 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2014 |
მანქანა გველივით მისრიალებს, ფიქრივით დაკლაკნილ ხვეულებში, გზა არის სველი და ნისლიანი, იწყება ფიფქების წვეულება,
ცოტაც და გავცდები ნაკოშკარებს, უკვე მურის ხიდიც გავიარე, გლეხის ხელებივით დაკოჟრილი, მთვარე,შემახსენებს ნაიარევ
მაჯებს ,სისხლიც ამიფორიაქდა, ჰაერს ვყლაპავ ბოლო ნაფაზივით, ბავშვობა დავლანდე შორი-ახლოს, და ფრთებისულ რომ არ ვაფასებდი,
აქ,ფრენა ძველებურად შემიძლია, აქ ღამე სხვის დღეებზე ნათელია, სიგიჟეს,ვიცი აქ არ დამიშლიან, სინდისიც არ მექნება გათელილი,
მივდივარ,მავიწყდება ყველაფერი- თუ რამე რუხ ქალაქთან მაკავშირებს, მინდა,ამ ხეობებს შევაბერდე, გავხდე ვარსკვლავების მენახშირე...
წინ გზები და რძისფერი ნისლებია, ღამეა,თეთრ საბანში გახვეული, სოფლები თასებივით იცლებიან, ხიდებიც უხალხობით დამსხვრეულა.
აქ, ლანდებს გაუმართავთ წვეულება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ეს ლექსი 2014 წლის 12 ნოემბერს გამიზიარებია ფეისბუქზე - "მემორიმ" ამომიგდო. ისევ აღფრთოვანებით წამეკითხა. ეს ლექსი 2014 წლის 12 ნოემბერს გამიზიარებია ფეისბუქზე - "მემორიმ" ამომიგდო. ისევ აღფრთოვანებით წამეკითხა.
7. მანქანა გველივით მისრიალებს, ფიქრივით დაკლაკნილ ხვეულებში, გზა არის სველი და ნისლიანი, იწყება ფიფქების წვეულება,
ცოტაც და გავცდები ნაკოშკარებს, უკვე მურის ხიდიც გავიარე, გლეხის ხელებივით დაკოჟრილი, მთვარე,შემახსენებს ნაიარევ
5 მანქანა გველივით მისრიალებს, ფიქრივით დაკლაკნილ ხვეულებში, გზა არის სველი და ნისლიანი, იწყება ფიფქების წვეულება,
ცოტაც და გავცდები ნაკოშკარებს, უკვე მურის ხიდიც გავიარე, გლეხის ხელებივით დაკოჟრილი, მთვარე,შემახსენებს ნაიარევ
5
6. აქ, ლანდებს გაუმართავთ წვეულება.
მოგიკითხა არტემ:)5 აქ, ლანდებს გაუმართავთ წვეულება.
მოგიკითხა არტემ:)5
2. ძალიან მაგარი!!!! ++++ ძალიან მაგარი!!!! ++++
1. შესანიშნავი ლექსია შესანიშნავი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|