ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2014


√v^√v^√

მე გულისცემის ჩანაწერს ვუსმენ,
რადგან არავის გულის მოხელთება არ შეიძლია,
ჩემისაც კი .
ვაყურადებ, ვეხები, მაგრამ არ მესმის და ვერ ვგრძნობ.
რა უცნაურია...
არა და, ადრე, სულ ცოტა ხნის წინ, მეგონა საგულე გამეხეოდა
და იქიდან ცისარტყელად ამოიფრქვეოდა, ტალღებად,
როგორც ჰაერში ნასროლი საღებავის ქულები
ფერადად გაიბნეოდა და ყველა დაინახავდა,
როგორი კარგი იყო ის, რასაც მე ვგრძნობდი .

არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა,
ამაზე რომ ვფიქრობ.
ამბობენ ბავშვები შიმშილით იხოცებიან,
მშრალი, ხორკლიანი კანი უწყლობისგან ვეღარ ასუნთქებთ,
ჩაის ხელით კრეფენო მწველ მზეში, საათობით
და მარწყვის ნაყინზე ოცნებობენ...
მე კი - ღამით არ მაძინებს იმაზე ფიქრი,
რომ პარაშუტით ვერ გადმოვხტები ჰიმალაიდან
და ჩემი პულსი იქნება სულ ასე მშვიდი და ნელი.

როგორი უგემურია ხანდახან ყველაფერი - ნელთბილ ყავასავით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები