ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საბუ
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2014


თუნდაც...

ხდება ხოლმე, ზოგჯერ გული იყინება,
მერე დნება, როგორც თოვლის გუნდა...
მე მჭირდება ერთი პეშვი ყურადღება,
იყოს ნაკლზე მითითება, თუნდაც...

ანდრომედას ნისლეულზე ვმოგზაურობ,
ხალხი?
  ხალხი აქედანაც ბრბოა...
და ცხოვრებაც მგზავრობაა უსასრულო,
ერთადერთი მბრძანებელი დროა...

დრო, რომელშიც შეგხვდი ასე იმპულსიანს,
ან რომელშიც გავიხლიჩეთ ორად...
მე შევქმენი სიყვარულის ილუზია
და ვფიქრობდი - "ვიქცეოდი სწორად".

მომწყინდება მგზავრობა და სიარული
და დავდნები, როგორც თოვლის გუნდა...
მე მჭირდება ერთი ციცქნა სიყვარული...
ზღვის მსურველებს სანაპიროც უნდათ!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები