ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2014


უღმერთობა

ზეცას ჩამოენგრა სილურჯე და
ქვეცამ დაღამება დაიხურა,
სული უგუმბათოდ დარჩენილი
ითმენს უღმერთობის ალიყურებს,

აღარც პირჯვრისათვის თითები და
აღარც მეტანიის მუხლები გვაქვს,
ზეცამ მოიფერთხა ნათელი და
ირგვლივ უწმინდური ნისლებია,

ქვემოთ, ჩავუყვებით ტროტუარებს,
მაჯებს დაუგროვდათ ტკივილები,
ძარღვებს უსისხლობა შეუჩნდათ და
ქუჩებს აობებულს შევეხიზნეთ,

ზეცა უღელივით დაგვებჯინა,
სუნთქვა დაეხეთქა ამ ნაპირებს
და კვლავ ხორცშესხმული ღმერთი გვინდა
თუ კი გადარჩენას დავაპირებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები