ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეძებ საკუთარ თავს
ჟანრი: პროზა
14 აგვისტო, 2014


მთავარია N1

*** *** ***
მუშაობისგან გადაღლილი სამოთხის მოსახლეობა საღამოს N1(ნომერი ერთი) ის აივანთან შეგროვილიყო და ტრადიციისამებრ ელოდა მოხუცის გამოჩენას. ყველაზე გვიან მაღაროელები მოდიოდნენ და ზანტად იკავებდნენ თავის ადგილს ახალგაზრდა მიწის მუშებსა და ხის მჭრელებს შორის. ყველას თავისი სამუშაო იარაღი ეჭირა ხელში და რათქმაუნდა მომღიმარი სახეებით ელოდნენ ყოველდღიურობის გვირგვინს, N1 ის სიტყვას ძილის წინ. ისინი დაღლილები იყვნენ, ბინძურები და აქოთებულნი თავიანთი სამუშაოს სპეციფიკური სუნით. მაგრამ ისინი ბედნიერები იყვნენ რადგან ასეთია სამოთხის კანონი, სამოთხეში ყველა ბედნიერია.
აივანზე მდგომმა შუახნის მამაკაცმა თავისი კვერთხი მეტალის ფირფიტას შემოსცხო და ამით ისედაც ჩუმი ეზო დუმილში ჩაიძირა. N1 მობრძანდებოდა. აივანზე გამოჩნდა საშუალო სიმაღლის კაცი თეთრი წვერით და უხეში ნაკვთებით. მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა. ძნელად გაარჩევდი რისთვის უფრო იყო საჭირო სიბერის გამო ზედ დასაყრდნობად თუ ვიზუალური ეფექტისთვის. მოხუცმა კვერთხი ზემოთ აღმართა და მსუბუქად დასცხო აივნის ზედაპირს. მისალმების ნიშნად ყველამ ერთდროულად მარჯვენა ზელი გულზე დაირტყა მსუბუქად და შემდეგ ზევით ააყოლა თვალი თავისი ხელის ნაზ მოძრაობას ცის მიმართულებით. შემდეგ მოხუცმა თვალი მოავლო თავის მსმენელებს და გაიმეორა ის რასაც ყოველსაღამოს ეუბნებოდა მათ. რომ კლდის სულები კმაყოფილები არიან მათი მუშაობით, რომ შორს აღარაა ის დრო როცა ყველანი ერთად იქნებიან უზრუნველ და რომ მხოლოდ ფიზიკური მუშაობა და საკუთარი საქმის კეთება მიგვიყვანს ამ დიად მომავლამდე. ხანდახან N1 თავის სიტყვაში ჩართავდახოლმე „ხილვა მქონდა“ ან „საოცარი სიზმარი ვნახე“ და ასეთ დროს მსმენელთა ბაგეს გაოცების შეძახილები ყრუდ დასცდებოდა-ხოლმე. სმენას უფრო დაძაბავდნენ და აღფრთოვანებით უსმენდნენ თუ რა უთხრა კლდის სულმა, ვისი მუშაობითაა კმაყოფილი, ვისი საქციელით უკმაყოფილო რა ურჩია სამოთხის მკვიდრთ და ასე შემდეგ. საღამოს სიტყვა მთავრდებოდა იმით რომ N1 სამოთხის აღმოსავლეთით მდგარ კლდეს ხელაპყრობილი შეხედავდა, მადლობას გადაუხდიდა დღევანდელი დღისთვის და უმორჩილესად სთხოვდა მეორე დღესაც გამოეგზავნა მათთვის სინათლე ცეცხლოვანი ბურთის სახით, რომელიც მთელ ცას გადასერავდა და ბოლოს დიდ მლაშე წყალში ჩაიძირებოდა. ამის შემდეგ ყველა დასაძინებლად მიდიოდა თავის ქოხში. რჩებოდნენ მხოლოდ გუშაგები თავიანთ პოსტებზე. ისინი ფხიზელი თვალით დარაჯობდნენ სამოთხის ქოხებს და მხიარული შეძახილებით აღვიძებდნენ მოსახლეობას როდესაც შიშველი კლდის უნაყოფო თავი, სისხლისფრად შეიღებებოდა და ცეცხლოვანი თვალი, სამოთხის მომზირალი სინათლე ამოცურდებოდა ლურჯ ცაზე.
