ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


***

2011 წლის 10 აპრილი

გავრბივარ,
რომ მკითხო ვისგან
ვერ გეტყვი ალბათ,
ალბათ კი არა ,
ვერ გეტყვი
შენ, შენ, შენ და თქვენ,
როგორ გელევით,
ალბათ გრძნობებით ვერ მერევით
უმადურობაც დავთესე
მოვიმკი ალბათ, უგემურ ნათესებს,
ეს ყველაფერი მახელებს და
ხელებსაც გავურბივარ
ალბათ ათასჯერ ჩამორთმეულს,
ღამეებს წართმეულს,
სისხლებსაც დანთხეულს,
ხალხსაც დამშეულს.
მიყვარხართ,
მაგრამ თვალები მებრალება
ბრალეულ სხეულის,
სული გამიხდა სნეული,
მინდოდა მეპოვა რჩეული
დავრჩი ეული,
ირგვლივ ტრიალებს ტრიალი სფერო
ცარიელია ეზო,
ვიპოვე რვეული პატარა მანცოს
გაგა უყვარს თავის ეზოელი,
ფიქრებით გაცხელდა გონება,
ნოსტალგიები წარსულის,
სულის, სულის, სულის, სულის და
სულის შებერვით ჩავაქრე სანთელი
არ შეიძლებაო მითხრეს
თითები დაიწვიო და ჩააქრეო ისე,
რატომ თქო არ ვკითხე
ლექსები ვიკითხე,
ბევრი თქვენგანიც განვიკითხე და
ბევრიც წავიკითხე
არა რა წიგნები
თვალები,ხელები,ცხვირები,პირები
ყურებიც აგივსეთ ბევრი კითხვებით.
ადამიანებო თკვენზე ვგიჟდები
ისე მიყვარხარ წინ ვერ გიჯდები,
ვერასდროს ვნახავ,
როგორ შიშვლდები
გავრბივარ
მინდა ინოვაცია
ჩემი ნაცია
ქალიან,კაციან,ბავშვიან
დაღვრემილები რომ არ დადიან.
აქ თვალი ჩაგიკარით,
რადგან გავრბივარ
იქნებ ეს ჟესტი
თბილ ტონად დაედოს ნაცრისფერ კედლებს
სურვილებს ვერ ვძლევ,
მიყვარს ხეტიალი
ღამე რეტიანი
მთაწმინდა სენია
ღამით იქ მელიან,
ვიყავი ამასწინათ
დაცვამ კი არ გამიშვა
იმათიც მესმის,
ადიან სხვებიც,
ზოგი გასაჩხერად,
ზოგიც ღილების გასახსნელად
შე მამაძაღლო
რატო მეხი არ დაგეცა,
აღარც მე მიშვებენ
მაგრად მენატრებით,
ბევრი ცუდი ვთქვი ალბათ
გეთანხმებით,
მაგრამ ვერ ვივლი ფეხაკრეფით,
ახალგაზრდობა, ტუსოვკა, პონტი
ჩემი ნაშაა გაგაცნო მოდი,
სვეცკი და დერსკი
ვინჩოოო?!
აააა ნინჩოოო
ხოოო გამახსენდა გუკასგან გიცნობ.
მეგონა გავრბოდი,
თურმე მივდივარ
მივათრევ დიდი ჩემოდნით დარდებს
შევხვდები ,
ჯორჯებს, ჯეიმსებს, ჯონსებს
she is kate
sorry pleas wait
i am from georgia
ქეითი ნორჩია
i am from georgia
i am from georgia
ქართველი ვარ
ხვალ რთველი მაქვს
ქართველი ვარ
ქართველი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები