| ავტორი: ფე ჟანრი: პროზა 4 სექტემბერი, 2014 |
.შემოდგომაა. ქალები წაბლის ასაკრეფად გაემგზავრნენ. ზანიკო, თამუნა და ლილი. შეუყვნენ ტყის ბილიკს. ათ კილომდე რომ შეაგროვეს, თავს წამოადგათ ჟორია. -ქალებო, მე ვიცი კაი ადგილი, წუთში გაავსებთ ტომრებს-. გაეხარდათ ქალებს, მაგისთვის არიან ტყეში წამოსულები. პირველ რიგში ჟორიამ ტომრები ჩამოართვათ და ხეზე დაკიდა დაგამძიმებთო. გააგრძელეს გზა. წინ მიდის ზანიკო, მერე თამუნა, ბოლოს ლილი. გზადაგზა მოიხედავს ჟორია და გამოელაპარაკება ზანიკოს. -ბიძიშვილო, სადაა ი ქალი?!- ი ქალი ლილია. გახედავენ- მოდის, მოდისო. გააგრძელებენ გზას. მოიხედავს ისევ ჟორია, შეეკითხება ბიძიშვილს:- სადაა ი ქალი?! და ამ კითხვა კითხვით კი აღმოჩნდებიან დათქმულ ადგილზე. - მიგვიყვანა ხევთან- ყვება ლილი- თვალთან თითს ვერ მიიტან. ჩაგვიყვანა ხეობაში. უკუნი... დღე თუა ვერ იფიქრებ,, წაბლს კი არა კამეჩი რო ეყაროს იმას ვერ აკრეფ. დავბრუალობთ უთავბოლოდ. - ჰე, ქალებო ახლა, მიყევით და კრიფეთ ჭიჭო- ჭიჭოთ. - ვიხედებით აცა- ბაცა, რა ვკრიფოთ, ვეკითხებით ერთმანეთს. -ზოგი ამ მთას მიეფინეთ, ზოგი იმ მთას მიეფინეთ, ზოგი ჩემთან წამოდით და ზოგი ადგილზე დარჩით.- ( სულ სამნი არიან) ამ კაცმა ან მიფენა არ იცის რა არის და ან წაბლი. ძლივს ამოვფორთხდით იქედან. ის წაბლი და ის ხე ვეღარ ვიპოვეთ. მივლასლასდით შინ ცარიელები. მართალია, ჟორია კარგი მეგზური ვერ გამოდგა ,მაგრამ საუკუნის ფრაზა ხომ თქვა. რამდენი მთას დავინახავ, სულ ლილი, ზანიკო და თამუნა მგონია ზედ მიფენილი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგად უთქვამს ჰარირამას :)
კარგად უთქვამს ჰარირამას :)
4. რავი მეც გულით გამეცინა...ლილიზანიკოთამუნა მიფენილ მთებზე...:))) ჟორიე, როგორც ეტყობა სოფლის "სულელია"...:) ჰოდა ასე ცხვრებივით ხომ გაყვნენ და თანაც მთებს მიაფინა...:)) რავი მეც გულით გამეცინა...ლილიზანიკოთამუნა მიფენილ მთებზე...:))) ჟორიე, როგორც ეტყობა სოფლის "სულელია"...:) ჰოდა ასე ცხვრებივით ხომ გაყვნენ და თანაც მთებს მიაფინა...:))
3. მე მომწონს:) სხვანაირად აუნდოდამ ყველაფერს დანახვა მე ასე მგონია, პრეტენზიების გარეშე. უბრალოდ გარეტ რომ გამოხვალ და შემოდგომის თბილი Dრეა, რამეს კი არ ელოდები , უბრალოდ კარგი Dრეა:) აი ესეთია მე მომწონს:) სხვანაირად აუნდოდამ ყველაფერს დანახვა მე ასე მგონია, პრეტენზიების გარეშე. უბრალოდ გარეტ რომ გამოხვალ და შემოდგომის თბილი Dრეა, რამეს კი არ ელოდები , უბრალოდ კარგი Dრეა:) აი ესეთია
2. მართალია არაჩვეულებრივი წევრი უფრო რაღაც ამბის გახსენებაა, რომელიც სასაცილოც და ტკბილად მოსაგონიც ამ ამბის შემსწრეთათვის იქნებოდა
რატომღაც ფე-სგან მეტს მოველი :) მართალია არაჩვეულებრივი წევრი უფრო რაღაც ამბის გახსენებაა, რომელიც სასაცილოც და ტკბილად მოსაგონიც ამ ამბის შემსწრეთათვის იქნებოდა
რატომღაც ფე-სგან მეტს მოველი :)
1. ეს რა არის? არ არის ეს არც პროზა, არც იუმორისტული და არც კარგი ნაწერი არ არის ეს.
ფე :) ეს რა არის? არ არის ეს არც პროზა, არც იუმორისტული და არც კარგი ნაწერი არ არის ეს.
ფე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|