| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 9 აპრილი, 2016 |
მთიდან ბარში გადმოქუხს. ეხეთქება ქ არაფებს, ქვევით მოერეკება ჭორფლებიან კალმახებს.
სხვაგან ვერსად იპოვი, ასე სუფთა მდინარეს, ჭვრილ კენჭებსაც დაითვლი, სათავიდან ძირამდე.
გზად ხევის წყლებს წამოკრეფს, შეიმატოს ძალა, რომ არხებით მორწყოს, სოფლის ბოლოს ყანა.
მთიდან გამოიყოლებს, მორაკრაკე რუებს, მათი ჭორიკნობა, ჭალებს გააყრუებს.
წისქვილი არ აკმარეს, უშენებენ ჰესსა, კაშხლის არტახების, ეშინია დღესაც.
შიშიც გადაუვლის, დაიღვრება შუქად, უკეთ გაანათებს, სახლებსა და ქუჩას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვიცი ელადა და ლექსს და შენს პატარა მდინარეს ნამდვილად არ ვეხები ჰესების სიკეთეზე კი მე სხვა შეხედულება მაქვს და ვისურვებდი მდინარის და საერთოდდ სოფლის სიკეთე ბავშვებმა უფრო სხვა მხრიდანაც დაინახონ და განიცადონ. ვიცი ელადა და ლექსს და შენს პატარა მდინარეს ნამდვილად არ ვეხები ჰესების სიკეთეზე კი მე სხვა შეხედულება მაქვს და ვისურვებდი მდინარის და საერთოდდ სოფლის სიკეთე ბავშვებმა უფრო სხვა მხრიდანაც დაინახონ და განიცადონ.
4. თაზო მესმის შენი, ჟინვალჰესის ფსკერზე არა მარტო შენი ბავშვობა ჩაძირეს, საქართველოს ისტორიის ნაწილიც ჩაიძირა, მაგრამ არც უჰესობა ვარგა,).ბავშვმა უნდა იცოდეს ერთ პატარა მდინარეს რამდენი საქმის გკეთება შეუძლია, (სიმართლე თუ გინდა ჩემს პატარა მდინარეზე დავწერე). თაზო მესმის შენი, ჟინვალჰესის ფსკერზე არა მარტო შენი ბავშვობა ჩაძირეს, საქართველოს ისტორიის ნაწილიც ჩაიძირა, მაგრამ არც უჰესობა ვარგა,).ბავშვმა უნდა იცოდეს ერთ პატარა მდინარეს რამდენი საქმის გკეთება შეუძლია, (სიმართლე თუ გინდა ჩემს პატარა მდინარეზე დავწერე).
3. ელადა მე არასოდეს დამიწერია კრიტიკული კომენტარი არც ერთ ლექსზე არავისთან არც ახლა ვაპირებ უბრალოდ ბოლო სტროფს რაც არ უნდა შუქის მომტანი იყოს ვერ ჩაგითვლი საბავშვოდ იმიტ რომ ჩემი ბავშვობა ჟინვალჰესის ფსკერზე ჩაძირეს და ამას დღემდე მტკივნეულად განვიცდი და არა მარტო მე და საერთოდ ასე დამსტრესავად არ უნდა ვწერდეთ როცა მას საბავშვოს ვუწოდებთ. ელადა მე არასოდეს დამიწერია კრიტიკული კომენტარი არც ერთ ლექსზე არავისთან არც ახლა ვაპირებ უბრალოდ ბოლო სტროფს რაც არ უნდა შუქის მომტანი იყოს ვერ ჩაგითვლი საბავშვოდ იმიტ რომ ჩემი ბავშვობა ჟინვალჰესის ფსკერზე ჩაძირეს და ამას დღემდე მტკივნეულად განვიცდი და არა მარტო მე და საერთოდ ასე დამსტრესავად არ უნდა ვწერდეთ როცა მას საბავშვოს ვუწოდებთ.
2. ,,შიშიც გადაუვლის, დაიღვრება შუქად, უკეთ გაანათებს, სახლებსა და ქუჩას''. საინტერესოა... ,,შიშიც გადაუვლის, დაიღვრება შუქად, უკეთ გაანათებს, სახლებსა და ქუჩას``. საინტერესოა...
1. უნდა რაღაც ...ცოტა გაშალაშინება ამ მდინარეს...:) უნდა რაღაც ...ცოტა გაშალაშინება ამ მდინარეს...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|