მე ამელი ვარ მონპელიედან..ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ,აი ისეთი ჩვეულებრივ სკოლებში რო სწავლობენ..მეც სხვა გოგონებივით დავდივარ სკოლაში,ოღონდ ჩემი კლასელი გოგონებისგან განსხვავებით ფლეიტაზეც ვუკრავ...კიდე ძალიან მიყვარს შოკოლადები და ფრანგი გოგოსაგან რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ,სულაც არ მიყვარს კრუასანები...მაქვს წითელი ან უფრო ცეცხლისფერი,ბურბუშელებივით თმები,სახეზე და მხრებზე სულ ყვითელი ჭორფლები მაყრია,მზემ მაჩუქა..ჰოო,მზემ..სკოლაში გოგონები დიდხანს დამცინოდნენ,მაგრამ მერე პიტერი გადმოვიდა ჩვენს კლასში,ყველაზე სიმპატიური ბიჭი მთელ სკოლაში და ჩემს გვერდით დაჯდა,რა ლამაზი თმები გაქვსო მითხრა...ამის მერე ყველა გოგო ჩემნაირ თმებზე ოცნებობს,მაგრამ მზემ მხოლოდ მე მაჩუქა...თავზე სულ ფერადი ქუდები მაფარია,ბევრი მაქვს,სხვადასხვა ფერის,როგორ ხასიათზეც ვარ,იმ ფერის ქუდს ვიხურავ ხოლმე,წინდებსაც ისეთივეს ვიცმევ,მოვიკიდებ ჩანთას და სკოლაში გავრბივარ.. სახლში მე და მამა ვცხოვრობთ,დედა დიდი ხანია წავიდა,არც კი მახსოვს როგორია..მამა იშვიათად ლაპარაკობს დედაზე,არც მე ვეკითხები,არ მინდა ზედმეტი კითხვებით თავი მოვაბეზრო..ჩვენ ორნიც ძალიან ბედნიერები ვართ..მამა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,მაგრამ ხშირად სევდიანია,მგონი ჩუმად ლექსებსაც წერს,მაგრამ არ ამბობს,ალბათ ოდესმე მანახებს თავის ლურჯ ბლოკნოტს,უჯრაში რო მალავს..გონია ვერ ვხვდები.. ჩვენ ხშირად დავდივართ კინოში,ვყიდულობთ ბევრ პოპკორნს და ვუყურებთ საბავშვო და სასაცილო ფილმებს..ხანდახან ისეც ხდება,სერიოზული ფილმი გადის,მაგრამ გვწყინდება და შუა ფილმის დროს გამოვდივართ,პოპკორნს ჩიტებს ვუყრით და ვუყურებთ როგორ გახარებული კენკავენ..მერე დიდხანს ვსეირნობთ,მე ასკინკილით მივყვები მამას და ბევრს ვლაპარაკობ..მამა არასოდეს მეუბნება-გაჩერდი,რამდენს ლაპარაკობო..ხან თვითონაც პატარა ბიჭივით იქცევა და ორივე ბევრს ვიცინით....მოკლედ არც ისეთი სერიოზულია,როგორც სხვა მამები,მხოლოდ მაშინ,როცა მე და პიტერი გასეირნებას გადავწყვეტთ,წარბებს შეიკრავს,პიტერს ხელს ჩამოართმევს და ეტყვის:აბა შენ იცი,ემილის მიხედე! და თვალს ჩაუკრავს.. პიტერი?.....პიტერზე აუცილებლად მოგიყვებით..ოღონდ ეხლა უნდა გავიქცე,მუსიკის მასწავლებელი მოვიდა.....შეხვედრამდე....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მონპელიე.ამელი.ემილი. მონპელიე.ამელი.ემილი.
16. მეც პატარა ასაში ვწერდი დღიურს და მერე მთელი ცხოვრებაც))) მადლობა რომ შემოიხედე ანა ;) მეც პატარა ასაში ვწერდი დღიურს და მერე მთელი ცხოვრებაც))) მადლობა რომ შემოიხედე ანა ;)
15. პირობას უმეტესად ვასრულებ ხოლმე, მით უფრო სასიამოვნოს) პირობას უმეტესად ვასრულებ ხოლმე, მით უფრო სასიამოვნოს)
14. "ცეცხლისფერი ბურბუშელებივით თმა" - სუბიექტურად მომწონს) დღიურს ვწერდი 15 - ის არა, 11 წლის ასაკში 15 -ისა უღელზე ვწერდი უკვე)) ჰოდა, რას ვამბობდი, დღიურის წერა ძალიან მიჭირდა. სულ მინდოდა ფაქტები შემეცვალა, ისე აღვწერდი და გავაზვიადებდი ხოლმე მომხდარს, მისხალითღა რჩებოდა ხოლმე რეალობასთან ან პირიქით ისე ზუსტად, რომ მეტყველების ნაწილების ერთობლიობა ხდებოდა) ეს დღიური კარგად იკითხება, გავაგრძელებ) მუსიკის მასწავლებელთან გაქცევა მეხელოვნურა, შეიძლებოდა პიტერის ხსენებაზე უბრალოდ ოცნებაში გაქცეულიყო) "ცეცხლისფერი ბურბუშელებივით თმა" - სუბიექტურად მომწონს) დღიურს ვწერდი 15 - ის არა, 11 წლის ასაკში 15 -ისა უღელზე ვწერდი უკვე)) ჰოდა, რას ვამბობდი, დღიურის წერა ძალიან მიჭირდა. სულ მინდოდა ფაქტები შემეცვალა, ისე აღვწერდი და გავაზვიადებდი ხოლმე მომხდარს, მისხალითღა რჩებოდა ხოლმე რეალობასთან ან პირიქით ისე ზუსტად, რომ მეტყველების ნაწილების ერთობლიობა ხდებოდა) ეს დღიური კარგად იკითხება, გავაგრძელებ) მუსიკის მასწავლებელთან გაქცევა მეხელოვნურა, შეიძლებოდა პიტერის ხსენებაზე უბრალოდ ოცნებაში გაქცეულიყო)
12. დაბლოკილია და... დაბლოკილია და...
11. ეს მწერლის დაწერილი ხო არაა,სულ რაღაც 15 წლისაა)))))) ეს მწერლის დაწერილი ხო არაა,სულ რაღაც 15 წლისაა))))))
10. "კიდე ძალიან მიყვარს შოკოლადები" კიდევ
ხო, დაუჯერე პიტერს :)
ემილიზე უკვე გითხრეს :) "კიდე ძალიან მიყვარს შოკოლადები" კიდევ
ხო, დაუჯერე პიტერს :)
ემილიზე უკვე გითხრეს :)
8. ძალიან კარგია!
"თმები" - "თმა" ძალიან კარგია!
"თმები" - "თმა"
7. მომწონს, ამელი ) მომწონს, ამელი )
6. ჯონათან:))ეგ მერევა სულ:)) :* ჯონათან:))ეგ მერევა სულ:)) :*
5. "ემილის მიხედე"- ამელის მიხედე :)
"ხუჭუჭა სიუ" გამახსენა, არაჩვეულებრივი ფილმი.
"ემილის მიხედე"- ამელის მიხედე :)
"ხუჭუჭა სიუ" გამახსენა, არაჩვეულებრივი ფილმი.
4. დიდი მადლობა ,,არაჩვეულებრივო,,:) იოჰან <3 დიდი მადლობა ,,არაჩვეულებრივო,,:) იოჰან <3
3. დიდი მადლობა ,,არაჩვეულებრივო,,:) იოჰან <3 დიდი მადლობა ,,არაჩვეულებრივო,,:) იოჰან <3
2. რა კარგი რამეა :)
რა კარგი რამეა :)
1. მიყვარს და მომწონს შენი ამელი :) ჰოდა კეთილი იყოს შენი ფეხი :) მიყვარს და მომწონს შენი ამელი :) ჰოდა კეთილი იყოს შენი ფეხი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|