ღამე მწუხარეა,ოქტომბრისა, მიწა ცივია და მკვდარისფერი. ხეთა ცრემლი არის ფოთლებზე რომ წვიმის მგლოვიარე წვეთებია. ზეცას გადაუკრავს სუდარა და თითქოს დაძინებას აპირებსო... ცეცხლი მოსდებიათ ფოთლებსა და მიწას სეტყვასავით ეხლებიან.
მე რომ ოქტომბრისა დავიბადე, ალბათ შემთხვევითი არ ყოფილა, ტანზე შემოვიცვი შემოდგომა, მუდამ მწუხარებით ვიარები. წლები,გაისიდან გაისამდე, ჩუმად გადიან და გამოდიან, გარეთ წვიმაა და ჩემი ლოცვა- "ღმერთო,მომირჩინე იარები".
წვიმაც სხვაგვარია ოქტომბრისა თითქოს აჩრდილივით დაჰქრის ქარი... ქუჩას გავყურებ და ყველაფერი, თითქოს შემოდგომის ფერებია. ისევ ოქტომბერის წყალობაა, მე რომ ათასწლეულს მოვასწარი, ტკივილს რომ ვამბობ და ამისათვის, მხოლოდ ლექსი დამიჩემებია.
მე კი,დავიბადე ოქტომრისა, ტანზე შემოგომა შემოვიცვი. როგორ დამღლელია ყოველივე, მხოლოდ ოქტომბრისგან არ ვიღლები. მიწას ოქტომბერში მივატოვებ, ღმერთო,შენ მანამდე თუ მომიცდი...
ღამე მწუხარეა ოქტომრისა... მიწა ცივია და მკვდარისფერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წავიკითხე ფაცეზეც...არაა ცუდი ლექსი, ოქტომბრის განწყობაც და ფერებიც მოიტანა... +2 ძალიან ბევრჯერ მეორდება " ოქტომბრისა"...
"ხეთა ცრემლი არის ფოთლებზე რომ წვიმის მგლოვიარე წვეთებია.".... ეს აზრობრივად გასამართია ვფიქრობ... წავიკითხე ფაცეზეც...არაა ცუდი ლექსი, ოქტომბრის განწყობაც და ფერებიც მოიტანა... +2 ძალიან ბევრჯერ მეორდება " ოქტომბრისა"...
"ხეთა ცრემლი არის ფოთლებზე რომ წვიმის მგლოვიარე წვეთებია.".... ეს აზრობრივად გასამართია ვფიქრობ...
6. იანვარში დაბადებულმა რაღა ქნას))++ იანვარში დაბადებულმა რაღა ქნას))++
4. ავთანდილ, შენ ძაან მაგარო, იქაც გითხარი და აქაც გეტყვი, რომ ძალიან მომწონს შენი ლექსები. სულ პროგრესირებ ფრიადი ჩემგან 5 ჯიგარი კაცი ხარ შენ ავთანდილ, შენ ძაან მაგარო, იქაც გითხარი და აქაც გეტყვი, რომ ძალიან მომწონს შენი ლექსები. სულ პროგრესირებ ფრიადი ჩემგან 5 ჯიგარი კაცი ხარ შენ
3. აჰა, ანუ 15 წლის ხდები?
კაი ასაკია. გაიხარე. ღმერთმა ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება მოგცეს. აჰა, ანუ 15 წლის ხდები?
კაი ასაკია. გაიხარე. ღმერთმა ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება მოგცეს.
2. კი მარიამ,1999 წლის 22 ოქტომბერს შუადღეს სამ საათსა და 15 წუთზე
რა ჩამოვაყალიბეე :დ
მადლობა <3 კი მარიამ,1999 წლის 22 ოქტომბერს შუადღეს სამ საათსა და 15 წუთზე
რა ჩამოვაყალიბეე :დ
მადლობა <3
1. ავთუშკები. ოქტომბერში დაიბადე?
მე კი,დავიბადე ოქტომბრისა, ტანზე შემოდგომა შემოვიცვი. როგორ დამღლელია ყოველივე, მხოლოდ ოქტომბრისგან არ ვიღლები. მიწას ოქტომბერში მივატოვებ, ღმერთო,შენ მანამდე თუ მომიცდი...
წარმატებები ავთო. ავთუშკები. ოქტომბერში დაიბადე?
მე კი,დავიბადე ოქტომბრისა, ტანზე შემოდგომა შემოვიცვი. როგორ დამღლელია ყოველივე, მხოლოდ ოქტომბრისგან არ ვიღლები. მიწას ოქტომბერში მივატოვებ, ღმერთო,შენ მანამდე თუ მომიცდი...
წარმატებები ავთო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|