დილით N68 იმაზე ადრე იღვიძებდა ვიდრე სხვა დანარჩენები, არ ელოდებოდა გუშაგების ხმამაღალ ძახილს კლდის სულების ნაჩუქარი კიდევ ერთი დღის შესახებ და შეიძლება ითქვას რომ საერთოდაც არ ჯეროდა ამ საჩუქრის. მთელი ღამე მოუსვენრად წრიალებდა საწოლში და ათას რაღაცაზე ფიქრობდა. ფიქრობდა ყოვლად გაუგებარ რამეებზე, რომ აღარ აჩუქონ კლდის სულებმა სამოთხეს ცეცხლოვანი ბურთი რა მოხდება? ან საერთოდ რაში სჭირდებათ მათ სამოთხის მოსახლეობა. ერთხელ ისიც კი იფიქრა უფრო სწორად მკრეხელური კითხვა გაუჩნდა რატომ არის N1 სხვა და თვითონ რატომ არის N68. ეგ არაფერი კიდევ შეეგუებოდა ამ ციფრების უბრალო განსხვავებას, მაგრამ რატომღაც ის უფრო აღელვებდა რომ N1 არაფერს აკეთებდა და მაინც პირველი კაცი იყო სამოთხეში. გარდა ამისა ის ყველას ისეთი ახსოვდა როგორიც ახლა იყო. როგორც ბებერმა 49 წლის N346 მა თქვა N1 მის ბავშვობაშიც ზუსტად ასე გამოიყურებოდა. ესეიგი ის N346 ზე უფროსი იყო და შესაბამისად 50 წელს გადაცილებული რაც ავტომატურად ნიშნავდა რომ მისი ადგილი სამოთხეში აღარ იყო. მიუხედავად ამისა N1-ს ყოველთვის მიყავდა 50 წლის ქალები თუ კაცები სათითაოდ და კლდის სულებთან აგზავნიდა ბედნიერ სამყაროში. N1 აცნობებდა ასევე უეცრად დაუძლურებულ მოქალაქეს რომ მისი ბედნიერ სამყაროში გადასვლის დროა და წაიყვანდა აღმოსავლეთით სამოთხიდან. უხეშად გათელილი ბილიკით ისინი ჯერ ხეების კორომს მიეფარებოდნენ-ხოლმე, მერე კლდის წინ გაფენილ მინდორზე მოსიარულე წერტილებად გამოჩნდებოდნენ და ბოლოს კლდის სულების მღვიმეებში იკარგებოდნენ. არავის არ ჰქონდა იქ მისვლის უფლება. გარდა N1 ისა და იმ ადამიანისა ვინც დიად სამყაროში გადადიოდა კლდის სულების მოთხოვნით. წასვლის წინ N1 თავის თანამგზავრს საგულდაგულოდ ასუფთავებინებდა მის ოჯახისწევრებს. ბანდნენ, შემოაცლიდნენ ყოველგვარ სამოსს, გააცლიდნენ ყველა ბეწვს სხეულზე. ეს უკანასკნელი N1-ის აივნიდან გადმოგდებული ბასრი მეტალით ხდებოდა, რომელიც შემდეგ ისევ N1-თან ბრუნდებოდა. ყოველივე ამის შემდეგ N1 ღიმილით და სიხარულით აღვსილ თანამგზვრს დაალევინებდა კლდის სულების მიერ გამოგზავნილ სასმელს და იწყებოდა მსვლელობა კლდისკენ. ხალხი თავის სამუშაოს უბრუნდებოდა ხოლო მგზავრები თვალს ეფარებოდნენ. ყველას გულში უნდოდა ბედნიერ სამყაროში გადასვლა და თეთრი შურით შურდათ მისი ვინც 50 წელს მიაღწევდა ან კლდის სულები პერსონალურად გამოიძახებდნენ თავისთან. N68 კი ფიქრობდა რომ ბედნიერება არის იქ სადაც ის ხალხია ვისთან ერთადაც გინდა ყოფნა და სულაც არ ნატრობდა 50 წლის შესრულებას. მისი ბედნიერი სამყარო სამოთხე იყო. ოღონდ უფრო შეცვლილი ერჩივნა. მაგალითად რასაც იმუშავებდა მხოლოდ მისი რომ ყოფილიყო. ან კიდევ მის შვილს N223-ის ნაცვლად რომ რქმეოდა სახელი მსგავსად რომელიმე ცხოველისა დათვი მგელი თუნდაც ციყვი და ვირთხა. მას ყველა ადამიანი უფრო საცოდავად მიაჩნდა ვიდრე უკანასკნელი მწერი რადგან მწერებისგან განსხვავებით ადამიანები რაღაც კანონზომიერებას ემორჩილებოდნენ სახელის რქმევაშიც კი. N68-ს ახსოვდა როგორ წაიყვანა მოხუცმა N223 კლდის სულებთან და ორი დღის შემდეგ დაბადებულ მის შვილს დაარქვაN223. ეს მუდამ ასე ხდებოდა წაიყვანდა ვინმეს კლდის სული და უახლოეს მომავალში მოვლენილი ჩვილი მის სახელს ისაკუთრებდა. დადიოდა N68 და ფიქრობდა თან თავის უზარმაზარ სხეულს ნერვიულად იქექავდა. ვერაფრით ვერ გაეგო რატომ არ შეიძლებოდა ადამიანები 365ზე მეტნი ყოფილიყვნენ. მოხუცმა თქვა რომ ამ სამყაროში მეტი საკვები არ არის და მხოლოდ 365 ადამიანს ეყოფაო თქვა და ვერავინ გაბედა მის სიტყვაში ეჭვის შეტანა. თვლაც კი მხოლოდ 365 მდე ასწავლეს N68-ს. არადა მისი გონება ფიქრობდა რომ 365-ის შემდეგ კიდევ იყო რიცხვები და ასევე ადგილი და საკვებიც ადამიანებისთვის სამოთხეში, ფიქრობდა და არ ამბობდა. სალაპარაკოდ არავის ეცალა. თუმცა ზოგიერთი მაინც ცდილობდა. მაგალითად მისი ცოლი როდესაც მეორე ბავშვი შეეძინათ და N1-მა თქვა რომ ეს ბავშვი 365-ის მერე დაიბადა და რადგან სახელები და საკვები საკმარისი არ არის ის სამოთხიდან პირდაპირ კლდის სულებთან უნდა გავაგზავნოთო. ხალხს მხიარული შეძახილი ამოხდა პატარა უსახელო კი ტიროდა, ხალხს არ ესმოდა რა იყო სატირალი როცა ის დიად სამყაროში გადაყავდა N1-ს. N68 რაღაცას განიცდიდა უნდოდა შვილის აყვანა ხელში მაგრამ ის სამოთხის მკვიდრი არ იყო. ადამიანი არ იყო სახელი არ ჰქონდა არადა მან იცოდა რომ 365-ს ჩვეულებრივ მოსდევს 366 მერე 367 და ასე შემდეგ დაუსრულებდალ შეიძლება მისი გაგრძელება იცოდა ეს სამოცდამერვემ მაგრამ საიდან? გრძნობდა. ხვდებოდა რომ არ არსებობდა არაფრის დასასრული მითუმეტეს ციფრების ადამიანების და საერთოდ სამოთხეც უსასრულო იყო ან კიდევ არსებობდა სხვა სამოთხე. ასე იყო თუ ისე იგი მუნჯივით იდგა და ელოდა როდის წაიყვანდნენ მის შვილს დიად სამყაროში. მისი ცოლი სხვაგვარად ფიქრობდა,N34 უარზე იყო მისი შვილი სადმე ბედნიერ ადგილზე გაეშვა რადგან თვლიდა მისი ბედნიერება მის ოჯახში და მის ტომში იყო. ბოლოს მოხუცმა და ბრბომ თავისი გაიტანა სამოცდამერვემ ბავშვი თავისი ხელით გამოართვა ცოლს და N1-ს