი ყოველთვის სახლში მოჰქონდა. _დრო თუ გაქვს შემოდი,საინტერესო წიგნი მაქვს ბონიზე,ახლახან დაიბეჭდა. _აჰ,ე.ი. შენი გაკეთებულია ეგ წიგნი?ვნახე მაღაზიაში.არ ღირს იაფი,არ ვიყიდე. _ავტორი ითხოვს დიდ ჰონორარს,ამის გამო.შემიძლია გათხოვო,რამდენი ხნითაც გინდა.გადაშლილი მქონდა,ალფრედმა რომ დაინახა,ბონი ეგონა და ყეფა დაუწყო. _რა კარგია,ვნახავ აუცილებლად,მხოლოდ ახლა ვერა.დისერტაციაზე ვმუაშობ,ხვალ დილამდე უნდა მოვრჩე.სტუმრები მყავდა,ვერ მოვახერხე,უნდა ჩავუჯდე.ხვალ საღამოს რომ გესტუმრო?! _რასაკვირველია შეგიძლია.ცხრა საათისთვის მესტუმრე. _შევთანხმდით,ხვალამდე. სებასტიანმა სუპერმარკეტში წითელი კენკრის ჩაი,ნუშის ნამცხვარი და შავი ბალი იყიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კიდე მინდას გემო ჰქონდაა :))
++ კიდე მინდას გემო ჰქონდაა :))
++
7. საინტერესოა საინტერესოა
6. საინტერესოა საინტერესოა
5. ალფრედი და ბონი გადადიოდნენ ხოლმე ყირაზე,თუ რომელიმე პატრონს კარი ღია დარჩებოდა,რომელიც ერთმანეთის ბაღებში გადიოდა.
კი ასეა ჩემთან მეზობელს ჰყავს კატა და მეორეს ძაღლი, ძალიან მეგობრობენ ერთმანეთში, ძაღლი სულ ეზოშია გისოსებს იქეთ, კატა მიდის მასთან ცაუცუცქდება თითქოს რაღაცას უამბობს , ძაღლი დაჟინებით უწქერის თუ მოვასწარი ვეცდები ფოტო გადავუღო.. ალფრედი და ბონი გადადიოდნენ ხოლმე ყირაზე,თუ რომელიმე პატრონს კარი ღია დარჩებოდა,რომელიც ერთმანეთის ბაღებში გადიოდა.
კი ასეა ჩემთან მეზობელს ჰყავს კატა და მეორეს ძაღლი, ძალიან მეგობრობენ ერთმანეთში, ძაღლი სულ ეზოშია გისოსებს იქეთ, კატა მიდის მასთან ცაუცუცქდება თითქოს რაღაცას უამბობს , ძაღლი დაჟინებით უწქერის თუ მოვასწარი ვეცდები ფოტო გადავუღო..
4. ან მშია, ან ძალიან გემრიელად იყო ნახსენები ყველაფერი, რაც ნახსენები იყო =)
ცოტა იყო ოღონდ ან მშია, ან ძალიან გემრიელად იყო ნახსენები ყველაფერი, რაც ნახსენები იყო =)
ცოტა იყო ოღონდ
3. აუ მეც მინდოდა გაგრძელება :) მომეწონა აუ მეც მინდოდა გაგრძელება :) მომეწონა
2. ეს აქ დასრულდა და სხვა იქნება. ოღონდ ამავე ქალაქსა და ამავე ხალხში) ეს აქ დასრულდა და სხვა იქნება. ოღონდ ამავე ქალაქსა და ამავე ხალხში)
1. très bien! :)
იმედია, გაგრძელება იქნება, ხო?
ის წიგნი, კატებზე, მეც მინდა :)
très bien! :)
იმედია, გაგრძელება იქნება, ხო?
ის წიგნი, კატებზე, მეც მინდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|