| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 9 აგვისტო, 2014 |
ასკილმა უთხრა ვარდსაო, შენი ბებია მე ვარო, დამაკვირდი და მიხვდები, რამდენი რამით მგევხარო.
ყვითელი, შავიც ხომ არი, რამდენიც გინდა მედავო, შენი ფერიღა მაკლია, სამეფო მაინც მე ვარო.
ეკალზე რაღასა მეტყვი, ის ხომ მაინ გვაქვს საერთო, მურაბად ორნივ ვვარგივართ, სიტკბოა შაქრის საქმეო.
წამლად შენ აღარ ვარგიხარ, მე ყველა სნეულს ვუხდები, ყველა ვარდს ჩემზე ამყნობენ, და მე ყველაზე ვწუხდები.
სურნელი ჩემი სჯობია, სუნამოც შენი არ ვიცი, ახალთ ახალი მოდაა ვარდის ფურცლების ბალიში.
მე ყველა ჯიშსა დავლოცავ, ყველა ფერის და მხარისას, და თან მოკითხვას გადმოგცემთ, შორეულ ველურ პაპისა.
ეჰ, მაპატიეთ, არცოდნა, ფესვებისა და გენების, დღეიდან აღარ ვირწმუნებ სელექციონთა ენების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საბავშვო ნაკლებად მგონი :) ცუდი კაფია არაა საბავშვო ნაკლებად მგონი :) ცუდი კაფია არაა
3. რა კარგი კაფიაა, გააგრძელეთ! რა კარგი კაფიაა, გააგრძელეთ!
1. რად უნდოდა ვარდს ეკალი? ფოთოლიც ხომ უხვად ჰქონდა, თუ ეკლებით თავს იცავდა, სილამაზე რად უნდოდა?...
:) რად უნდოდა ვარდს ეკალი? ფოთოლიც ხომ უხვად ჰქონდა, თუ ეკლებით თავს იცავდა, სილამაზე რად უნდოდა?...
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|