გადასცა, რომელმაც იგი სწრაფად წაიყვანა აღმოსავლეთისკენ დიდი კლდისკენ. N34 ტიროდა მოთქვამდა და ეს ხალხში დიდ გაოცებას იწვევდა, წარმოუდგენელი რამ იყო ასეთი სასიხარულო ფაქტის ასე ტირილით აღნიშვნა. მისი შვილი ხომ სამოთხიდან ბედნიერ სამყაროში მიდიოდა. და მაშინ თქვა ოცდამეთოთხმეტემ „არ არსებობს სხვა სამყარო გარდა სამოთხისა, არ არსებობენ კლდის სულები ან არსებობენ და ისინი მე შვილს მართმევენ, ისინი ბოროტები არიან. მე არ ვიმუშავებ მათთვის“ N68 ფიქრობდა და ვერაფრით გაიხსენა ეს სიტყვები გაიგო თუ არა N1-მა. ფაქტია რომ კლდის სულებმა გაიგეს. გაიგეს და N34 მეორე დღესვე თავისთან დაიბარეს. როგორც N1 ამბობდა დაესიზმრა რომ კლდის სულებმა ითხოვეს ბავშვის დედის წამოსვლა დიად სამყაროშიო. N34 ისევ ტიროდა ტიროდა და არ ისვენებდა სანამ მისი ქმარი მომღიმარი სახით ბანდა მის სხეულს ასუფთავებდა თმებისგან ის მოთქვამდა. ბოლოს ქმარს ჩაეხუტა და უთხრა „სხვა სამყარო არ არსებობს ყველაფერი ტყუილია“ და ასე შფოთავდა სანამ მოხუცმა კლდის სულების გამოგზავნილი სითხე არ დაალევინა რაღაც ჯამიდან. N34-მა დალია და ჯამი ქმარს გადასცა რომელმაც ეს უკანასკნელი ქოხში შეიტანა. დახედა და ნახა რომ ბოლომდე არ დაეცალა სასმელი. N1 ცუდად გამოიყურებოდა, ახველებდა და წასვლა ცოტა გაჭიანურდა. ამასობაში N34 მოეშვა ზედმეტადაც კი. სახეზე ღიმილი დაუბრუნდა კუნთები მოუდუნდა და მშვიდად გაუყვა ბილიკს კლდისკენ. მოხუცი მას უკან მიყვებოდა. ისე ჩანდა თითქოს მოხუცი გადადიოდა სხვა სამყაროში და არა N34. შემდეგ მოხდა ის რაც არასოდეს არ მომხდარა სხვა დროს. კლდიდან დაახლოებით მაშინ როდესაც მგზავრები უკვე გამოქვაბულში უნდა ყოფილიყვნენ შემზარავი ყვირილის ხმა მოისმა. შემდეგ კვლავ განმეორდა ოღონდ მცირედად და ხალხმა იფიქრა რომ მოგვეჩვენაო. N1 აღელვებული დაბრუნდა. კითხვაზე გაიგონა თუ არა ყვირილის ხმა თავი ისე დაიჭურა თითქოს არაფერი ესმოდა, არადა N68 სახეზე ატყობდა რომ მან ყველაზე მეტი იცოდა სამოთხეში მაგრამ არავის არაფერს არ ეეტყოდა. N1 დაინტერესდა სად იყო სასმისი რითაც N34-მა დალია კლდის სულების სასმელი. სამოცდამერვემ იცრუა და სახლიდან ცარიელი სასმისი გამოუტანა ხოლო ჩარჩენილი სითხე გადაღვარა სხვა ჯამში. იხსენებდა ამ ყველაფერს N68 და ვერ ხვდებოდა რატომ უჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, რატომ არ უნდოდა წასულიყო სხვებთან ერთად სამუშაოდ. წამით შეძულდა N1, მერე მიხვდა რომ აგვიანებდა და წავიდა აივნის წინ თავისი ადგილი დაიკავა და მოემზადა დამღლელი სამუშაო დღისთვის.
