ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
I
"ვანილი სუნი აქვს სიკვდილს" - თქვა პერსონიმუსმა, ხელები მოიფშვნიტა და გადახედა ჭირისუფალს (მიცვალებულის ირგვლივ მსხდომ ხალხს), "ნამდვილად ვანილის სუნია, უდავოდ,"- დამატა და თითი მოისვა ცხვირზე. უბედურებისგან უკუმშება ოთახი, "თავი მისკდება, სადაცაა სისხლი წამსკდება ყურებიდან,"- ჩაილაპარაკა გარდაცვლილის მეუღლემ. "როგორ უთრთის მკერდი,ნეტა როდის განიმოსავს ძაძებს? " - აინტერესებდა ყველას. წყალი შემოიტანა ბიჭმა - ცოტა მოსვა კართან აყუდებულმა ხმელმა კაცმა. რეკავენ ეკლესიის ზარებს, წირვა დამთავრდა, მალე მოვა მღვდელი...
II
"რა ვანილის სუნია? ნამცხვარს აცხობს ვინმე?" "ალბათ მეზობელი მამაო," - (რომ არ ცხელოდეს ხომ არ დატოვებდნენ კარს ღიას) სად არის ჩემი წიგნი, მომეცი შვილო, მომეცი, ვიკითხოთ, ვილოცოთ, ვაუწყოთ ხალხს და უფალს, რომ მონა ღვთისა არტური გაუყვება გზას იმქვეყნისაკენ.
("რა დროს ეს არის მამაო, მაგრამ "იმქვეყნისაკენ" ერთად იწერება? თუ ცალ-ცალკე -"იმ ქვეყნისაკენ?" - იკითხეს, არავინ გასცა კითხვას პასუხი)
"მაინც რა ვანილის სუნია, შეიძლება გუნდრუკის სუნზე მეტად ვანილის სუნი მისდიოდეს გარდაცვლილს?" აღშფოთებულმა მოძღვარმა ღიპზე შემოირტყა ხელი.
III
"ვანილის სუნი აქვს სიკვდილს, როგორ შეიძლება ეს არ იცოდეს ადამიანმა, რომელსაც ასობით გაპატიოსნებულ მკვდარში ამდენივე ფულისერთეული* აქვს აღებული?" - ვერ თქვა ხმამაღლა პერსონიმუსმა.
*რადგან არ ვიცით რა ქვეყანაა, რა ქალაქია და რა ხალხი, არ ვიცით რა ვალუტაზე ვსაუბრობთ.
IV
"წაიკითხეთ მამაო, წაიკითხეთ, სანამ ჩაიწვა სანთლები," - დაიძახა შეწუხებულმა ტერესამ, (სად გვაქვს საშუალება ათი სანთელი გავხარჯოთ ერთ რიტუალზე) დაიწყო ნახევარსაათიანი ბუტბუტი, არავინ იცოდა რა უფრო მნიშვნელოვანი იყო: სიტყვები რომელსაც მღვდელი იძახდა, გუნდრუკი, რომელსაც აკმევდა თუ სიჩუმე რომელიც ამ ყველაფერს სდევდა. "ეს სიჩუმე ყველაფერია," - გაიფიქრა პერსონიმუსმა, -"არც სიკვდილი, არც ლოცვა გარდაცვლილისთვის არ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც სიჩუმე და ამ სიჩუმეში უნებურად დასმული კითხვა: რატომ ვართ არსში, არარსის ნაცვლად? რატომ გავჩნდით, როცა შეიძლებოდა არ გავჩენილიყავით?"
V
როგორც იქნა დასრულდა რიტუალი, მიმოიხედა ჭირისუფალმა, აჩოჩქოლდნენ ბავშვები. "მამაო, რამდენი უნდა შემოგწიროთ?" - მორცხვად იკითხა გარდაცვლილის შვილმა, -"ძველად მოძღვარს ფულს ვინ შეჰკადრებდაო," გაგებული ჰქონდა ხალხისგან და ერიდებოდა კითხვა, "იქნებ ეს კაციც ძველი ყაიდისაო," - ფიქრობდა.
არ იყო ძველი ყაიდის.
VI.
როცა ყველა წავიდა, პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელიც გამოვიდა გარეთ, მაგრად ჩაისუნთქა სიგარეტის ბოლი, თითქოს მთელი დღე ჩააყოლა და ცუდი რაც იყო შორს, სადღაც კოსმოსში გაუშვა.
VII
იმ დღეს, მეზობელს ფრაუ მალენდორფს დაბადებისდღე ჰქონდა, საღამოს შვიდ საათზე გაჭრეს ვანილის ნამცხვარი... ერთ წელიწადში გაიხადა ძაძები სარამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. 8. მუხა აღადავდა :D 8. მუხა აღადავდა :D
8. ვანილის არადა ლობიოს სუნი ნაღდად აქვს. ვანილის არადა ლობიოს სუნი ნაღდად აქვს.
6. და ყველა ბედნიერია... :D და ყველა ბედნიერია... :D
5. არავინ გედავებათ პატ. პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელ, სტილის დაარსებაში ) დაე იყოს.. ჩვენც გვიხარია.. არავინ გედავებათ პატ. პერსონიმუს ვილჰელმ ლიბენშელ, სტილის დაარსებაში ) დაე იყოს.. ჩვენც გვიხარია..
4. კომენტარი ნომერი 2. პატივცემულო, მიხარია თუ გგონია რომ ყველა ასე წერს, იმიტომ რომ ეს სტილი ჩემი დაარსებულია :))
დანარჩენები საიდან მიცნობთ არ ვიცი, მაგრამ გამარჯობა:)) კომენტარი ნომერი 2. პატივცემულო, მიხარია თუ გგონია რომ ყველა ასე წერს, იმიტომ რომ ეს სტილი ჩემი დაარსებულია :))
დანარჩენები საიდან მიცნობთ არ ვიცი, მაგრამ გამარჯობა:))
3. ძალიან კარგი მომენტები იყო. მთლად ამ კარგი მომენტებისთვის შესაფერისი პროზა არაა, მაგრამ კარგია
თითქმის ვიცანი ავტორი. პრინციპში, თითქმის შემიძლია, თითქმის მოვაცილო ძალიან კარგი მომენტები იყო. მთლად ამ კარგი მომენტებისთვის შესაფერისი პროზა არაა, მაგრამ კარგია
თითქმის ვიცანი ავტორი. პრინციპში, თითქმის შემიძლია, თითქმის მოვაცილო
2. შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ ავტორები მეორდებიან.. გავედი შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ ავტორები მეორდებიან.. გავედი
1. ფაქტიურად რომანია- მთელი 7 თავი :)
კარგი მცირე პროზაა - სიუჟეტი, პერსონაჟები, მოქმედება, ყველაფერი თავის ადგილზეა.
ვანილის არადა, რაღაც ნაცნობი(ს) სურნელი კი ვიგრძენი აქ :)
ფაქტიურად რომანია- მთელი 7 თავი :)
კარგი მცირე პროზაა - სიუჟეტი, პერსონაჟები, მოქმედება, ყველაფერი თავის ადგილზეა.
ვანილის არადა, რაღაც ნაცნობი(ს) სურნელი კი ვიგრძენი აქ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|