 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 აგვისტო, 2014 |
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ...
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ, თუმც ვრწყავ ცრემლებით მიწას ქართველი, როცა ტაძარში გალობას ვისმენ, მდუმარედ ვიწვი როგორც სანთელი. წუთი - წუთს... თვე - თვეს... წელი - წელს მისდევს, ბლომად დაგროვდა გულში ნაღველი, მთელ საქართველოს ვავედრებ ქრისტეს, ბევრი კარგის თუ ცუდის მნახველი. მხურვალედ ვკოცნი ნაომარ მიწას, გათანგული ვარ ტკივილით ერის, და ვინაც წითლად შეღება რიწა - მან ამიცრემლა თვალები მერის. ეს ვეუბნები ყველა მოკეთეს: ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სათქმელი, ცხუმის მოკვეთით მკლავი მომკვეთეს და გამიბზარეს სულის სარკმელი. მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ, განაწამები მქვია ქართველი, ქართულ ტაძარში გალობას ვისმენ, ისევ ანთია ჩემი სანთელი.
მე იმ ერის ვარ...
მე იმ ერის ვარ, რომელმაც შვა ვაჟა... ილია, ლექსის მწვერვალზე აიყვანა გალაკტიონი! თუმც დღეს ქვეყანა ორ ნაწილად გაყოფილია, მაინც ამაყად იმზირება კავკასიონი! მეც იმ ერის ვარ, რომელმაც შვა მერაბ კოსტავა, თავისი ხელით გამოზარდა ცოტნე... ზვიადი! თუმც ზოგჯერ გული ქართველობის სიმწრით მოსთქვამდა, დიდგორმოგებულ საქართველოს დიდი ფრიადი!
თუმც...
ისევ გაშალა ფრთები ოცნებამ, არ გამიცრუა ქართველს იმედი! თუმც გამოცდაა ჩვენი ცხოვრება, უფლის ტაძრამდე რწმენით მივედით! თუმც მძიმე ხვედრი გვერგო ქართველებს, რწმენა ყოველთვის ძალას გვმატებდა! მჯერა: ამ წყლულებს დრო გაამთელებს და სიხარულით მივალთ ხატებთან!
ქართველო...
იყავ კეთილი... გიყვარდეს მიწა, არ გააცივო წინაპრის კერა, შენს დაბრუნებას მოელის რიწა, არ დაუკარგავს იმედი ჯერაც. იყავ ერთგული... გიყვარდეს ერი, საქართველოსთვის გიძგერდეს გული, არ გააცინო ქართველო მტერი, არ გააწბილო შენი მამული.
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე
ეჰ... ნეტავი ვინ დაგვთარსა ასე, დარუბანდის აღარ ვდგავართ კართან, ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე, რომ გვფარავდეს ღვთისმშობელის კალთა. სამებაში ისევ ვანთებ სანთელს - როგორც ერთი ქრისტიანი კაცი, დანდობისკენ მოვუწოდებ ქართველს, არ მსურს იყოს განტევების ვაცი. საქართველო გაკრულია ჯვარზე, მაგრამ მაინც ღმერთი არის ჩვენთან, გადავრჩებით დღეს თუ არა ხვალ - ზეგ, თუ ვიქნებით ძველებურად ერთად. სანამ ვცოცხლობთ - ნუ წავბილწავთ ხატებს, რწმენით დავდგეთ დარიალის კართან, ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე, რომ გვფარავდეს მარიამის კალთა.
დედაჩემი
ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში, ჩემი ჯავრით თუ დარდით კვდებოდა, მე დედა სწორედ დამაკლდა მაშინ, ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა. დღეს დედაჩემი ჩემს გულში ცოცხლობს, ჩემი გული კი უფალს უგალობს, მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო, როგორც დედაჩემს სურდა უფალო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ეს ლექსები არ ეკუთვნის "სხვა"-ს. ეს ჩვენი პოეზიაა.! ეს ლექსები არ ეკუთვნის "სხვა"-ს. ეს ჩვენი პოეზიაა.!
