ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2014


მდინარე-ფონის გარეშე


მდინარე
ფონის გარეშე

აღმართზე მგზავრი
მგზავრში ციერი
(გამოაბრწყინეს
ბროლი დილებმა)
მწვანე ტალღაზე
ალი იელის
და ნაპირების
მოგვირილება.

სადღაც ნიღაბი
სადღაც ფაცერი
(კოშკები-
ვიწრო სარკმლიანები)
ყანის ადგილზე
შამბი საცელე
ჟამი
მესიის დაგვიანების.

სადღაც მუსიკა
ნგრევა სიჩუმის
(ელვადაკრული
ფიქრის კენტობა)
სადღაც ხატებთან
მდგარი მიჯნური
ტანჯული როა
ჩრდილზეც ეტყობა.

ნათება გემის-
ზღვაში შესულის
(მხარს დაუმშვენებს
კვლავაც იღბალი)
სიკვდილ-სიცოცხლე-
ორი მეგზური
დაუსრულებელ
დღესთან მიმყვანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს