ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

* * *

შენი სახლიდან ჩემამდე ალბათ ნაბიჯია თითო
ვდგავარ დაკარგული ბავშვი, სულაც უპატრონო ძაღლი
და დღეს მომინდა რომ წვიმდეს,

ხელებს ძველებურად სუნთქვით, ჩემი საკუთარით ვითბობ
მინდა მყავდე, მაგრამ მე ხომ თურმე არასოდეს მყავდი
სუნთქვა შევატოვე თითებს.

რაღაც, უჩვეულოდ მინდა, ვიყოთ უსასრულოდ ერთნი,
მაგრამ ყველაფერი ახლა ისე საეჭვოა ღმერთო,
მრჩება ჩემი თავი კენტი,

ჩემი ყველა სიტყვა გაქრა, ჩემი ყველა ფიქრი ვერ ვთქვი
ვდგავარ უსიტყვოდ და ვერ გთმობ
ერთ დღეს მიყვარხარ თქო გეტყვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები