 | ავტორი: ნუნუ ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2014 |
პროზაში სათქმელი სტრიქონად ავკინძე ფიქრები გულიდან ტკივილით მწყდებიან, მწყდებიან ფრაზებად, გზა და გზა ცვდებიან ბწკარებად მოდიან რითმებად მელიან. დრო გარბის ,ვიზრდებით,ვიცვლებით, ვბერდებით, (ო! არ მიყვარს ეგ სიტყვა, ასეა რას ვიზამ ) ჩვენ არ ვართ პეპლები, ერთი დღით მოსული სიცოცხლის არსი ხომ უფალმა გამიზნა. ზოგჯერ არ გამოგვდის, არ ვიცი რა მოგვდის აზრების სიჭრელეც გვაწვება ხუნდებად, რაღაცა კეთდება, რაღაცა შავდება, რაღაცა ცვდება და, რაღაცა ფუჭდება. ღმერთს ნუ განვარისხებთ, ნუ გადავგვარდებით, ვაი, რომ ხანდახან ესეც კი იგრძნობა, ჩვენს ქართულ გენებში სიკეთის თესლი დევს სულაც არ შეგვშვენის მტრობა და ქიშპობა. ჩვენ ხომ.. ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ერი ვართ, ჩვენ ხომ... სიონის,გელათის შემქმნელი ერი ვართ ჩვენხომ... დავითის, თამარის მშობელი ერი ვართ, ჩვენ ხომ... კოსმოსში ჩაკრულოს ვმღერივართ, ამიტომ პათოსით ვუყურებ მომავალს, ვიხსენებ წინაპართ და რწმენით ვივსები, ყველას გეფერებით, ყველანი მიყვარხართ თქვენი ნაკლითა და, თუ თქვენი ღირსებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა.++++ მომეწონა.++++
7. ძაააალიან მომეწონა ლექსი. ათი ქულა ავტორს. ძაააალიან მომეწონა ლექსი. ათი ქულა ავტორს.
6. მადლობა თქვენ, ჩემო ურაკპარაკელებო! მადლობა თქვენ, ჩემო ურაკპარაკელებო!
5. ლექსის შინაარსი მშვენიერია!
"ყველა ს გეფერებით, ყველა მიყვარხართ! გმადლობთ ამ სიტყვებისთვის. ლექსის შინაარსი მშვენიერია!
"ყველა ს გეფერებით, ყველა მიყვარხართ! გმადლობთ ამ სიტყვებისთვის.
4. ძალიან ლამაზი ლექსია. კარგად მესმის ავტორის გულისტკივილი. მიყვარს ჰუმანური ადამიანები. გაიხარე ავტორო! ძალიან ლამაზი ლექსია. კარგად მესმის ავტორის გულისტკივილი. მიყვარს ჰუმანური ადამიანები. გაიხარე ავტორო!
3. საყვარელია :)) ++ საყვარელია :)) ++
2. ნუნუ! ძაან მაგარია. ოღონდ გზადაგზა - ეს კომპოზიტი, ერთად იწერება ჩაასწორე. იისე ფრიადი 55 ნუნუ! ძაან მაგარია. ოღონდ გზადაგზა - ეს კომპოზიტი, ერთად იწერება ჩაასწორე. იისე ფრიადი 55
1. კარგი სადღეგრძელოა კარგი სადღეგრძელოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|