ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2014


რატომ

ჩემმა სიტყვებმა,ალბათ, გდია გულის კარამდე,
სულში ჩაწვა და მარტვილობდი მერე ეულად,
მე რომ მცოდნოდა, მზისგან სითბოს მოვიპარავდი,
ან რა ვიცოდი, დარში წვიმადგადაქცეულმა,
თუ გიყვარდი და ჩემზე ფიქრში თუკი გაცივდი,
რა სევდიანი ამინდია, აღარც მოთოვა,
მოწყენილობაც თვს მაბეზრებს მთვრალი კაცივით.
ჩემ ფეხქვეშ გდია ერთი მუჭა გული და ვათბობ,
არ მინდა ჩაქრეს,რადგან დღემდე რწმენით უვლია,
რატომ ვუთხარი...დამემალა...გავანდე რატომ...
რომ ჩემს გულს უკვე სიყვარული არ შეუძლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები