 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2014 |
შენი შავი მთები, თეთრი თოვლი, შენი შავი მთები, თეთრი თოვლი, წუხელ ფეხშიშველმა დავიარე, წუხელ თმაგაშლილმა დავიარე.
ცივი იყო მთები, შორი იყო და სიკვდილი, სანამ მე ცოცხალი. შენი შავი ცხენი შუბლზე თოვლით, შემომხვდა და დიდხანს მიყურებდა.
წაველ ფეხშიშველი, თმაგაშლილი, შენი ცივი ქალი, თოვლის ქალი, ჩემი წილი თოვლი მოვფხოჭნე და წაველ, თავდახრილმა წავიყოლე.
წავიყოლე შენი და ხელები, წავიყოლე შენი და მკლავები, ჩავუთქვი და თუკი ამისრულდი, ჩავუთქვი და მერე თუ არ მოვკვდი,
მაინც შენთან მოვალ, თუ არ მოვკვდი, სანამ, თუ არ მოვკვდი, თუ არ მნახე, შენი თეთრი ქალი შუბლზე თოვლით, შენი თოვლის ქალი, გულში მიწით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. საინტერესოა და ლამაზი..
არასოდეს მომწონდა ასეთი პოეზია, მაგრამ ისეთი სათუთია და ისეთი სასიამოვნო, არშემიძლია არ მომეწონოს.
++ საინტერესოა და ლამაზი..
არასოდეს მომწონდა ასეთი პოეზია, მაგრამ ისეთი სათუთია და ისეთი სასიამოვნო, არშემიძლია არ მომეწონოს.
++
21. ჩემი წილი თოვლი მოვფხოჭნე და წაველ, თავდახრილმა წავიყოლე.
მეც მიყვარს თოვლის მოფხოჭნა! ჩემი წილი თოვლი მოვფხოჭნე და წაველ, თავდახრილმა წავიყოლე.
მეც მიყვარს თოვლის მოფხოჭნა!
20. :) რებუსი არა, აბო, კროსსვორდია.. ))
მადლობა დიდი ყველას. :) რებუსი არა, აბო, კროსსვორდია.. ))
მადლობა დიდი ყველას.
19. ავტორს რომ შემოყვები :) რაღა და(მ)რჩა სათქმელი.
ავტორს რომ შემოყვები :) რაღა და(მ)რჩა სათქმელი.
18. დაუწერიათ უკვე ყველაფერი კარგი.... შევუერთდები მაშინ დაუწერიათ უკვე ყველაფერი კარგი.... შევუერთდები მაშინ
15. დავიწყე კითხვა და აქ გავჩერი: ''ცივი იყო მთები, შორი იყო და სიკვდილი, სანამ მე ცოცხალი.'' რებუსია? დავიწყე კითხვა და აქ გავჩერი: ``ცივი იყო მთები, შორი იყო და სიკვდილი, სანამ მე ცოცხალი.`` რებუსია?
14. მინდა მთელმა ქვეყანამ იკითხოს ეს პოეზია! ! ! ჟადენ. . . საოცარო ! როგორ მიყვარს ეს ლექსი, ეს რითმები, ეს შეგრძნებები. . .
წაველ ფეხშიშველი, თმაგაშლილი, შენი ცივი ქალი, თოვლის ქალი!
მინდა მთელმა ქვეყანამ იკითხოს ეს პოეზია! ! ! ჟადენ. . . საოცარო ! როგორ მიყვარს ეს ლექსი, ეს რითმები, ეს შეგრძნებები. . .
წაველ ფეხშიშველი, თმაგაშლილი, შენი ცივი ქალი, თოვლის ქალი!
13. ლოცვა?...-მე დავიტირე უფრო...ცხარე ცრემლით და დიდი ტკივილით...:-*
ძალიან კარგია, ძალიან...555
ლოცვა?...-მე დავიტირე უფრო...ცხარე ცრემლით და დიდი ტკივილით...:-*
ძალიან კარგია, ძალიან...555
12. წავიკითხე და მეც "მოვფხოჭნე ჩემი წილი თოვლი"...
შენი წილი უშენობა აღარ იყოს აქ, ხომ? წავიკითხე და მეც "მოვფხოჭნე ჩემი წილი თოვლი"...
შენი წილი უშენობა აღარ იყოს აქ, ხომ?
11. თოვა კარგია თოვა კარგია
10. მე მიყვარს ჟადენი მე მიყვარს ჟადენი
9. აჰა. ლოცვაა თუ შელოცვაა, ჟადენ?!
აბა, ორ საუკუნის მერეც როგორ იტყვიან ამას ქალები მთაში, მაგას თუ მოვუსმენ ახლა - ჭკვიანი გოგო ვიქნები . :) აჰა. ლოცვაა თუ შელოცვაა, ჟადენ?!
აბა, ორ საუკუნის მერეც როგორ იტყვიან ამას ქალები მთაში, მაგას თუ მოვუსმენ ახლა - ჭკვიანი გოგო ვიქნები . :)
8. შენი თეთრი ქალი შუბლზე თოვლით, შენი თოვლის ქალი, გულში მიწით... 5 შენი თეთრი ქალი შუბლზე თოვლით, შენი თოვლის ქალი, გულში მიწით... 5
6. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12 დეკემბერი, 2014
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
12 დეკემბერი, 2014
5. რა კომენტარი, რა მოკითხვა, რა ემოციის გამოხატვა... რაღაც მინდა გადმოგცე... რა პოეზია, ან რა ემოცია, ან რა სიყვარული, რისი თოვლი, რაის მიწა. ან რაღა დარჩა ამათ გარდა. რაღა რჩება კიდევ სალაპარაკო,,,
რა კომენტარი, რა მოკითხვა, რა ემოციის გამოხატვა... რაღაც მინდა გადმოგცე... რა პოეზია, ან რა ემოცია, ან რა სიყვარული, რისი თოვლი, რაის მიწა. ან რაღა დარჩა ამათ გარდა. რაღა რჩება კიდევ სალაპარაკო,,,
4. აქედან ვერასდროს გახვალ ემოციანაკლული... :) აქედან ვერასდროს გახვალ ემოციანაკლული... :)
2. ჩემო ერთგულო ჯონათან <3 ჩემო ერთგულო ჯონათან <3
1. არასდროს და არსად მომბეზრდება ამ ლექსების კითხვა.
როგორ ტოვებს ეს ურითმო ლექსი ასე რითმიანის შთაბეჭდილებას?
რიტმზე და ემოციაზე აღარფერს ვამბობ.
ჯადოქარი თოვლის ქალი :)
არასდროს და არსად მომბეზრდება ამ ლექსების კითხვა.
როგორ ტოვებს ეს ურითმო ლექსი ასე რითმიანის შთაბეჭდილებას?
რიტმზე და ემოციაზე აღარფერს ვამბობ.
ჯადოქარი თოვლის ქალი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|