 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2014 |
ღამე, ტაატით მიუყვება ნაწვიმარ შარას, ბნელი ქალაქი,ციცქნა ჩიტის გულივით ფეთქავს, მთვარე, ღრუბლებით, ვერგამხელ სიყვარულს მალავს, დარაჯობს იმათ-ვინც მასსავით,სათქმელი ვერ თქვა,
დაღლილი ფიქრი,აედევნა ღამის ლაბირინთს, და მატროობა ბნელი ქუჩის კუთხეში გდია, ვეღარ ვუპოვე ფიქრების ზღვას ვერსად ნაპირი, სწორედ ამიტომ-მარტოხელა,შეშლილი მქვია,
მეც ღამესვით სველ ქუჩაზე დავეხეტები, ნედლი ჰაერით დავანაყრებ გაბოლილ ფილტვებს, ეს ბნელი ღამე ,რომ გათენდეს-არ მემეტება, მაგრამ ვაი რომ ჩემს სიგიჟეს ზეცაც ვერ იტევს,
საათის ისარი,მონოტონურს აგრძელებს რბოლას, მივყვები ფიქრის ლაბირინთებს მოხრილი წელში, დილით მზის სხივი აყვირდება,ვითარცა მოლა, და ღამენათევს დამარქმევენ გიჟსა და შეშლილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დავეთანხმე იოჰანს... დავეთანხმე იოჰანს...
3. 4 ხელის შევლება მოუხდებოდა 4 ხელის შევლება მოუხდებოდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|