12. კარგებიაა ** კარგებიაა **
11. ra kargi adamiani xar otar...xmertma umravlos saqartvelos shennairi qartvelebi ....<3 ! ra kargi adamiani xar otar...xmertma umravlos saqartvelos shennairi qartvelebi ....<3 !
9. მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო, როგორც დედაჩემს სურდა უფალო ჩემი დევიზიც ეგაა, გაიხრე მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო, როგორც დედაჩემს სურდა უფალო ჩემი დევიზიც ეგაა, გაიხრე
8. დიდი მადლობა მეგობრებო... დიდი მადლობა მეგობრებო...
7. მართლაც მარგალიტის ნატეხებივით ლექსები გაქვს_ ლაკონური,კოპწია,ნათელი,სუფთა,გულწრფელი. სულაც არაა აუცილებელი ავტორს პირადად იცნობდე_ამ ნაწარმოებები მიხედვით შემიძლია ყველას სულიერი პორტრეტი დავხატო,შეუცდომლად.
მართლაც მარგალიტის ნატეხებივით ლექსები გაქვს_ ლაკონური,კოპწია,ნათელი,სუფთა,გულწრფელი. სულაც არაა აუცილებელი ავტორს პირადად იცნობდე_ამ ნაწარმოებები მიხედვით შემიძლია ყველას სულიერი პორტრეტი დავხატო,შეუცდომლად.
6. როგორი გულწრფელი ლექსებია, ყველა ლექსი ძალიან კარგია, მაგრამ დედაზე დაწერილმა ლექსმა რაღაცნაირად იმოქმედა, ძალიან ახლოს ვიგრძენი და განვიცადე თითოეული სიტყვა.
ჩემი აზრით, შენ სწორედ ისე ცხოვრობ, როგორც დედაშენს სურდა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ამიტომ უყვარხარ ყველას, ალბათ, მასაც ეს უნდოდა ზუსტად. როგორი გულწრფელი ლექსებია, ყველა ლექსი ძალიან კარგია, მაგრამ დედაზე დაწერილმა ლექსმა რაღაცნაირად იმოქმედა, ძალიან ახლოს ვიგრძენი და განვიცადე თითოეული სიტყვა.
ჩემი აზრით, შენ სწორედ ისე ცხოვრობ, როგორც დედაშენს სურდა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ამიტომ უყვარხარ ყველას, ალბათ, მასაც ეს უნდოდა ზუსტად.
5. ძალიან მომწონს შენი ლექსები ოთარ. ახლობელია თითქოს ყოველი სიტყვა და განცდა.. ძალიან ემოციურია და ....მოკლედ კარგია ძალიან. :) ძალიან მომწონს შენი ლექსები ოთარ. ახლობელია თითქოს ყოველი სიტყვა და განცდა.. ძალიან ემოციურია და ....მოკლედ კარგია ძალიან. :)
4. სამწუხაროდ ვერ ვწერ შეფასებას. დაე დარჩეს შეუფასებლად. სამწუხაროდ ვერ ვწერ შეფასებას. დაე დარჩეს შეუფასებლად.
3. 5. მომწონს ადამიანური სულისკვეთება შენს ლექსებში ოთარ. 5. მომწონს ადამიანური სულისკვეთება შენს ლექსებში ოთარ.
2. მადლობა ნინო, გაიხარე... დასავით მიყვარხარ. :-* მადლობა ნინო, გაიხარე... დასავით მიყვარხარ. :-*
1. ყოველი შენი სიტყვა გულიდან წამოსული ისე ემოციურია ცრემლს ვერ შეიკავებს ადამიანი.შენ ხარ ოქრო ადამიანი ოთარ <3 ძალიან მიყვარხარ :* ყოველი შენი სიტყვა გულიდან წამოსული ისე ემოციურია ცრემლს ვერ შეიკავებს ადამიანი.შენ ხარ ოქრო ადამიანი ოთარ <3 ძალიან მიყვარხარ :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|