 | ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2014 |
მერე რა, რომ პატარაა ცხოვრება, მითუმეტეს, გააღვიძეთ გონება, მიმოფანტეთ ყოველგვარი ქონება, და სიყვარულს გული დაემონება. მერე რა თუ უკან ვინმე გაგინებს, მერე რა თუ მაწყევარი გაშინებს, აპატიე, გუშინ რომ აგატირეს, გათენდება და ვინმე გაგაცინებს. მერე რა, თუ გლანძღეს მოურიდებლად, და ენები გადაჭიმეს ხიდებად, აიყვანეს ტყუილები შვილებად, მერე რა, თუ თავი მოაქვთ გმირებად. არაუშავს, თუ აგიკრეს თვალები, თვალთმაქცობით მოგახვიეს მკლავები, ცილი გწამეს, გაიგიჟეს თავები, მერე გული შეგიმოსეს შავებით. ვერ გაგიგეს, დაგიწუნეს ღისრება, ვერ გიპოვეს ღირებული თვისება, ბოროტება შენს თვალწინ რომ ივსება, და გრძნობები ზოგჯერ გადაიღლება. არაუშავს, თუკი ცრუ გზით გატარეს, გიღალატეს, გაწვალეს და გაგცვალეს, შენი გული აფიშებად ააკრეს, ნუ ივიწყებ-ქრისტე ჯვარზე გააკრეს! გაუღიმე ყველას დიდს და პატარებს, ღია გულით სიყვარული ატარე, აუმღერე ყველა სიმი გიტარებს, გაატარე ყველა ვინც არ გატარებს. თბილი შალი მოახვიე მოხუცებს, დააფასე, ვინც სიყვარულს გაუწყებს, ვისაც გული შენთვის მუდმივად უცემს, და ცხოვრება შენით, შენში მოუწევს. გაიღვიძე და აკეთე სიკეთე, მუქ ფერებში იბრწყინე და ითეთრე, ბოროტება დაამარცხე,იმეფე, და ღიმილი ყველასთვის გაიმეტე. მერე რა, თუ გატკინეს და გატირეს, მერე რა, თუ სცადეს და დაგამცირეს, მერე რა, თუ ხელი გკრეს და გაგწირეს, გაგძარცვეს და ბნელ კუთხეში გაგრიყეს. აპატიე და ასწავლე სიკეთე, შეიყვარე და სული გაითეთრე!!! მერე რა, რომ პატარაა ცხოვრება, მითუმეტეს, გააღვიძეთ გონება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა :))) დიდი მადლობა :)))
6. მშვენიერი მორალია! მშვენიერი მორალია!
4. მერე რა რომ ეს ლექსი არ ვარგა :) მერე რა რომ ეს ლექსი არ ვარგა :)
3. ++ მარა სად შეიძლება მაგდენის მოთმენა :D ++ მარა სად შეიძლება მაგდენის მოთმენა :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|