 | ავტორი: კვეზალი ჟანრი: პროზა 17 სექტემბერი, 2014 |
გაიგე, რომ გუშინ საღამოს ლამაზმანს კოლგოტზე წასვლია თვალი?
გაიქეცი! გაექეცი დედის თვალებს. არ შეხედო, მის გადატყავებულ ხელებს. გაექეცი ცოლის თვალებს, რომელმაც რა ხანია ყველა სამკაული გაყიდა, ოქროს რგოლის გარდა. იმასაც ნელ-ნელა, გრამ და გრამ ყიდის. გაექეცი შვილის თვალებს, არ შეხედო სხვის ფეხზე დაძველებულ და მისთვის ახალ ფეხსაცმელს. გაექეცი დაკარგული მეგობრების თვალებს. ირბინე ტროტუარზე გარდი-გარდმო . მაინც რამდენი არიან, თუ იყვნენ...
ეკლესიასთან კი ზის მათხოვარი: ,,გაიღეთ მოწყალება!,,
ითამაშე უკანასკნელი გროშებით! იკაიფე უკანასკნელი გროშებით. იკაიფე, თუ აკაიფე... ჯერ ხომ დედაშენის ყველა თითი არ ჩამპალა სხვისი ბინძური თეთრეულის რეცხვაში. ჯერ ხომ შენს ცოლს ათი გრამიდან დარჩენილი ორგრამიანი ბეჭედი არ მოუხსნია, თუ არ შემოდნობია. ჯერ ხომ შენს შვილს ჰყავს ნათესავები, რომლებიც მათი შვილების გამონაცვალ ფეხსაცმელს გაიმეტებენ. ჯერ ხომ შემოგრჩა ბავშვობის მეგობარი, რომელმაც ვერა და ვერ გადაგაგდო.
კაზინოს შეფი კი იცინის, იცინის, იცინის... გვერდით მჯდომ ლამაზმანს შენს ნაყიდ კოლიეს უკეთებს და შენი ნაყიდი მანქანით , შენს ნაყიდ ბინაში მიჰყავს.
მათხოვარს, სახელად ,,გაიღეთ მოწყალება,, მუდამ თავს არიდებ, არიდებ გვერდს და არიდებ ქუჩას. და თითქოს ჯიბრზე, სხვა მოსახვევში გხვდება. რა გამოლევს მათხოვრიან მოსახვევებს, რომლებიც მუდამ გახსენებენ, რა კაცურად ჟღერს ,,გაიღეთ მოწყალება,, შენს ,,ფული მასესხესთან,,.
კაზინოს შეფის საყვარელს წუხელ კოლგოტი გახევია, შენს ნაყიდ საწოლზე. კოლგოტი ფული ღირს. შეფი კი იცინის, იცინის , იცინის... გელოდება. გაიქეცი! ეს შენ ნამდვილად კარგად გამოგდის.
P.S.სიცილით არ კვდებიან. P.P.S. შენი შვილი რა ხანია შენთან ერთად სახლობანას თამაშზე ოცნებობს. თამაშზე, სადაც შენ მამა იქნები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. დამახრჩო ამ ნაწერმა !
ძალიან კარგად გადმოცემული განცდები და რეალობა <3 დამახრჩო ამ ნაწერმა !
ძალიან კარგად გადმოცემული განცდები და რეალობა <3
10. ყველა ნაწარმოები წავიკითხე და მათ შორის ძალიანი, ძალიანი მომეწონა ეს ლაკონიურად გადმოცემული პრობლემა. კარგად აზროვნებს ავტორი!
შეფი კი იცინის, იცინის, იცინის...
ყოჩაღ! ყველა ნაწარმოები წავიკითხე და მათ შორის ძალიანი, ძალიანი მომეწონა ეს ლაკონიურად გადმოცემული პრობლემა. კარგად აზროვნებს ავტორი!
შეფი კი იცინის, იცინის, იცინის...
ყოჩაღ!
9. არადა ხო გადაღეჭილი თემაა, გადაღეჭილი პარალელებით, მაგრამ მაინც არ იყო ცუდი =) არადა ხო გადაღეჭილი თემაა, გადაღეჭილი პარალელებით, მაგრამ მაინც არ იყო ცუდი =)
5. სხვაში არ იყო? გადმოიტანე? ჯონათანს შემოვყევი და შეფასება რომ არ დამხვდა ჩემი გამიკვირდა, ჰოდა ან გადმოგიტანია ან წეღან ავურიე რამსები. მოკლედ 5 და მაინც პოეზია უფრო მოუხდებოდა :) სხვაში არ იყო? გადმოიტანე? ჯონათანს შემოვყევი და შეფასება რომ არ დამხვდა ჩემი გამიკვირდა, ჰოდა ან გადმოგიტანია ან წეღან ავურიე რამსები. მოკლედ 5 და მაინც პოეზია უფრო მოუხდებოდა :)
4. ჰო, ჰო, ჰო......
ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ ეს ავტორი მომწონს.
ჰო, ჰო, ჰო......
ჯერ კიდევ როდის ვთქვი, რომ ეს ავტორი მომწონს.
3. მადლობა, არაჩვეულებრივო და იოჰან ) მადლობა, არაჩვეულებრივო და იოჰან )
2. არ ვიცი რა დაწერე მაგრამ ძალიან კარგი ვერლიბრია :) არ ვიცი რა დაწერე მაგრამ ძალიან კარგი ვერლიბრია :)
1. დააა.... მთლიანობაში იმოქმედა ამ ნაწერმა,მაგრამ ცოტა უფრო ვერლიბრია მგონი,ვიდრე პროზა... ან უკეთესად რომ ვთქვა, ვერლიბრის სახე რომ მიგეცა უკეთესი იქნებოდა.
"გაიქეცი! გაექეცი დედის თვალებს. არ შეხედო, მის გადატყავებულ ხელებს. გაექეცი ცოლის თვალებს, რომელმაც რა ხანია ყველა სამკაული გაყიდა, ოქროს რგოლის გარდა. იმასაც ნელ-ნელა, გრამ და გრამ ყიდის. გაექეცი შვილის თვალებს, არ შეხედო სხვის ფეხზე დაძველებულ და მისთვის ახალ ფეხსაცმელს. გაექეცი დაკარგული მეგობრების თვალებს. ირბინე ტროტუარზე გარდი-გარდმო . მაინც რამდენი არიან, თუ იყვნენ..."
ამ ნაწილზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა... ოჯახი ერთი მთლიანობაა და დღეს ქართველებს გენდერულ თანასწორობაზე გვაქვს პრეტენზია, ამიტომ თუ ქმარი უვარგისია,არ უნდა იყოს ის მიდგომა_ოჯახს ვერ არჩენს... და ამის გამო ცოლმაც ხელები არ უნდა დაიკრიბოს. ეს ჩემი აზრია...
აი ამის შემდეგ რაც გიწერია გაცილებით მეტად მომეწონა და მხოლოდ ის რომ წერებულიყო მაინც დაგიწერდი ხუთიანს. ახლაც გიწერ.
და კიდევ ვფიქრობ,რომ კარგად წერ. ასე განაგრძე დააა.... მთლიანობაში იმოქმედა ამ ნაწერმა,მაგრამ ცოტა უფრო ვერლიბრია მგონი,ვიდრე პროზა... ან უკეთესად რომ ვთქვა, ვერლიბრის სახე რომ მიგეცა უკეთესი იქნებოდა.
"გაიქეცი! გაექეცი დედის თვალებს. არ შეხედო, მის გადატყავებულ ხელებს. გაექეცი ცოლის თვალებს, რომელმაც რა ხანია ყველა სამკაული გაყიდა, ოქროს რგოლის გარდა. იმასაც ნელ-ნელა, გრამ და გრამ ყიდის. გაექეცი შვილის თვალებს, არ შეხედო სხვის ფეხზე დაძველებულ და მისთვის ახალ ფეხსაცმელს. გაექეცი დაკარგული მეგობრების თვალებს. ირბინე ტროტუარზე გარდი-გარდმო . მაინც რამდენი არიან, თუ იყვნენ..."
ამ ნაწილზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა... ოჯახი ერთი მთლიანობაა და დღეს ქართველებს გენდერულ თანასწორობაზე გვაქვს პრეტენზია, ამიტომ თუ ქმარი უვარგისია,არ უნდა იყოს ის მიდგომა_ოჯახს ვერ არჩენს... და ამის გამო ცოლმაც ხელები არ უნდა დაიკრიბოს. ეს ჩემი აზრია...
აი ამის შემდეგ რაც გიწერია გაცილებით მეტად მომეწონა და მხოლოდ ის რომ წერებულიყო მაინც დაგიწერდი ხუთიანს. ახლაც გიწერ.
და კიდევ ვფიქრობ,რომ კარგად წერ. ასე განაგრძე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|