 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 30 სექტემბერი, 2014 |
ზეცას მიუყვება ღამე გალანტურად, წვიმამ სახურავი გააროიალა, ვდაგავრ სვალ ქუჩაზე წელში გამართული, მინდა დედამიწა ფეხით მოვიარო,
შენი გულისცემის ყველა არითმია, მინდა უპირობოდ,ჩემს თავს მივაწერო, მთელი გალაქტიკა სხვისთვის დამითმია, ჩემთვის სამოთხეა დილით მინაზე რომ
შენი მოფარფატე ლანდი ირეკლება, სხივებს რა გამოლევს შენი თვალებიდან!? მე კი ნაწილ-ნაწილ ფსკერზე ვილექსები, მალე დავსრულდები,მრჩება წამები და
უფალს თავდახრილი უნდა მივეახლო, მაგრამ მე სიცოცხლეს შენში გავაგრძელებ, შენი თვალებია ჩემი სამოსახლო, მჯერა!ამ სიგიჟითდროსაც გავაჩერებ...
ზეცას მიუყვება ღამე გალანტურად, წვიმამ სახურავი გააროიალა, ვდაგავრ სვალ ქუჩაზე წელში გამართული, მინდა ყველა ქუჩა ერთად მოვიაროთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვფიქრობ,მიუხედავად იმისა,რომ შენ ყოველთვის მრავალფეროვნად წერ და არასოდეს ჰგავს ერთი ლექსი მეორეს,მაინც აქვს შენს ნაწერებს რაღაც,რაც გამოარჩევს სხვებისგან,მე დარწმუნებული ვარ,რომ 100 ლექსშიც კი გამოვარჩევ შენს ლექსს. და მე ეს მომწონს,ინდივიდუალიზმი და საკუთარი სტილი,თანაც ამ ყველაფრის მრავალფეროვნად კეთება ცალკე ნიჭად მიმაჩნია მე. საერთოდ არ ვარ სუბიექტური, მომენატრე ისე <3 ვფიქრობ,მიუხედავად იმისა,რომ შენ ყოველთვის მრავალფეროვნად წერ და არასოდეს ჰგავს ერთი ლექსი მეორეს,მაინც აქვს შენს ნაწერებს რაღაც,რაც გამოარჩევს სხვებისგან,მე დარწმუნებული ვარ,რომ 100 ლექსშიც კი გამოვარჩევ შენს ლექსს. და მე ეს მომწონს,ინდივიდუალიზმი და საკუთარი სტილი,თანაც ამ ყველაფრის მრავალფეროვნად კეთება ცალკე ნიჭად მიმაჩნია მე. საერთოდ არ ვარ სუბიექტური, მომენატრე ისე <3
5. ავტორი ნუ მიწყენს, შეიძლება არაფერ შუაშია საერთოდ, მაგრამ ხომ არის ხოლმე რომ სიტყვები ვიღაცებს გახსენებს?! მაგალითად: "დოდესკადენ" , "წამო შევიშალოთ" , "მაჯები" ნიკასია ჩემთვის.. აი, "გალანტური" კი საჯაიაა.. გიო საჯაია :) ავტორი ნუ მიწყენს, შეიძლება არაფერ შუაშია საერთოდ, მაგრამ ხომ არის ხოლმე რომ სიტყვები ვიღაცებს გახსენებს?! მაგალითად: "დოდესკადენ" , "წამო შევიშალოთ" , "მაჯები" ნიკასია ჩემთვის.. აი, "გალანტური" კი საჯაიაა.. გიო საჯაია :)
4. წვიმამ სახურავი გააროიალა–კარგია წვიმამ სახურავი გააროიალა–კარგია
1. შენი თვალებია ჩემი სამოსახლო, მჯერა!ამ სიგიჟითდროსაც გავაჩერებ... ++ შენი თვალებია ჩემი სამოსახლო, მჯერა!ამ სიგიჟითდროსაც გავაჩერებ... ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|