ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
18 აგვისტო, 2014


შემოდგომის მიწური

შემოდგომის სურნელი,
აღებული ყანა
და ჩიტების გუნდი
შესეული ჯარად.

რთვილის მომლოდინე,
ურნაბი და ხურმა,
ხეზე ისე ჩანან,
როგორც წვრილი ხურდა.

ბოსტანს როგორც მძივები
აბნევია გოგრები,
ჭირხლის მომლოდინეა,
დრო არაა მოწყვეტის.

ბროწეული სიცილში,
წითლად კრიჭავს კბილებს,
აივანის თოკზე
ბებო ჩირებს  ჰკიდებს.

კაკლის ხეზე პაპა,
მარჯვედ იქნევს ხალას,
სეტყვასავით ცვივა,
და ადენენ ტყაპანს.

მაჭრის სუნით მთვრალი,
მიბარბაცებს მთვარე,
თუკი დაიგვიანებს,
მზე დაადებს ვალებს,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები