რატომაა, რომ შვილები ყოველთვის უმადურები ვართ? ამბობენ, მშობლებს შვილები ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართო და პირიქით, შვილებს მშობლები - ყველაზე ნაკლებად. ასეა? არ მგნონია. ჩემთვის არა. ჩემთან არა. ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი. ისინი ყოველთვის მაძლევენ საჭმელს და მომცეს ეს ნოუტბუკიც. ისინი მაძლევენ ფულს, რომ ვიყო ჩვეულებრივი მოზარდი, ჩვეულებრივი სტუდენტი : დღეში 5 ლარი , საკმაოდ კარგია, არა? რას იტყვით? სამაგიეროდ: მათ არასდროს უკითხავთ როგორ ვარ, რამე ხომ არ მჭირდება, ვინ მიყვარს..არ მოუციათ რჩევა (არასდროს დ არაფრის შესახებ) , რომელსაც ავიტანდი და მით უმეტეს გავითვალისწინებდი. მარტო სულელური, არაფრისმთქმელი და დაზეპირებული (როგორ გავზარდოთ შვილი ისე, რომ არ გაგვიბოზნარკომანდეს). ჩემი სახლი ციხეა, სადაც სულ ქარია. ქარს ხმები მოაქვს და მიწა , რმელიც თვალებში გეყრება და გატირებს. ცრემლებიც ჩუმი უნდა იყოს და ბალიშმა შეიწოვოს. სიწყნარე-მეთქი! სახლია თუ საგიჟეთი?! ხმა ჩაიწყვიტეთ! მე აუცილებლად უნდა ვიყო 12 საათამდე სახლში და წელიწადში მხოლოდ ორჯერ შემიძლია მეზობელ კორპუსში მცხოვრებ მეგობართან დარჩენა (სანამ გათხოვდები, სახლში იქნები და მერე შენმა ქმარმა გდიოს!) . მე არ შემიძლია ვიყო ბედნიერი კარავში ძილით (შენ ნორმალური თუ ხარ?) გაიცანით, ეს მამაჩემია! ბატონი მამა - პროფესორი, მუდამ თავის ფორმულებს ჩაჰკირკიტებს ან ეზოს ძმაკაცებთან ერთად სვამს. მამა, რომელიც ასე თუ ისე, კარგი ტიპია და გიყვარს მართლა...გეყვარებოდა, რომ არ ყვიროდეს და იგინებოდეს ქუჩის ბინძური ლოთივით. მამა, რომელიც შვილის თმის გადაწითლებას მანამდე ვერ ამჩნევს , სანამ არ გააჩერებ და ეტყვი, შემოგხედოს ! ასევე პირსინგს. ის ან ტელევიზორს უყურებს, ან ჭამს, ან კომპიუტერს უზის და ანგარიშობს ან ბღავის და ყველას გვაგინებს იმის გამო, რომ კარაქი საკარაქეში არ დევს ( ეს ვის გადავეყარე, რა ჯიშისა ხართ?!) ის ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს. საშინელია, საზიზღარია. მე მძულს მამა. შესაბამისად მეც ყიამყრალი, ბრაზიანი ვარ და ჩემი მოთმინების უნარი ნულია. არავითარი ყლეობის მოთმენა არ შემიძლია და მზად ვარ უახლოეს მეგობარს ან ‘მას“ სამუდამო დეპორტი ჩავურტყა ჩემი გულიდან ნა ხუისკენ წვრილმანის გამო. ყოველ მომდევნო დღეს მე ვხდები უარესი, ვიდრე მგონია და ვაღიარებ. ეს ძალიან მაღელვებს, მაგრამ ვერაფერს ვშველი. სოფლის პრუტუნა მღვდელი იტყოდა, სატანა ჩაუსახლდაო. მე არც რწმენა მაქვს, არც იმედები, არც ამბიციები - ჩემს სათვალეს ვარდისფერი არც კი დაჰკრავს. ოცნებები? კი... ნერვებმომშლელი, უაზრო ლივლივი ღრუბლებში. ფიქრს მირჩევნია ყველა ამერიკულ მელოდრამას ვუყურო . ჩემი გულისცემა ნელია და სუსტი, არასდროს მესმის და ვერც ვგრძნობ. სიბრაზის გარდა , მგონი არც შემომრჩა ემოციები. რა ვქნა ? კითხვა, რომელსაც ყოველ დღე ვუსვამ თავს. რა ვქნა? -პასუხი არ არის. დედა - როცა გაბრაზებული არაა, საყვარელი ქალია. მართალია ისიც კომუნისტია და ბრმადმორწმუნე, ეზიზღება ცხოველები და საშინლად აინტერესებს რას იტყვის მეზობელი ციცო მის ქალიშვილებზე, მაგრამ მაინც ვეწყობი. მას შევუთანხმდი ორჯერ და ღამისთევით წავედი ლაშქრობაზე. თუნდაც ამის გამო მიყვარს . ბედნიერების უფლება მომცა. აუ, დავიღალე.. ან საერთოდ, რაში გაინტერესებდათ ეს ჩემი სლუკუნები, ისედაც იცით რა და როგორ. თქვენც მე არ ხართ?! კი .
ჰო..აი, მე მკითხა და სიცილი და ტირილი ერთად დავიწყე ლამის, მაგრამ არას თქმა და ოთახში შესვლა ვამჯობინე. მეძახდა მერე , მოდი , დამელაპარაკე, შვილი არ ხარო?! ... ((
არა მგონია, ირინკა. უბრალოდ, არ ვაინტერესებ, როგორც ასეთი :D ჰეჰ

ბედნიერი ხარ? - ეს კითხვა ძალიან ჰოლივუდურია ;დ ფილმების გარდა მგონი არავისგან მომისმენია ;დ ვერც კი წარმომიდგენია მამაჩემმა ეს როგორ უნდა თქვას ;დ უფრო ასე იცის ხოლმე - რამე ხომ არ გიჭირს ? ;დ
ბედნიერი ხარ? - ეს კითხვა ძალიან ჰოლივუდურია ;დ ფილმების გარდა მგონი არავისგან მომისმენია ;დ ვერც კი წარმომიდგენია მამაჩემმა ეს როგორ უნდა თქვას ;დ უფრო ასე იცის ხოლმე - რამე ხომ არ გიჭირს ? ;დ
მე შენ ვარ , მაგრამ განსხვავებები არის :დ ბიჭის შემთხევაში ცოტა სხვანაირადაა საქმე. "შენ სასახელო ბიჭი უნდა გაიზარდო" , "შენ ხარ ჩემი ინვესტიცია ,რომელმაც უნდა გამიმართლოს", " შენ უნდა ამოგვიყვანო ამ წუმპიდან", "შენ უნდა მაბლატაო" , "შენი იმედი მაქვს". ეს ისაა რასაც მთელი ცხოვრება ვისმენ. ეს ყველაფერი კისერზე მძიმედ გაწვება. თურმე შენ ყოფილხარ იმედი და მესია :დ არავინ არ გეუბნება : რაც გინდა ის ქენი, მტავარია ბედნიერი იყო. მამაჩემი არც იგინება ,არც ჩხუბობს, უბრალოდ მთელი ბავშვობა ყურადღებას არ მაქცევდა,( ალბათ იმიტომ ,რომ ძალიან ახალგაზრდა იყო მე რომ გავჩნდი) . ხოდა ახლა მოეძალა მამობრივი გრძNბები და ცდილობს ჩემთან საერთო ენის გამონახვას , მარა უკვე გვიანია. რაღაც ფეხბურთს ვუყურებ და მოდის , მიჯდება და სულელურ კითხვებს მისვამს: ლამპარდი მაგარია ხო? - ხო. რონალდო არაა? - რა რონალდო, პრემიერ ლიგაა ეს! ხო ვიცი რო ტიპს იმენა კიდია ეს ფეხბურთი და თვალთმაქცობს მაინც :დ ეს ამაზრზენია , ვერ ვიტან :დ