გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი, ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა, მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი ახალგაზრდებმა. დრო შეიცვალა, რაც გინდა იყოს, ახლა ვარსკვლავებს უკუღმა ვითვლით, მხოლოდ ოთახში ვაღვივებთ სითბოს, ცივი ხელები დაგვაქვს ქუჩაში, დაგვაქვს და მიგვაქვს ვინმე ნაცნობთან, გამთბარ ხელებში ძალით ვატენით, რომ უფრო კარგად იგრძნოს ახლოდან სიცივე, როგორც ბოლო ნუგეში. რომ უფრო მეტად მოკლას სინდისი საკუთარ თავში და მერე მშვიდად, ფსკვნილზე დამარცვლოს ცოდვა იმისი, ვინც ვერ შეიგრძნო მადლი და წმინდა- ვინც ვერ დაბადა სულში განცდები. ცხოვრება კიდევ როგორც კაუჭი, გამოდებული გაცრეცილ მხრებზე, ყველა დავკარგეთ, ვინც წინ გავუშვით, უკან დასახევ ბილიკებს ვეძებთ. მიწიდან გვესმის ძვლების ამბოხი, და არ გვაწუხებს ისევ და ისევ, დედისერთაა ჩვენი სამშობლო და ბრძოლის ველზე გაშვება გვიწევს. გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი, ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა, მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი ახალგაზრდებმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი, ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა, მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი ახალგაზრდებმა. ^_^ გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი, ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა, მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი ახალგაზრდებმა. ^_^
8. ძალიან კარგად შევაფასებდი რომ არა ორი ადგილი სადაც ცუდი გადასვლებია და საერთო რიტმს აფუჭებს. 4 ძალიან კარგად შევაფასებდი რომ არა ორი ადგილი სადაც ცუდი გადასვლებია და საერთო რიტმს აფუჭებს. 4
7. ძალიან...:-* მომწონს ეს ავტორი, თითქოს სათქმელს არ ამბობს ბოლომდე, მაგრამ მე მშვენივრად მესმის ეს პროტესტიც და სულისკვეთებაც...:) გაღმა მხარეს მზე არ დაირწევა მართლაც, ჩვენ თვითონ თუ არ გამოვედით სიბნელიდან...მარტო ოთახში თუ გავითბეთ ხელები და ქუჩაში გაყინულბმა ვიარეთ, მზე რას გვიშველის... 555 ძალიან...:-* მომწონს ეს ავტორი, თითქოს სათქმელს არ ამბობს ბოლომდე, მაგრამ მე მშვენივრად მესმის ეს პროტესტიც და სულისკვეთებაც...:) გაღმა მხარეს მზე არ დაირწევა მართლაც, ჩვენ თვითონ თუ არ გამოვედით სიბნელიდან...მარტო ოთახში თუ გავითბეთ ხელები და ქუჩაში გაყინულბმა ვიარეთ, მზე რას გვიშველის... 555
5. მიწიდან გვესმის ძვლების ამბოხი, და არ გვაწუხებს ისევ და ისევ, დედისერთაა ჩვენი სამშობლო და ბრძოლის ველზე გაშვება გვიწევს. ...... ეჰ ბრატუხა , ბრატუხა .... !!! მიწიდან გვესმის ძვლების ამბოხი, და არ გვაწუხებს ისევ და ისევ, დედისერთაა ჩვენი სამშობლო და ბრძოლის ველზე გაშვება გვიწევს. ...... ეჰ ბრატუხა , ბრატუხა .... !!!
4. მხოლოდ ოთახში ვაღვივებთ სითბოს, ცივი ხელები დაგვაქვს ქუჩაში, +5 მხოლოდ ოთახში ვაღვივებთ სითბოს, ცივი ხელები დაგვაქვს ქუჩაში, +5
3. ჩემე პირველი ხუთი ქულა ძალიან ღირსეულად დავხარჯო უნდა
:) ჩემე პირველი ხუთი ქულა ძალიან ღირსეულად დავხარჯო უნდა
:)
2. +2 მომეწონა ! +2 მომეწონა !
1. "ყველა დავკარგეთ, ვინც წინ გავუშვით,"
ხომ ვთქვი - ეს ბიჭი განცდებს ისეთ ფრაზებად აქცევს , თან რომ აგედევნებიან.
ლექსი რაზეა, მთლად კარგად კი ვერ მივხვდი, ისე :)
"ყველა დავკარგეთ, ვინც წინ გავუშვით,"
ხომ ვთქვი - ეს ბიჭი განცდებს ისეთ ფრაზებად აქცევს , თან რომ აგედევნებიან.
ლექსი რაზეა, მთლად კარგად კი ვერ მივხვდი, ისე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|