ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2014


დიდოო!

დევებს მოჰგავდნენ ზვინები,
მთისაკენ სავალს იცავდნენ.
ნისლიდან განამზირები,
მთა იღვიძებდა სისხამზე.
ცას ზედ მზის წნულზე ეკიდა
მზე დევისთვალა, ბრდღვიალა.
თოვლის ნაქსოვი თექიდან
მზე ადგა, მწყემსი კი არა...
ნახირსაც სხივთა წკეპლებით
დენიდა იალაღისკენ.
ამოვსებოდა ნეკნები,
რქაც კი ხარობდა ხარისა.
დიდოო! - იძახდა მთის კალთა,
ექო მთებს კბილით ეჭირათ.
არც ვინ პატრონი ცის გარდა,
მზეც ჩამოხსნილი ბეჭიდან.
პირწმინდად თლილი ქვებიდან
თითქოს წარსული იძახდა...
ღამით კი ერთად სხდებიან
ქვები დანგრეულ ქვის სახლთან...
მერე მთამ გადაიგორა
მთვარე სავსე და მისნური.
იყო და არა იყო რა,
მთას შეხიზნოდა ღვთის სული...
10.11.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს