 | ავტორი: მ.ჭ. ჟანრი: პოეზია 21 ოქტომბერი, 2014 |
გიყვარდე, ჩამსვი, მატარე, აი იქ, გულს რომ ეძახიან... გრძნობებზე გადამატარე, თუნდაც მათ წლები დახიონ... მაცეკვე დატბორილ ქუჩებში, დათოვლილ გზებზე დამხატე, ულამპიონო უბნებში, შენი სანთელი გამხადე. ჰო, იტივტივე ჩემს ზღვაზე, ჩემს ტალღებს წაეთამაშე... ტკბილმწარე ღვინის შესმაზე, სიფხიზლე გაითამაშე. არადა უკვე მთვრალი ხარ, სისხლი ლივლივებს გულ-მკერდში, მონატრებული ბავშვი ხარ, მაძიებელი ნუგეშის. სულში მარცვლებად გეცემა, გულის მხურვალე წვეთები, გიწვევ და მინდა გაცემა, გრძნობების... ჩემთვის ვერთობი... ჰო, მერე რა თუ გაგიჟდი, სულში ზღვად გექცა წყნარი ტბა, შენ ვერა და ვერ დაღვინდი, გული ვერც წლებმა დაგიბა. გაუთავებლად წრიალებს, ვნების ქარს მიემსგავსება, მწყურვალე ითვლის იარებს, საგულეში ვერ თავსდება. ჰო, მერე რა რომ ძნელია, მერე რა თუკი გაწვალებს, მაინც ათასი ფერია, მაინც ათასფრად ქარგავს წლებს. ჰოდა, გრძნობებზე მატარე, ხელის გულებზე კი არა! გულის გულში გამატარე, უბრალო გულში კი არა! გიყვარდე, ბოლო დაღლამდე, სუნთქვა ფილტვებს რომ აქაჩავს, სულ ბოლო ამოსუნთქვამდე, გიყვარდე, სადამდეც გაქაჩავ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
13. რა კარგია, მომეწონა მე აქ ....5 რა კარგია, მომეწონა მე აქ ....5
12. ანუშკიი მადლობა <3 ანუშკიი მადლობა <3
11. ჩემი 5 აქ :-* ჩემი 5 აქ :-*
10. მადლობა გულწრფელობისთვის :) მადლობა გულწრფელობისთვის :)
9. ძალიან გაწელე, იმის მიუხედავად რომ სუსტი რითმებია დასაწყისშიც, რიტმი და სიმსუბუქე დადებიტან განმაწყობდა. წარმატებები. არ მომეწონა. ძალიან გაწელე, იმის მიუხედავად რომ სუსტი რითმებია დასაწყისშიც, რიტმი და სიმსუბუქე დადებიტან განმაწყობდა. წარმატებები. არ მომეწონა.
8. მშვენივრად დაიწყე და რა უშნოდ გაქაჩე ბოლოში?! მშვენივრად დაიწყე და რა უშნოდ გაქაჩე ბოლოში?!
7. კარგია, ბოლო სამი სტრიქონი არცაა საჭირო კარგია, ბოლო სამი სტრიქონი არცაა საჭირო
6. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
3. მადლობა :))) მადლობა :)))
2. მადლობა :))) მადლობა :)))
1. აქა-იქ არაუშავს
+1 წარმატებები. არასერიოზული მე ;) აქა-იქ არაუშავს
+1 წარმატებები. არასერიოზული მე ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|