ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2014


***



***
ხის კენწეროდან
ნისლზე გადაცოცდა
და მზესთან
წავიდა ჭიანჭველა.

***
ხმებმა_ვერა
ექოებმა იცნეს ერთმანეთი
შორეულ სიჩუმეში.

***
დედას შეუძლია
მოიხსნას ჩრდილი
და შვილს მოახვიოს.

***
სიყვარული
არ დამთავრებულა_
თითქოს ცას მოეფარა დროებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები