 | ავტორი: ნიინ ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2014 |
რომ წავა დრო, მეც იმ დროს იქით წავალ და არაფერს წავიღებ თან საგზლად... და მოვა დრო, სხვაგვარი, უჩემო, არსებობ, მაგრამ არცა ხარ აქ... და გზებზე გათელილი წარსულის ნაბიჯების ყვითელი ფოთლები ფარავენ კვალს... მერე რა თუ შეცდა ადამი ევაში ცდუნება სამყაროს დღემდე არ კლავს... შეცდომის პატიება, შენდობა ვისწავლო, ეს უფრო მეტია ვიდრე სხვა რამ... მზის სხივებს ეძებდე ღრუბლებში უაზროდ მჯერა რომ იპოვი თუ კი ღრმად გწამს... ხეთა ცად აწვდილი მკლავები მაფიქრებს... ჭოროხი დღეს - ჩემს ფიქრებს ნთქავს... სამყარო ეს არის - მიწიდან - ზეცამდე თუ იქით არსებობ, არცა ხარ აქ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უი, რა ლამაზი ნულია :დ უი, რა ლამაზი ნულია :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|