ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინდი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2014


ჩემი საქართველო

ნეტა ერთი მთის ნისლები დამანახვა,

დამანახა ჯიხვი კლდეზე შემართული,

ხევსურეთში ის კოშკები დამანახა

ჩემი ქვეყნის მშვენება და საგანძური.



სვანის ქალი დამანახა კოკით ხელში,

მამა-პაპის ოდისაკენ მიმავალი,

და ის სვანი ვაჯკაცები დამანახა,

სამშობლოსთვის რომ უძგერდათ მუდამ გული...



სათიბავში მთიბავები დამანახა,

მცხუნვარე მზეს არარად რომ არ აგდებენ.

დამანახა ის მთიული მოხუცები,

საკამათოდ შეყრილები ქვეყნისათვის...



იმერეთში წყალ წითელა დამანახვა,

მდუმარედ რომ მიაქცს ქვეყნის სადარდელი,

იმერელი გლეხის კაცი დამანახა,

შრომისაგან შუბლზე დანადენი.



დამანახა ტიტლიკანა ბაღანები,

ტანტალა და ტლიკინია გოგოები,

დედამისი დამანახა ტავსაფარში,

მეუღლისთვის რომ ამზადებს საგზალს ჩუმი...



მთელი ქვეყნის სალოცავებს დავლოცავდი,

მოვივლიდი ჩემი ქვეყნის მინდორ-ველებს,

მთაში სალამურის ხმაზე ფრინველებსაც,

სალამურის ტკბილი კვნესა გააჟრჟოლებთ.



როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს ქვეყანა.

აქ ვიზარდე მთელი ჩემი არსებობა.

ღმერთმა დამგმოს თუ ოდესმე დაგივიწყე,

არ მაცოცხლოს თუკი შენზე არ ვილოცე...



თეო. ტ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები