ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2014
ჯამბულატის მონოლოგი
ალბათ ყველას ნანახი აქვს ქართული მხატვრული ფილმი ’’ფატიმა“ – კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ: თამარ კოკოვა–ფატიმა, ოთარ მეღვინეთუხუცესი–ჯამბულატი და გიული ჭოხონელიძე–იბრაჰიმი. ეს სამსტროფიანი ლექსი ძირითადად ამ თემაზე ავაგე:
ჯამბულატის მონოლოგი
ომში ვიყავი... გადავრჩი, შენთვის დავბრუნდი ფატიმა, შენზე ვფიქრობდი ზამთარშიც, ვერ მიცან? - ჯამბულატი ვარ. დღეს იბრაჰიმის ცოლი ხარ, თუმც მის აღმოჩნდი მკლავებში, მე დღემდე ჩემი მგონიხარ, მწვავს მაგ თვალების კვლავ ეშხი. მიყვარხარ... ვერ დაგივიწყე, ვარ - ქალის იცის ვინც ფასი, გული არასდროს ივიწყებს ვინც მისთვის არის ძვირფასი.