 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ოქტომბერი, 2014 |
მერე ალბათ ვინანებ რომ არ ვთქვი, ახლა, -მაინც ვჯიუტობ და ვმალავ, ვებრძვი, მაგრამ ვერ ვერევი ამ ფიქრს, - მომესწრო და ნეტა მეთქვა მამა... არ ვისწავლე არაფერი შენგან, არც კაცობა, არც ცხოვრება სწორი, არ გაგიგე, არ გაცალე გეთქვა რომ ცხოვრება ბრძოლაა და ომი. ვეცადე და ვანადგურე რაც კი შენგან დარჩა, სახელი თუ ხსოვნა, გავიზარდე, გავხდი დიდი კაცი და მივხვდი რომ სული შენსას მთხოვდა... მივხვდი მამი, ოჯახს აკლდა კაცი, რიხი აკლდა კაცის, აკლდა ისიც რომ ხორხოცი არ ისმოდა გარში, ის კრაჭუნიც კბილებისა ძილში. დარიგებები არ მახსოვს შენი, არ გისმენდი განგებ, ალბათ მიტომ, ახლა ვხვდები, ალბათ როგორ გტკენდი, არ იმჩნევდი, ვერ ხვდებოდი თითქოს. ახლა ვნანობ, მაგრამ მაინც ვმალავ, მრცხვენია და თავსაც ვერ ვუტყდები, მამა გავხდი, ოთხი შვილის მამა, ასკითაც შენი ტოლი ვხდები. როგორ მინდა პატიება გთხოვო, რომ კაცურად ჩამოგიჯდე გვერდით, მოკრძალებით მოგისმინო მხოლოდ, და არ გაგცე „მწარედ“ პასუხები. ვიცი მხედავ და ამაყობ ჩემით, თუმცა ვჩქმალე ჩემში შენი გენი, მაინც გგავარ, დასათვლელზე ბევრით, შენ ჩემში ხარ, მე ვარ მამაჩემი. 30.09.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა! ძალიან კარდი მიძღვნაა! კაცური კაცი ,ყოფილხარ ავტორო!
ჩემი უმაღლეს შეფასება! მომეწონა! ძალიან კარდი მიძღვნაა! კაცური კაცი ,ყოფილხარ ავტორო!
ჩემი უმაღლეს შეფასება!
3. რა თბილი და ტკივილიანი ლექსია, ძალიან გამათბო და უცნაურ ნოსტალგიურ ხასიათზე დამაყენა. ცუდია, რომ ქულას ვერ გიწერ
რა თბილი და ტკივილიანი ლექსია, ძალიან გამათბო და უცნაურ ნოსტალგიურ ხასიათზე დამაყენა. ცუდია, რომ ქულას ვერ გიწერ
2. კარგი მიძღვნაა კარგი მიძღვნაა
1. რა თბილია : ჯაფარ!! რა თბილია : ჯაფარ!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|