16. Mადლობა, ნიკი! შაბათს კომპტან ვიქნები Dა მოგწერთ! Mადლობა, ნიკი! შაბათს კომპტან ვიქნები Dა მოგწერთ!
15. ორივეს დიდი მადლობა. :) ორივეს დიდი მადლობა. :)
14. მოგეხმარებით ქალბატონო ნინო
Марина Цветаева
ОШИБКА
Когда снежинку, что легко летает, Как звездочка упавшая скользя, Берешь рукой - она слезинкой тает, И возвратить воздушность ей нельзя.
Когда пленясь прозрачностью медузы, Ее коснемся мы капризом рук, Она, как пленник, заключенный в узы, Вдруг побледнеет и погибнет вдруг.
Когда хотим мы в мотыльках-скитальцах Видать не грезу, а земную быль - Где их наряд? От них на наших пальцах Одна зарей раскрашенная пыль!
Оставь полет снежинкам с мотыльками И не губи медузу на песках! Нельзя мечту свою хватать руками, Нельзя мечту свою держать в руках!
Нельзя тому, что было грустью зыбкой, Сказать: "Будь страсть! Горя безумствуй, рдей!" Твоя любовь была такой ошибкой, - Но без любви мы гибнем. Чародей! მოგეხმარებით ქალბატონო ნინო
Марина Цветаева
ОШИБКА
Когда снежинку, что легко летает, Как звездочка упавшая скользя, Берешь рукой - она слезинкой тает, И возвратить воздушность ей нельзя.
Когда пленясь прозрачностью медузы, Ее коснемся мы капризом рук, Она, как пленник, заключенный в узы, Вдруг побледнеет и погибнет вдруг.
Когда хотим мы в мотыльках-скитальцах Видать не грезу, а земную быль - Где их наряд? От них на наших пальцах Одна зарей раскрашенная пыль!
Оставь полет снежинкам с мотыльками И не губи медузу на песках! Нельзя мечту свою хватать руками, Нельзя мечту свою держать в руках!
Нельзя тому, что было грустью зыбкой, Сказать: "Будь страсть! Горя безумствуй, рдей!" Твоя любовь была такой ошибкой, - Но без любви мы гибнем. Чародей!
13. Vერ ვაკოპირებ. Aქ დევს http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&pid=516424&st=240entry516424 Vერ ვაკოპირებ. Aქ დევს http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&pid=516424&st=240entry516424
12. ქ-ნო ნინო, რუსულადაც თუ დადებთ კომენტარში სრულ ვერსიას, მადლობელი დაგრჩებით. :) ქ-ნო ნინო, რუსულადაც თუ დადებთ კომენტარში სრულ ვერსიას, მადლობელი დაგრჩებით. :)
11. საბოლოო ვერსია ძალიან მომეწონა ++ საბოლოო ვერსია ძალიან მომეწონა ++
10. საბოლოო ვერსია ძალიან მომეწონა ++ საბოლოო ვერსია ძალიან მომეწონა ++
9. მხოლოდ ეს წაიკითხეთ, საბოლოოა :)
მარინა ცვეტაევა
შეცდომა - - - - - - -
როდესაც ფიფქი მოფარფატე ანაზდეულად, ვარსკვლავის დარად ციდან ვარდნას დაემონება, დაგიცურდება ხელისგულზე ცრემლად ქცეული, ვერ დაუბრუნებ თავდაპირველ ჰაეროვნებას.
როდესაც გვნუსხავს მჭვირვალება ჩვენ მედუზასი, და მოგვინდება ჭირვეული ხელის წავლება. წარეკვეთება ტყვეს შებორკილს უეცრად სასო, ჩვენს ხელისგულზე სასიკვდილოდ მიინავლება.
როდესაც გვინდა, ფარვანები მობორიალე ვიხილოთ ნაცვლად ზმანებისა, მიწიერ ამბად, სად ქრება მათი სამოსელი, ისევ იალებს? ცისკრისფერ მტვერს-ღა დაგვიტოვებს თითებზე ალბათ!
დაე, ფრინავდნენ კვლავ ფიფქები და ფარვანები, და მედუზასაც ნუ დაღუპავ! სილაში - დნება. არ შეიძლება, სტაცო ხელი, თავი ანებე! არ შეიძლება, ხელში გეპყრას შენი ოცნება!
არ შეიძლება, რომ უმწეო სევდას უბრძანო: - ,,იქეც სიგიჟედ, ვნების ცეცხლად, გრძნობავ ფარულო!" შეცდომა იყო სიყვარული ჩვენი უძალო, მაგრამ ვერ ვცოცხლობთ, ჯადოქარო, უსიყვარულოდ!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა) მხოლოდ ეს წაიკითხეთ, საბოლოოა :)

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
8. რინა! გამახარა და გამამხნევა თქვენმა კომენტარმა. ეს ლექსი სტუდენტობის დროს მაქვს თარგმნილი ,,ჩემთვის" ახლა, დავბერდი და საყვარელი ნაწილი მახსოვდა ზეპირად. ოდნავ ჩავასწორე, ახალი თვალით. ახლა აიპედით შემოვდივარ. ქართულად ლექსის აწყობა დამქანცველია. ამ დღეებში Kომპთან მოვხვდები . ავაწყობ და ვეცდები, ისე დავამუშაო, მარინასა და ტქვენნაირ მკიIთხველს რომ ეკადრება! :) რინა! გამახარა და გამამხნევა თქვენმა კომენტარმა. ეს ლექსი სტუდენტობის დროს მაქვს თარგმნილი ,,ჩემთვის" ახლა, დავბერდი და საყვარელი ნაწილი მახსოვდა ზეპირად. ოდნავ ჩავასწორე, ახალი თვალით. ახლა აიპედით შემოვდივარ. ქართულად ლექსის აწყობა დამქანცველია. ამ დღეებში Kომპთან მოვხვდები . ავაწყობ და ვეცდები, ისე დავამუშაო, მარინასა და ტქვენნაირ მკიIთხველს რომ ეკადრება! :)
7. ლექსი <<შეცდომა>>( «Ошибка») 1910 წელს 18 წლის მარინა ცვეტაევამ დაწერა. აღაფრთოვანა მკითხველი. ლექსი პირობითად სამ ნაწილად იყოფა : ზეციურ – ფიფქი(снежинка), მიწიერ – ფარვანი (мотылёк), წყალი – მედუზა. შეცდომაა ისურვო ხელებით შეეხო: ფიფქს – დადნება, მედუზა – დაიღუპება, ფარავანი – მტვრად იქცევა. გარდა ამისა ფარავანს სხვა დატვირთვაც აქვვს: ფარავანი–მოხეტიალე–მოგზაური(«мотылёк-скиталец») და თანაც <<мотыльках-скитальца>>, ანუ მრავლობით ფორმას იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრს აქვს სურვილი მათი ხელის შეხების, იმ აზრის გათვალისწინწბით, რომ – скиталец, странник - რუსეთში ითვლებოდა ადამინი–მორწმუნე–სიმართლის მაძიებელი, ისევ შეცდომასთან გვაქვს საქმე, არის რწმენა და ოცნება ხელშეუხებელი – უნდა იფრინოს. გარდა ამისა ლექსი ჭეშმარიტი სიყვარულის იდეის მატარებელია: როგორც კი საყვარელი ადამიანის შეპყრობას მოისურვებ და ამ შეცდომას დაუშვებ, მაშინვე გამოგაქვს განაჩენი – გრძნობა იღუპება, უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანიც კვდება... რამდენ შეცდომას ვუშვებთ დაუფიქრებლად შეპყრობილები ჩვენი სურვილებით და რამდენიჯერ ვუარყოფთ სხვის სურვილს...ერთიანი სამყარო – თავისი კანონზომიერებით და ადამიანი – თავისი მცდარი სურვილებით... მომიტევეთ ამ ჩარევისთვის, მაგრომ – რადგან დაიწყეთ, იქნებ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და დაასრულოთ ლექსი...თორემ ვინ იცის კიდევ<< რას თარგმნიან>>.
ლექსი <<შეცდომა>>( «Ошибка») 1910 წელს 18 წლის მარინა ცვეტაევამ დაწერა. აღაფრთოვანა მკითხველი. ლექსი პირობითად სამ ნაწილად იყოფა : ზეციურ – ფიფქი(снежинка), მიწიერ – ფარვანი (мотылёк), წყალი – მედუზა. შეცდომაა ისურვო ხელებით შეეხო: ფიფქს – დადნება, მედუზა – დაიღუპება, ფარავანი – მტვრად იქცევა. გარდა ამისა ფარავანს სხვა დატვირთვაც აქვვს: ფარავანი–მოხეტიალე–მოგზაური(«мотылёк-скиталец») და თანაც <<мотыльках-скитальца>>, ანუ მრავლობით ფორმას იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრს აქვს სურვილი მათი ხელის შეხების, იმ აზრის გათვალისწინწბით, რომ – скиталец, странник - რუსეთში ითვლებოდა ადამინი–მორწმუნე–სიმართლის მაძიებელი, ისევ შეცდომასთან გვაქვს საქმე, არის რწმენა და ოცნება ხელშეუხებელი – უნდა იფრინოს. გარდა ამისა ლექსი ჭეშმარიტი სიყვარულის იდეის მატარებელია: როგორც კი საყვარელი ადამიანის შეპყრობას მოისურვებ და ამ შეცდომას დაუშვებ, მაშინვე გამოგაქვს განაჩენი – გრძნობა იღუპება, უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანიც კვდება... რამდენ შეცდომას ვუშვებთ დაუფიქრებლად შეპყრობილები ჩვენი სურვილებით და რამდენიჯერ ვუარყოფთ სხვის სურვილს...ერთიანი სამყარო – თავისი კანონზომიერებით და ადამიანი – თავისი მცდარი სურვილებით... მომიტევეთ ამ ჩარევისთვის, მაგრომ – რადგან დაიწყეთ, იქნებ ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და დაასრულოთ ლექსი...თორემ ვინ იცის კიდევ<< რას თარგმნიან>>.
6. ჩემი აზრით, შესაბამისი რიტმია მოძებნილი :) ჩემი აზრით, შესაბამისი რიტმია მოძებნილი :)
5. ჩემი აზრით, შესაბამისი რიტმია მოძებნილი :) ჩემი აზრით, შესაბამისი რიტმია მოძებნილი :)
4. ჩემის აზრით, თარგმანში ორიგინალის რიტმი შენარჩუნებული უნდა იყოს. ჩემის აზრით, თარგმანში ორიგინალის რიტმი შენარჩუნებული უნდა იყოს.
3. კარგია, დევი. :) ოღონდ, ბოლო სტრიქონზე კიდევ დავფიქრდებოდი, რადგან ლექსის მიხედვით ისინი უკვე შობილები არიან, უბრალოდ, სიცოცხლე არ უნდა მოვუსწრაფოთ შეხებით; კარგია, დევი. :) ოღონდ, ბოლო სტრიქონზე კიდევ დავფიქრდებოდი, რადგან ლექსის მიხედვით ისინი უკვე შობილები არიან, უბრალოდ, სიცოცხლე არ უნდა მოვუსწრაფოთ შეხებით;
2. ჩემი ვერსია მოგიტანეთ, ქ-ნო ნინო. მახსოვს ამას წინათ თქვით, რომ საინტერესო იქნებოდა ერთი ლექსი გვეთარგმნა. :)
შეცდომა
ნუ წარმოიდგენთ ფრთანაზ ფარვანებს მიწიერებად__არა ზმანებად! განთიადისას მათი რაობა თითებს მსუბუქ მტვრად დაეფარება.
ფრენა აცალე ფარვანებს, ფიფქებს და ნურც მედუზას მიაკლავ ქვიშას! __ეპოტინები ოცნებას იქნებ?! შეეშვი! ხელებს მიღმა რომ იშვას.
ჩემი ვერსია მოგიტანეთ, ქ-ნო ნინო. მახსოვს ამას წინათ თქვით, რომ საინტერესო იქნებოდა ერთი ლექსი გვეთარგმნა. :)

|