 | ავტორი: ტატე ჟანრი: პოეზია 18 მაისი, 2015 |
რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი, რაღაც, მაგრამ უკვდავება არა, წარსულ ფიქრებს მოგონება შეცვლის, აღარ მიყვარს დარდი წარა-მარა.
რაღაც მინდა სიყვარულზე მეტიც, რაღაც, მაგრამ დაჩრდილული არა, გავაბრაზე რაღაცაზე ღმერთიც, მაგრამ უკვე მკრეხელობაც კმარა.
სევდიანი თვალები და მზის ნათება შორი, გამჭვარტლული წარსული და სივრცე, ლამაზ ბაღში მოსეირნე ქალები და, მათ სანაცვლოდ მზად ვარ სულიც მივცე. შეხედვა და შემოხედვა ერთი, ნაბიჯი წინ- გაღიმებაც კმარა, თითქოს ვნებად დაიღვარა ღმერთიც, ვიცი მომკლავს მკრეხელობა, მარა, თავს დავადებ მოფარფატე სულებს, (მკერდზე) მერე ალბათ ჩავუყვები დაღმართს, ავაყვავებ- ჯერ არ მორწყულ გულებს, ყველაფერ ცუდს შემდეგ კარგი ახლავს.
რაღაც მინდა მომავალზე მეტი, რაღაც, მაგრამ მომავალიც კმარა, რაღაც მინდა სამყაროზე მეტი, მაგრამ ისიც - უსახელო არა ..
ავტორი: ტატე ტირანელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კოდის შემდეგ 0 არ იწერება:)
ლექსი რავიცი კოდის შემდეგ 0 არ იწერება:)
ლექსი რავიცი
4. ელენა0101. , დასწრებაზეა ყველაფერი ხომ? მე მინდოდა მაგ კომენტარის დაწერა.... ელენა0101. , დასწრებაზეა ყველაფერი ხომ? მე მინდოდა მაგ კომენტარის დაწერა....
3. ჯერ მკრეხელობა "კმარაო" და მერე "მომკლავსო"... რა ვიცი აბა :) "დარდი წარა-მარა" ბრჭყალებში უნდა იყოს, მე თუ მკითხავთ. წარმატებები
ჯერ მკრეხელობა "კმარაო" და მერე "მომკლავსო"... რა ვიცი აბა :) "დარდი წარა-მარა" ბრჭყალებში უნდა იყოს, მე თუ მკითხავთ. წარმატებები
2. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა..." ეს სიტყვები გამახსენა თქვენმა ლექსმა.... "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა..." ეს სიტყვები გამახსენა თქვენმა ლექსმა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|