 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2014 |
ნაფეხურები ყალიბი ტალახისგან და ფიროსმანი. შეძახილები და გაქცევა ევროპულად. შეძახილები და მოსვლა გაურკვეველი.
ჩემი სკოლა სახლიდან მოშორებით მდებარეობს. დედაც მოშორებით - სხვა ოთახშია, თავი წიგნში ჩაურგავს და ლამის აყვავდეს. იქვე სამზარეულო, მაგრამ ცარიელი, როგორც არაფერი. ყველაფერი სავსეა. სივრცეც იმისთვისაა, რომ მასში ჰაერმა იტრიალოს.... ოთახები ცარიელი... სახლი მამის გარეშე - ცოცხალ-მკვდარი და დედით სავსე სიცარიელით. მე, რა თქმა უნდა ნერვებს ვუშლი, ძმასთან ერთად. ვჯიუტობთ, მაგრამ კარგად ვსწავლობთ. მე ჩემით - დამოუკიდებლად, ძმა - დედის მითითებით. გუშინ ბოლო ფურცელი გავხარჯე - დავალებისთვის. ძმას კიდევ რამდენიმე დარჩა. შეძლებს გადფურცვლას მასწავლებელი და არ გაუჯავრდება. ინტერნეტი გაითიშა სახლში... მამამ მხოლოდ ელექტრო ენერგის საფასურის დაფარვა შეძლო. იცის, რომ ვთბებით. მაგრამ ჩვენ ნაწილებად ვთბებით: დედას გულს ვუთბობთ, მამას სულს - რადგან ჰაერია შორიდან მონაბერი. მე და ჩემი ძმა ერთმანეთის ხელებს ვათბობთ ორთქლით, რომ მამამ კვლავ შეძლოს მომდევნო თვის სახელმწიფო ხარკის დროული გადახდა. ზამთარი გვიყვარს, რადგან თოვლი მოგვწონს. თეთრია - მამასავით სუფთა და დედის წმინდა ჰაერია - ვსუნთქავთ! სახლი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაცარიელდა: ერთხელ როცა ბებოს ბოლო ნაფეხურებს დავეთხოვეთ და მიწას ავაკარით სამოსახლო; და მეორედ როცა სხვის სამემკვიდრეოდ გავამგზავრეთ მამა. ვიგონებ, თან დედა მაცმევს. ვემზადები სკოლაში წასასვლელად. ადრე მარშუტკას დავყავდი, დღეს ფეხით მომიწევს წასვლა, ძმა წამიყვანს. თბილი ქუდი, დედის ნაქსოვი კარგად ჩამოვიფხატე, ყურები ჩავითბილი. კაშნე - ისიც დედის თითების ნაწნავი, შემომახვია ყელზე, ფეხსაცმელი ამოვიცვი - დედა დამეხმარა, რომელიც ვერ გამოშრა ორი დღეა და კოცნით, ჩანთა ცარიელმა, დავტოვე ძმასთან ერთად სახლი. სულ დამავიწყდა, ძამიკომ მოაჩუქა შუიდან ამოგლეჯილი ფურცელი. „დღეს გამოგადგებაო“. რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადე ჩემ ძმას. - შენ რატომ არ წერ არაფრიძევ? - მკითხა მასწავლებელმა. - რვეული დამრჩა მასწავლებელო. - ვუპასუხე. - გასაგებია. - ოთხს გიწერ გიწერ, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა აამაღლო და მიხვდე, რომ სკოლა გასართობი ცენტრი არ არის. ფურცელი ხომ გაქვს? - დიახ! - მერე რატომ არ იწერ მაგ ფურცელში? - უკვე შევავსე, მას... - გასაგებია. იქნებ ფურცელი მისცეთ ამ გაჭირვებულს, ვინმემ?! - არ მინდა მას. დავიმახსოვრებ. მე ხომ გენიოსი ვარ! - ვთქვი და კლასმა სიცილის ქოქოლა დამაწიეს. - გენიოსი ხარ? ვინ გითხრა ეგ? - დედა მეუბნება-ხოლმე, რომ ჩემი გენიოსი ხარო! - სიცილიც შეწყდა. მესამე თაობის ნაფეხური. ნაფეხურზე აკრული ფიროსმანი და გახარებული ჩემი ძმა... ერთი ლარი მქონდა! ვიპოვეთ და ყალიბი ზედ ტალახზე დარჩა! შეძახილები... ყა-ლი-ბი, ყა-ლი-ბი, ყა-ლი-ბი... შეძახილები!!!
გიგო რიონელი 30 ნომბერი 2014 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დასაწყისში ვერაფრით მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო "ყალიბი ტალახისგან და ფიროსმანი."
"ჩვენ ნაწილებად ვთბებით: დედას გულს ვუთბობთ, მამას სულს - რადგან ჰაერია შორიდან მონაბერი. მე და ჩემი ძმა ერთმანეთის ხელებს ვათბობთ ორთქლით"- როგორი დიდი და მთლიანია ეს ნაწილებად გათბობა.
"მესამე თაობის ნაფეხურიც" კარგი იყო.
დასაწყისში ვერაფრით მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო "ყალიბი ტალახისგან და ფიროსმანი."
"ჩვენ ნაწილებად ვთბებით: დედას გულს ვუთბობთ, მამას სულს - რადგან ჰაერია შორიდან მონაბერი. მე და ჩემი ძმა ერთმანეთის ხელებს ვათბობთ ორთქლით"- როგორი დიდი და მთლიანია ეს ნაწილებად გათბობა.
"მესამე თაობის ნაფეხურიც" კარგი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|