ტანმაღალ  ხეებს უსუსურად აღეპყროთ ხელები შიშველ სხეულებს ცის თვალწინ ამაყად ფენდნენ. ფოთლების დაცვენა ყველამ შეამჩნია. ხოლო N1-მა იწინასწარმეტყველა თოვლის მოსვლა. მიდის სამოცდამერვე ხეებს შორის, ხმაურით არღვევს მყუროებას და ფიქრობს. მალე კლდის სულების ნაჩუქარი ცეცხლოვანი ბურთი გაცივდება. ადრინდელზე მალე გადასერავს ცას და დაიკარგება უფრო დიდი ხნით სადღაც დასავლეთით დიდ წყალში. თოვლის მოსვლა იმას ნიშნავდა რომ კლდის სულებს შეეძლოთ ადამიანთათვის შეეწყვიტათ სითბოს მიცემა. ყოველი თეთრი დილა კი თენდებოდა უდიდესი სიხარულით რომ კლდის სულები ისევ აგზავნიდნენ სითბოს და სინათლეს სამოთხეში ცეცხლოვანი ბურთის სახით. ხალხს სჯეროდა რომ თოვლი და სიცივე მხოლოდ კლდის სულების ძალის დემონსტრირება იყო, N68 კი ფიქრობდა რომ ამ მეთოდით მხოლოდ ადამიანების დამორჩილება შეიძლებოდა. ერთხელ შეგცივდებოდა და მერე მთელი თბილი პერიოდი თაყვანს სცემდი კლდის სულებს.
ასეთ ფიქრებში გართული ჩვენი გმირი მიხვდა რომ სულ მარტო იყო და ჩამორჩა ჯგუფს რომელსაც ტყეში შეშა უნდა მოეგროვებინა. მოათვალიერა ირგვლივ ყველაფერი და აღმოაჩინა რომ დაიკარგა. არაფერი არ ეცნო. ვერ მიხვდა სად იყო. აქამდე აქ არასდროს ყოფილა. მიხვდა და გაეხარდა იქნებ ვერასოდეს მიაგნოს თავის ტომს, გადაურჩება ყოველდღიურ სულელურ ქმედებებს აერიდება N1-ის სიტყვის მოსმენას, ზედმეტ მუშაობას, ხალხის უაზრო სახეებს და საერთოდაც ეს იქნება მისთვის ბედნიერება. ხეების მიღმა კლდე გამოჩნდა. ის კლდე სადაც ჩვეულებრივ სამოთხის მკვიდრნი არასოდეს მიდიოდნენ. სამოცდამერვე შიშმა აიტანა, მიუხედავად იმისა რომ აკრძალვებს არ სცნობდა და დიდად არ წამდა კლდის სულების, მაინც შეძრწუნდა როცა გააცნობიერა რომ იქ მივიდა სადაც არ შეიძლებოდა მისვლა. ყველამ იცოდა რომ აქ არ უნდა მოსულიყვნენ მაგრამ არავინ იცოდა თუ რა მოხდებოდა აქ მოსვლის შემთხვევაში. კლდის სულები გაბრაზდებოდნენ კი მაგრამ თუ ისინი არ არსებობენ რა მოხდება? და სამოცდამერვემ გადაწყვიტა გამოეცადა არაადამიანური ძალის ძლიერება. ის წავა გამოქვაბულში შეიპარება და დაელოდება როდის გაიგებენ კლდის სულები ამას. თუ ვერ გაიგეს (რისი დიდი იმედიც აქვს) ესეიგი ისინი არ არსეობენ და ყველაფერი ტყუილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები