ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოც. დაუცველი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2014


გადაარჩინე ფიროსმანი

დღითიდღე საზიზღდება უმრავლესობა!
უმრავლესობა, რომელმაც ფიროსმანი სარდაფში მოკლა.
დღეს მე ამ სარდაფში მე ღამეს ვუთევ ერთფეროვნებას
გვერდით ჭლექი მიწევს და დროდადრო ოთახის ვიწრო ფანჯარაში იყურება.
ფანჯარა ვიწროა, ოცნებები რომ ვერ შემოეტევა ისეთი
შენ ოთახში ნესტივით ტივტივებ.
შენი სახე მზეს აიძულებს აქ ჩამოიხედოს
ამ ჯურღმულში ჩემთან ჩამოვიდეს.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა პრივილეგიას! ყველა წითელ ხალიჩას და ყველა გამოგონილ სახელს და გვარს
ყველა სახელმწიფო წყობას, რომელიც ამ სახლივით ნესტზე და ტყუილზე დგას
ყველა მსოფლიო ლიდერს, რომელიც ისევე ჩაძაღლდება, როგორც მე აქ ამ ვიწრო სარდაფში
სადაც ოდესღაც შენმა სისტემამ მოკლა ფიროსმანი
შენ ნაწილი ხარ ბოროტების
თავად ბოროტება ხარ, თან ისე რომ ვერც აცნობიერებ
დღითიდღე კვებავ ტყუილს
და შენ თავს სთავაზობ ლანგარზე დადებულს ხარკად
შენი ცხოვრების წლებს მაჯაზე იხვევ და საგზლად ატან
ვიზიტად მყოფ ერთფეროვნებას!
ნუთუ არ მოგბეზრდა?
ნუთუ ვერ ხედავ რომ ამ სარდაფს მიღმა ფიროსმანია
ამ სარდაფს მიღმა ცხოვრებაა და ამ სარდაფს მიღმაა
ყველა ის ვისი ძვლებითაც შენი გამოგონილი სამყარო დღემდე მოვიდა
მე დავივიწყებ ყველა დარდს
სევდას ყვავებს ვაჭმევ
ოღონდ გადმოდგი ნაბიჯი!
მართალი ნაბიჯი!
ჩამოდი სარდაფში
აქ ფიროსმანია!
ერთად გადავუსხათ სისხლი ფიროსმანს
ერთად ჩავუტაროთ ხელოვნური სუთქვა და გადავარჩინოთ!
მან დაიმსახურა ეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები