| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 1 სექტემბერი, 2014 |
აჰ, დილიდან ქოთქოთებს, ჩვენი კრუხი ქოჩორა, დაჩეკვა დაუწყია, აყრის ყველას ქოქოლას. ახლოს არვის იკარებს, გარეთა ყრის ნაჭუჭებს, ახლად გამოჩეკილებს, უმალ ფრთის ქვეშ აქუჩებს. არც ერთი არ გაალაყა, გაგვიხდა გმირი დედა, საღამოსკენ გადმოსხა, დაჰკანკალებს ფეთავს. ო, რამდენი საქმე აქვს, არ უჯერებს სულ ყველა, ზოგი ისე შორს მიდის, საბუდარს აგნებს ძნელად. მხოლოდ ერთი ყელტიტველა არ შორდება მის დედას, მუდამ ცივა, მობუზულა, ყელზე აყრის სულ ეკალს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაუშავს, კრუხი და წიწილები , მშვენივრები არიან. არაუშავს, კრუხი და წიწილები , მშვენივრები არიან.
2. ვათანხმები ირინკას,საკმაოდ რთული მელოდია აქვს ამ ნაწერს ბავშვებისთვის! ვათანხმები ირინკას,საკმაოდ რთული მელოდია აქვს ამ ნაწერს ბავშვებისთვის!
1. თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, არაუშავდა და მერე სასტიკად აურიე ავტორო, საბავშვო ლექსში რიტმი არ უნდა ირეოდეს, წყალივით უნდა მირაკრაკებდეს და რითმებიც ასევე უმარტივესი უნდა იყოს რომ ბავშვებმა აღიქვან და დაიმახსოვრონ.
მოკლედ არ მომეწონა თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, არაუშავდა და მერე სასტიკად აურიე ავტორო, საბავშვო ლექსში რიტმი არ უნდა ირეოდეს, წყალივით უნდა მირაკრაკებდეს და რითმებიც ასევე უმარტივესი უნდა იყოს რომ ბავშვებმა აღიქვან და დაიმახსოვრონ.
მოკლედ არ მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|