 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 3 ნოემბერი, 2014 |
აგრე იციან მთის კაცებმა, უბრად ჰყვარობენ, როცა ღამეში ცეცხლი ჰყვება ქოხისთვის არაკს, ძილში რომ ღიმი დასთამაშებს ჩვილის ყვრიმალებს, მიეპარება მაშინ, ურძნის ხის ჯვრიან აკვანს... მერე კლდესავით უხეშ თითებს დაუფენს თავთან, გაუბედავად ჩაჰღიღინებს: „შვილო გეწამლო“, მთიდან დაშვებულ ღმერთს ჰგავს უფრო, მამას კი არა, ლოცვებად ამოეგება და დაუთბობს საწოლს. ცხელ სუნთქვას ფრთხილად შეატოვებს ქალასაც შუბლთან, (ის არც შეიმჩნევს, ხევსურისას ასე დასჩემდა) ცისკენ აზიდავს მზერას, იტყვის: „მადლობა უფალს“, დინჯი ნაბიჯით გაიხურავს კარებს, აქვთ ჩვევა დაუყვებიან ფერდობებს, ან ვარსკვლავიან ცას ფეხქვეშ იგებენ ჯირითით და მაინც არ ჰყოფნით, შეატოვებენ ღამის ჭიუხს ბალღურ სიანცეს, გარიჟრაჟს უბრად ბრუნდებიან თავის სამყოფელს.
აგრე სჩვევიათ მთაში კაცებს, აგრე ჰყვარობენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან მომეწონა <3 სხვებსაც გადავხედავ :* ++ ძალიან მომეწონა <3 სხვებსაც გადავხედავ :* ++
17. დიდი მადლობა ყველას სტუმრობისთვის :) გაიხარეთ :* დიდი მადლობა ყველას სტუმრობისთვის :) გაიხარეთ :*
15. აქაც გეტყვი, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან კარგი ავტორი...:-* 5... აქაც გეტყვი, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ და ძალიან კარგი ავტორი...:-* 5...
14. ++კარგია მთაში მაინც შემოგვრჩა) ++კარგია მთაში მაინც შემოგვრჩა)
13. ძალიან მომწონს :)) ძალიან მომწონს :))
11. სიყვარული ყვეელანაირი კარგია :) სიყვარული ყვეელანაირი კარგია :)
10. ეს წუხელ ჩავიკითხე და თითქოს ჩავთბი კიდეც ;;)
ეს წუხელ ჩავიკითხე და თითქოს ჩავთბი კიდეც ;;)
8. მთა და მთიელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მახსოვს რა გატაცებით ვკითხულობდი ბავშვობაში ყაზბეგს. <3 მთა და მთიელები ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, მახსოვს რა გატაცებით ვკითხულობდი ბავშვობაში ყაზბეგს. <3
7. სულ სხვა ეშხი აქვს მთის ბუნებას, სიცოცხლე ჰყვავის მთაში. 5 სულ სხვა ეშხი აქვს მთის ბუნებას, სიცოცხლე ჰყვავის მთაში. 5
6. დაუყვებიან ფერდობებს, ან ვარსკვლავიან ცას ფეხქვეშ იგებენ ჯირითით და მაინც არ ჰყოფნით, შეატოვებენ ღამის ჭიუხს ბალღურ სიანცეს, გარიჟრაჟს უბრად ბრუნდებიან თავის სამყოფელს. დაუყვებიან ფერდობებს, ან ვარსკვლავიან ცას ფეხქვეშ იგებენ ჯირითით და მაინც არ ჰყოფნით, შეატოვებენ ღამის ჭიუხს ბალღურ სიანცეს, გარიჟრაჟს უბრად ბრუნდებიან თავის სამყოფელს.
5. მოკლედ შევაფასებ - მაგარია და დავეთანხმები მე-2 კომენტარს, რადგან მეც კადრებად წავიკითხე ეს ლექსი. ++ მოკლედ შევაფასებ - მაგარია და დავეთანხმები მე-2 კომენტარს, რადგან მეც კადრებად წავიკითხე ეს ლექსი. ++
3. რა მშვიდი და ტკბილია მთაში სიყვარული. რა მშვიდი და ტკბილია მთაში სიყვარული.
2. გითხარი კიდეც. როდესაც ვკითხულობ ნაწერს და თან ვხედავ კადრებად, ძალიან მაგარია. ეს ნაწერი შინაარსით, იდეით და შესრულებით მომწონს.
გითხარი კიდეც. როდესაც ვკითხულობ ნაწერს და თან ვხედავ კადრებად, ძალიან მაგარია. ეს ნაწერი შინაარსით, იდეით და შესრულებით მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|