ლექსები სხვისი სახლიდან. სახლები სხვის ცხოვრებაში. სხვისი ცხოვრება ჩემ სიყვარულში... ვიღვიძებ სადღაც... ვცდილობ მივხვდე რამ გამაღვიძა, ჭერიდან ბნელმა ნათურამ, თუ ჭორფლმა სიზმრიდან. თუმცა ერთი და იგივეა, ვხვდები, რადგანაც, როგორც იესოს ტირილის ხმა იორდანეში, ჩემ სისხლში დადის შენი სული და სულ ერთია რა არ მინათებს დაცლილ ოთახს, შენი ჭორფლი, თუ ჩემი გულივით დაკიდული ჭერზე ნათურა.
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ლურჯი სიღრმიდან ამომავალ მზეს ვაკვირდები. მზეზე, მყვირალა სხივებივით, სხედან კაცები. მათი ყვირილი, შესაძლოა, ცრემლში გამიკრთეს, ჩემი კი ლურჯად დადუმებაც მეგანგაშება და სხვისი ციდან გამოვდივარ ვით ფარაონი. ვეძებ გაქცეულ პირამიდას დროის კუნთებით. მინდა (შეცდომით) სხვის საფლავში დამასაფლაონ და იქ დაღვრილი ყველა ცრემლი სხვას ეკუთნოდეს.
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ახლა ამას იმისთვის არ ვწერ ჩემს აჩქარებულ მხედრულში ჩაკირული ღმერთი ვიპოვო.
სხვისი მიზნებით გაჟღენთილ ცაზე იმისთვის არ ვწერ გაფითრებულმა ანგელოზმა ფრთები შემასხას და ზარზეიმით მივეახლო მზიან სამოთხეს.
მინდა თბილისის ერთ ქუჩაში დავრგო სიჩუმე და თუნდაც მხოლოდ ერთ გამვლელში ჩემი ლანდების ცრემლი გამოდნეს.
სულ მეშინია, არ დამავიწყდეთ არ გამშორდეთ ჩემო ლანდებო.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?
ჩემი ლექსები ისევ ბასრია, ჩემმა ლექსებმა ისევ მომცელეს. ან ამ ოცნებას რაღა აზრი აქვს, თუ მხოლოდ უნდა მივყვე ოცნებებს.
უპირველესად თოვლის და ყოვლის ვიტყვი რომ სულში დგება ნისლი, ან რომ შემიძლია გაგათბო თოვლით, რომ უფრო მეტი არ შემიძლია,
რომ ვიცი სიტყვა და მისი ფასი, რომ მისი ვერთქმის უფლებას ვერ ვთმობ. ქუჩაში თოვლი ენთო ათასი და გულში ბავშვის თვალებიც ენთო
და ღმერთმა იცის ნეტავ იქამდე კიდევ რამდენი მოვა ზამთარი, როცა ადგები, დარდს გაიქარვებ და სხვასთან წახვალ თოვლით გამთბარი.
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ნეტა ამ წვიმას ვინ გაიგებს?!!! სულო, ამ წვრილმან წვიმას მიაპყარ, სულაიდა, სმენა იოტი. სულ მომთაბარე მდუმარების გზებზე ვდიოდი, მაგრამ ამ გზებზე, ამ ცხელ გზებზე ბევრჯერ ჩამთვლიმა.
ო, ფრინდი, ფრინდი, სულაიდა, აქ სულ ერთია თვლემაც, დუმილიც. ვინაიდან სხვები გეშავენ საშიში თრობით ნაჟღენთ გვამებს... სულო, შენნაირ დუმილმღერებით აქ არავის წაუღმერთნია.
ნეტა ამ თოვას ვინ გაიგებს?!!! სულო, დამტოვე. ამ თოვლში მხოლოდ, სულაიდა, ჩემი ფიქრია. აქედან არსად, ჩემი გზები არსად მიქრიან, წვანან მტვერში და ქარში ქროლვის ქმნიან ფანტომებს.
ჰეეეე, ფრინდი, ფრინდი, სულაიდა, აქ მხურვალე და აჩუყებული გულის გარდა ვერას დატოვებ. აქ რა ცას ეძებ? ან რა მიწას? ანდა რატომ ვერ მითმობ ამ ტყეებს, ამ სიმწარეს, ამ მწყურვალებას.
ნეტა ამ ჭალებს ვინ გაირბენს?!!! სულო, გამცვალე მარად წვიმაში, სულაიდა, მარად თოვაში. არაფერია ჩემთვის კვდომა სიმარტოვეში, მხოლოდ შენი და ამ თოვლწვიმის ბედი მაწვალებს.
ფრინდი, ო, ფრინდი, სულაიდა. მერცხალ-ხუნდების მსგავსად კიარა, - დედამიწის, მზის და მთიების. იქ, ამ ცხოვრებას, იქ, ამ თვლემას მაპატიებენ და, მენდე, ამ დროს, ამ თვლემიდან, მეც ავყმუვლდები.
////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
შეიძლება, ტყვიამ ნეკნებში გაგიაროს და შენ დახვრეტილ პერანგს დარდობდე? შეიძლება იდგე და ვერ გრძნობდე მიზეზს ლექსის დაწერის?!
იჯდე, გტკიოდეს ნეკნები და ელოდებოდე ამინდის პროგნოზს, ნიშნავს არ იცოდე რაზე დაწერო.
ეს იგივეა ფულის ნაცვლად პურის გამყიდველს ჯიბეში ჩამხმარი ფოთლები მისცე, ადგე, დაწერო რაც ენაზე მოგადგება და მერე დაწვა.
/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
საით მირბიან ეს ლექსები ვეღარ ვგებულობ?! ან მე სად მივსდევ?! როგორ ველოდო მოსვლას ხვალისა?! მითხარი რამე, პლანეტებში გარინდებულო. ფასი მითხარი, იქნება იგი ოქროსი, თუ... ისევ ჩალისა?
ან კი რას ეძებ ჩემო სისხლო - ჩემო კრებულო?! ვის რად არგიხარ?! თუ ამ კითხვებმა გაგახალისა სიტყვა არ დაგცდეს, პლანეტებში გარინდებულო. არმინდა ფასი, იქნება იგი ოქროსი თუ... ისევ ჩალისა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დიდებულია ყველა... ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
დიდებულია ყველა...
19. მადლობა მადლობა : )))))
მე ვერაფერს ვამბობ, უბრალოდ მიხარია ასეთი კომენტარები
მადლობა მადლობა : )))))
მე ვერაფერს ვამბობ, უბრალოდ მიხარია ასეთი კომენტარები
18. როგორ მიყვარს ეს გვერდი...:-* ვკითხულობ და მივყვები...მივდივარ...უფრო სწორად სულს მივსდევ ჩემსას...გავდცდი ჰორიზონტს...მიხარია და არც ვიცი რა...არც აქვს მნიშვნელობა, რა შინაარს ატარებს ლექსი, თუმცა აზრობრივადაც გამართული ლექსებია ყველა... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ, ძალიან ჩემი ავტორია ეს ავტორი...555 როგორ მიყვარს ეს გვერდი...:-* ვკითხულობ და მივყვები...მივდივარ...უფრო სწორად სულს მივსდევ ჩემსას...გავდცდი ჰორიზონტს...მიხარია და არც ვიცი რა...არც აქვს მნიშვნელობა, რა შინაარს ატარებს ლექსი, თუმცა აზრობრივადაც გამართული ლექსებია ყველა... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ, ძალიან ჩემი ავტორია ეს ავტორი...555
17. საით მირბიან ეს ლექსები ვეღარ ვგებულობ?! ან მე სად მივსდევ?! როგორ ველოდო მოსვლას ხვალისა?! მითხარი რამე, პლანეტებში გარინდებულო. ფასი მითხარი, იქნება იგი ოქროსი, თუ... ისევ ჩალისა?
თანდათან ვეცნობი შენს ლექსებს . ეს ყველაზე კარგია. მოკითხვა ბევრი საით მირბიან ეს ლექსები ვეღარ ვგებულობ?! ან მე სად მივსდევ?! როგორ ველოდო მოსვლას ხვალისა?! მითხარი რამე, პლანეტებში გარინდებულო. ფასი მითხარი, იქნება იგი ოქროსი, თუ... ისევ ჩალისა?
თანდათან ვეცნობი შენს ლექსებს . ეს ყველაზე კარგია. მოკითხვა ბევრი
15. გაიხარე ოთარ : )
გეგიუს, არამიშავს.. გერმანიაში ვარ, მეპატიება გადაკარგვა. გაიხარე ოთარ : )
გეგიუს, არამიშავს.. გერმანიაში ვარ, მეპატიება გადაკარგვა.
14. მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?
ჩემი ლექსები ისევ ბასრია, ჩემმა ლექსებმა ისევ მომცელეს. ან ამ ოცნებას რაღა აზრი აქვს, თუ მხოლოდ უნდა მივყვე ოცნებებს.
უპირველესად თოვლის და ყოვლის ვიტყვი რომ სულში დგება ნისლი, ან რომ შემიძლია გაგათბო თოვლით, რომ უფრო მეტი არ შემიძლია,
რომ ვიცი სიტყვა და მისი ფასი, რომ მისი ვერთქმის უფლებას ვერ ვთმობ. ქუჩაში თოვლი ენთო ათასი და გულში ბავშვის თვალებიც ენთო
და ღმერთმა იცის ნეტავ იქამდე კიდევ რამდენი მოვა ზამთარი, როცა ადგები, დარდს გაიქარვებ და სხვასთან წახვალ თოვლით გამთბარი.
5
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?
ჩემი ლექსები ისევ ბასრია, ჩემმა ლექსებმა ისევ მომცელეს. ან ამ ოცნებას რაღა აზრი აქვს, თუ მხოლოდ უნდა მივყვე ოცნებებს.
უპირველესად თოვლის და ყოვლის ვიტყვი რომ სულში დგება ნისლი, ან რომ შემიძლია გაგათბო თოვლით, რომ უფრო მეტი არ შემიძლია,
რომ ვიცი სიტყვა და მისი ფასი, რომ მისი ვერთქმის უფლებას ვერ ვთმობ. ქუჩაში თოვლი ენთო ათასი და გულში ბავშვის თვალებიც ენთო
და ღმერთმა იცის ნეტავ იქამდე კიდევ რამდენი მოვა ზამთარი, როცა ადგები, დარდს გაიქარვებ და სხვასთან წახვალ თოვლით გამთბარი.
5
13. "რბილი სევდის სამყარო" რა კარგი იყო..
მადლობა ნათია.. და მიხარია "რბილი სევდის სამყარო" რა კარგი იყო..
მადლობა ნათია.. და მიხარია
12. "რბილი სეცდის სამყარო" რა კარგი იყო..
მადლობა ნათია.. და მიხარია "რბილი სეცდის სამყარო" რა კარგი იყო..
მადლობა ნათია.. და მიხარია
11. გიო მოგიკითხე, საუკუნეა არ მინახიხარ) )) როგორ ხარ? სად დაიკარგე..?
ლექსებს კი 5.. პოეზიაა ნამდვილად.
გიო მოგიკითხე, საუკუნეა არ მინახიხარ) )) როგორ ხარ? სად დაიკარგე..?
ლექსებს კი 5.. პოეზიაა ნამდვილად.
10. ღმერთოოო. გიოოო. რამდენად შეუცნობელი და თან ახლობელი ხარ, როცა გკითხულობ. შენი კადრებიანი ემოჩია თუ ემოციური კადრები... შიგ ჩემს გულში რომ ხდება.........
შენი რბილი სევდის სამყარო.
რა ვთქვა...?!
იმდენად მსუყეა ყოველი მათგანი, რომ ცალ-ცალკე უნდა მოიტანო... მკითხველს აცადო თითოეულ მათგანში ცალ-ცალკე გარინდება, ჩათბუნება, ჩასევდიანება.
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?!
ამაზე უბრალო და გენალური სითბო რა უნდა თქვა კაცმა?! ღმერთოოო. გიოოო. რამდენად შეუცნობელი და თან ახლობელი ხარ, როცა გკითხულობ. შენი კადრებიანი ემოჩია თუ ემოციური კადრები... შიგ ჩემს გულში რომ ხდება.........
შენი რბილი სევდის სამყარო.
რა ვთქვა...?!
იმდენად მსუყეა ყოველი მათგანი, რომ ცალ-ცალკე უნდა მოიტანო... მკითხველს აცადო თითოეულ მათგანში ცალ-ცალკე გარინდება, ჩათბუნება, ჩასევდიანება.
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?!
ამაზე უბრალო და გენალური სითბო რა უნდა თქვა კაცმა?!
9. გმადლობთ
ანანე, კარგია რომ ისევ ისე ფიქრობ : )
ნან................ გმადლობთ
ანანე, კარგია რომ ისევ ისე ფიქრობ : )
ნან................
7. მინდა (შეცდომით) სხვის საფლავში დამასაფლაონ...
ნეტა ამ თოვას ვინ გაიგებს?!!! სულო, დამტოვე. ამ თოვლში მხოლოდ, სულაიდა, ჩემი ფიქრია.
მე მიყვარს ეს ბიჭი! მინდა (შეცდომით) სხვის საფლავში დამასაფლაონ...
ნეტა ამ თოვას ვინ გაიგებს?!!! სულო, დამტოვე. ამ თოვლში მხოლოდ, სულაიდა, ჩემი ფიქრია.
მე მიყვარს ეს ბიჭი!
6. ის შენ ხარ? :) ისევ ისე ვფიქრობ, როგორც ადრე ლექსებზე სხვისი სახლიდან :) ის შენ ხარ? :) ისევ ისე ვფიქრობ, როგორც ადრე ლექსებზე სხვისი სახლიდან :)
5. Dzalian (y) ! Dzalian (y) !
4. სულაიდა და ბოლო განსაკუთრებით ) +5 სულაიდა და ბოლო განსაკუთრებით ) +5
3. რა კარგად მოგიფიქრებიათ, რომ წამოგიღიათ ეს ლექსები სხვისი სახლიდან და აქ მოგიტანიათ ყველა :)
მახსოვდა, რა თქმა უნდა.
რა კარგად მოგიფიქრებიათ, რომ წამოგიღიათ ეს ლექსები სხვისი სახლიდან და აქ მოგიტანიათ ყველა :)
მახსოვდა, რა თქმა უნდა.
2. ეს რა მაგარია
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?
ჩემი ლექსები ისევ ბასრია, ჩემმა ლექსებმა ისევ მომცელეს. ან ამ ოცნებას რაღა აზრი აქვს, თუ მხოლოდ უნდა მივყვე ოცნებებს.
უპირველესად თოვლის და ყოვლის ვიტყვი რომ სულში დგება ნისლი, ან რომ შემიძლია გაგათბო თოვლით, რომ უფრო მეტი არ შემიძლია,
რომ ვიცი სიტყვა და მისი ფასი, რომ მისი ვერთქმის უფლებას ვერ ვთმობ. ქუჩაში თოვლი ენთო ათასი და გულში ბავშვის თვალებიც ენთო
და ღმერთმა იცის ნეტავ იქამდე კიდევ რამდენი მოვა ზამთარი, როცა ადგები, დარდს გაიქარვებ და სხვასთან წახვალ თოვლით გამთბარი. ეს რა მაგარია
მაშინ კი თოვდა, ახლა აღარ თოვს, სხვისი სახლები ფორმებს იცვლიან. მე შემიძლია თოვლით გაგათბო, სხვა უფრო მეტი რა შემიძლია?
ჩემი ლექსები ისევ ბასრია, ჩემმა ლექსებმა ისევ მომცელეს. ან ამ ოცნებას რაღა აზრი აქვს, თუ მხოლოდ უნდა მივყვე ოცნებებს.
უპირველესად თოვლის და ყოვლის ვიტყვი რომ სულში დგება ნისლი, ან რომ შემიძლია გაგათბო თოვლით, რომ უფრო მეტი არ შემიძლია,
რომ ვიცი სიტყვა და მისი ფასი, რომ მისი ვერთქმის უფლებას ვერ ვთმობ. ქუჩაში თოვლი ენთო ათასი და გულში ბავშვის თვალებიც ენთო
და ღმერთმა იცის ნეტავ იქამდე კიდევ რამდენი მოვა ზამთარი, როცა ადგები, დარდს გაიქარვებ და სხვასთან წახვალ თოვლით გამთბარი.
1. +. 11/12/14წ. ნექტარი +. 11/12/14წ. ნექტარი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|