 | ავტორი: მარინა ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2014 |
მშობელმა დედამ დამტოვა, ობლობა მერგო წილადა, მოვიდა დედინაცვალი არცკი ჩამთვალა შვილადა. გამაჩინა და დამტოვა, შვილს დედის სითბო არ მერგო, დედინაცვალი უბედურს, მხოლოდ ზღაპრებში გამეგო. შიში თან დამყვა ობოლსა მისი ხელიც კი ვიგემე მაგარამ ზოგჯერაც ჯოხითაც შეუბრალებლად ვიცემე. გავიზარდე და გეძებდი. და შეგხვდი როგორც არ იყო. დედავ არც მაშინ მიმიღე, და ჩვენი გზები გაიყო. ნეტავი ვისზედ გამცვალე სითბო ვის გაუზიარე თუმცა კი შენსა პატარას, ცხოვრება დაუზიანე. მე კი გკპატიობ შეცდომას. დედი ღმერთისა რა გითხრა აკი მითხარი ცხოვრებაც, უკუღმართული გამიხდა. ძმაც ჩემი ტოლი ყოფილა, ვერ გავიგებდი გეგონა!? დავინახე და განვცვიფრდი, მე ჩემი თავი მეგონა. ერთს იავნანას უმღერდი, მეორე გეგდო ობლადა ნუთუ ასეთი ცხოვრებით, სული შენი არ შფოთვდა!? ისევ ობლობას ავიტან, კვერივით ვეღარ გამოვცხვი, ისევ იმ დროის შვილი ვარ, იმ წარსულს ვეღარ გამოვცდი. ეძღვნება ჩემს ახლობელს
09.07.12 წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს მომეწონა და იცი რა გამახსენდა? ტელეგადაცემა ვნახე ახლახან , რამოდენიმე წლის წინათ რუს გოგონას 4 წლისას ფეხების ტერფი, რომ გადაუჭრა ტრაქტორმა და ქართველმა ქირურგმა რომ მიაკერა , გოგონა გაიზარდა და სიარულიც დაიწყო, მაგრამ მშობლებმა უარი განაცხადეს , ვერ მოუვლითო, და სხვა ქალმა იშვილა, საოცარი სანახაობა იყო.
კარგი მიძღვნაა. ეს მომეწონა და იცი რა გამახსენდა? ტელეგადაცემა ვნახე ახლახან , რამოდენიმე წლის წინათ რუს გოგონას 4 წლისას ფეხების ტერფი, რომ გადაუჭრა ტრაქტორმა და ქართველმა ქირურგმა რომ მიაკერა , გოგონა გაიზარდა და სიარულიც დაიწყო, მაგრამ მშობლებმა უარი განაცხადეს , ვერ მოუვლითო, და სხვა ქალმა იშვილა, საოცარი სანახაობა იყო.
კარგი მიძღვნაა.
6. ძალიან სუსტი რითმებია ძალიან სუსტი რითმებია
5. თემა არ ვიცი, მაგრამ ამ ლექსის კითხვამ დამღალა მე
რა უბედურებაა, ეს საფანდუროპოეზია თემა არ ვიცი, მაგრამ ამ ლექსის კითხვამ დამღალა მე
რა უბედურებაა, ეს საფანდუროპოეზია
4. რამდენს აწუხებს ეგ კითხვა, რატომ გაწირა ბიოლოგიურმა დედამ,მშვენივრად თქვით სათქმელი
რამდენს აწუხებს ეგ კითხვა, რატომ გაწირა ბიოლოგიურმა დედამ,მშვენივრად თქვით სათქმელი
3. ობოლი და მიტოვებული არ არის ერთი და იგივე. თემატიკა მძმეა ძალიან, შესრულება არ მომეწონა. ობოლი და მიტოვებული არ არის ერთი და იგივე. თემატიკა მძმეა ძალიან, შესრულება არ მომეწონა.
2. მადლობთ რომ კითხულობთ. მადლობთ რომ კითხულობთ.
1. კარგი მიძღვნაა +++++ კარგი მიძღვნაა +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|